ბოტულინოტოქსინის ინექციები
სერვისის შესახებ

ბოტულინოტოქსინის ინექციები ყველაზე ეფექტური საშუალებაა მიმიკური ნაოჭების კორექციისთვის. ბოტულინოტოქსინი ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გატარებას დროებით არღვევს, რითაც ფაქტობრივად აჩერებს კუნთის შეკუმშვას და ხელს უშლის ნაოჭის წარმოქმნას. პრეპარატი პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს კუნთოვან ქსოვილზე და მის სტრუქტურაზე, პრეპარატის მოქმედების გასვლის შემდეგ ნერვის სიგნალის მიწოდება აღდგება და კუნთი ისევ აქტიური ხდება. ინექციის მიკროდოზები ტარდება უშუალოდ კორექციის არეში. პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • შუბლის ჰორიზონტალური ხაზები
  • წარბებს შორის ნაკეცები
  • თვალის კუთხეებში ნაოჭები
  • ცხვირის წვერის კორექცია
  • კისრის ნაოჭები

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, არ საჭიროებს გამაყუჩებელი კრემის გამოყენებას. ხანგრძლივობა 10-15 წუთი. შედეგი 4-6 თვემდე ნარჩუნდება.

სტატიები ბლოგში:
ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) მკურნალობა

პროცედურაზე ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback