16 აგვისტო, 2019 4829 ნახვა

როგორც წესი შვებულების შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობთ: გარუჯულები, დასვენებულები და კმაყოფილები ვბრუნდებით სახლებში. მაგრამ რამოდენიმე დღეში ვამჩნევთ, რომ კანი გამომშრალია, თხელი და დაჭიმული, იქერცლება და ნაოჭებიც უფრო შესამჩნევია.

ჩვენ ვისვენებდით და კანი ორმაგ დატვირთვას განიცდიდა – გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან (მზე, ცხელი ჰაერი, მარილიანი ან ქლორიანი წყალი, მტვერი და ა.შ.) გვიცავდა. ამიტომ ზაფხულის ბოლოს მოვიდა დრო კანსაც დავუთმოთ დრო, რათა თქვენმა მეგობრებმა და კოლეგებმა თქვენი ლამაზი რუჯი შენიშნონ და არა ასაკობრივი ცვლილებები.

შვებულების უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა, სილამაზის და ახალგაზრდობის დაბრუნება ბიორევიტალიზაციას შეუძლია.

 

რით არის ზაფხული თვეები კანისთვის სახიფათო? პირველ რიგში სითხის დაკარგვით. დერმის ზედა ფენის გამოშრობა კოლაგენის და ელასტინის შემცირებას იწვევს, ჩვენ კი ვიცით, რომ ეს კომპონენტები კანის სიმკვრივეზე არიან პასუხისმგებლები. ამიტომ ხშირად ზაფხულის შემდეგ კანი დაღლილად და მოშვებულად გამოიყურება.

ექიმები ზაფხულის ცხელ პერიოდს ერთერთ ყველაზე დამაზიანებელ ფაქტორად მიიჩნევენ სახის, კისრის და დეკოლტეს ზონების კანისთვის. ეს მონაკვეთები ყოველდღიურად ულტრაიისფერი სხივების, მშრალი კონდიცირებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ ხვდებიან, გაუწყლოვანებას განიცდიან, რაც კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს.

ბიორევიტალიზაციის კურსს შეუძლია სწრაფად აღადგინოს კანის ტენიანობა და ელასტიურობა.

მეთოდის არსი და შედეგები

ბიორევიტალიზაცია – მეძოთერაპიის ნაირსახეობაა და ასევე ინექციური მეთოდია, რომელიც დაფუძნებულია კანში ჰიალურონის მჟავის შეყვანაზე. სწორედ ეს ნივთიერება სითხეს კანში აკავებს და მისთვის ოპტიმალური რაოდენობით ელასტინის და კოლაგენის გამომუშავებაში ეხმარება.

შეიძლება თუ არა პროცედურის ჩატარება უშუალოდ ზაფხულის თვეებში? კოსმეტოლოგები გირჩევენ ბიორევიტალიზაცია ზაფხულის დასაწყისში ან ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის პირველ თვეში ჩაიტაროთ შვებულების შემდეგ კანის ფოტოდაბერების პროფილაქტიკისთვის და ტენიანობის ბალანსის აღდგენისთვის.

რა შედეგს უნდა ელოდოთ ბიორევიტალიზაციის შემდეგ?

  • კანის სიმშრალის და აქერცვლის შემცირება
  • დატენიანებული და გამკვრივებული კანი
  • ჯანსაღი კანის ფერი
  • მზისგან გაჩენილი პიგმენური ლაქების შემცირება
  • მიკროსკოპიული დაზიანებების შეხორცება
  • მცირე და ღრმა ნაოჭების კორექცია
  • გაახალგაზრდავების შედეგი თვალსაჩინოა პირველივე პროცედურიდან და უმჯობესდება ყოველი დღის შემდეგ. სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში შედეგი კიდევ უფრო ძლიერი და მდგრადი იქნება.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის

ჰიალურონის მჟავა მცირე დიამეტრის ნემსით შეყავთ, რაც საშუალებას იძლევა პრეპარატი სწორ სიღრმეში მოხვდეს, იქ სადაც თანაბრად გადანაწილდება.

ვისთვის არის სასურველი ბიორევიტალიზაციის ჩატარება:

  • მათთვის, ვინც ხშირად ირუჯება ან უბრალოდ იმყოფება ღია სივრცეებში მზის ზემოქმედების ქვეშ
  • ოფისის თანამშრომლებისთვის, რომლებიც დღის დიდ ნაწილს მშრალი კონდიცირებული ჰაერით სივრცეში ატარებენ
  • მამაკაცებს და ქალბატონებს 25 წლის ზევით: ამ ასაკიდან კანი ნელნელა კარგავს მის დამცავ ფუნქციებს და ნაკლებად გამომუშავდება კოლაგენი და ელასტინი. ბიორევიტალიზაციას პირველი დაბერების ნიშნების გაჩენის გადავადება შეუძლია

ბიორევიტალიზაციას თითქმის არ გააჩნია უკუჩვენება და ასაკობრივი შეზღუდვა, პროცედურა არ არის რეკომენდირებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ასევე სასურველი თავი შეიკავოთ ციკლის პირველ დღეებში: ჰორმონალური დისბალანსი ტკივილის მიმართ მგრძნობელობას ზრდის და ანელებს კანის უჯრედების ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს.

ბიორევიტალიზაცია ინექციური პროცედურაა, ამიტომ მისი დანიშვნის და ჩატარების უფლება მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს აქვს! პროცედურამდე გაესაუბრეთ თქვენს დერმატო-კოსმეტოლოგს.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback