2 მარტი, 2020 10216 ნახვა

მეზოთერაპია გამონაყარისა და აკნეს მკურნალობისთვის – არის მეთოდი, რომელიც კანის პრობლემებთან ბრძოლაში გვეხმარება და კანის პრობლემურ ზონაზე სპეციალური პრეპარატების მცირე დოზის შეყვანას წარმოადგენს. პრეპარატის შემადგენლობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა და დამოკიდებულია პრობლემაზე, რომელიც არის მოსაგვარებელი.

მეზოთერაპიის პროცედურა საკმაოდ ეფექტურია აკნეს მკურნალობისთვის, რასაც პაციენტებისა და კოსმეტოლოგების მიერ მიღებული მრავალი დადებითი შედეგით დასტურდება.

აკნეს გაჩენის მიზეზები

აკნე – არის პრობლემა, რომელიც გარდატეხის ასაკში ჩნდება და ზედა ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია. ეს არის გამონაყარი სახეზე, ზურგისა და დეკოლტეს ზონაში. კანის ცხიმის ჰიპერინტენსიური გამომუშავება  თმის ფოლიკულთან მდებარე ცხიმოვანი ჯირკვლის ანთებას იწვევს, რის შედეგად კანის ზედაპირზე ანთებითი ელემენტები ჩნდება. დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანების კანი ბაქტერიების მავნე ზეგავლენას ვერ უმკლავდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

აკნეს მაპროვოცირებელი ხშირად მომნელებელი სისტემისა და გინეკოლოგიური პრობლემები მიიჩნევა, ასევე სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი და ზოგიერთი მედიკამენტის მიღება (მათ შორის კონტრაცეფტივები და B ჯგუფის ვიტამინები).

მეზოთერაპია აკნეს დროს

მკურნალობის პირველი და აუცილებელი ეტაპი – სპეციალისტის დათვალიერება, საჭირო ანალიზების ჩაბარება, ანტიბიოტიკებსა და ანესთეტიკებზე რეაქციის შემოწმებაა.

პროცედურის არსი

შპრიცის საშუალებით პრეპარატის მიკროდოზები პაციენტის დერმაში უშუალოდ პრობლემურ ზონებში შეყავთ, ინექცია ცალკეული ელემენტის და მთლიანად გამონაყარის მიდამოში ტარდება.

შედეგის მიღწევისთვის პროცედურების კურსი არის საჭირო. როგორც წესი, მეზოთერაპიის შედეგი კურსის დასრულებისას ხდება თვალსაჩინო. პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ თავისებურებებზე, კანის მდგომარეობაზე, პაციენტის ასაკზე და დამატებითი ეფექტის მიღების სურვილზე. მაგალითად, აკნეს მკურნალობასთან ერთად კანის გაახალგაზრდავება და მცირე ნაოჭების კორექციაც შესაძლებელია.

დამატებითი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება კომპლექსური მკურნალობის ფარგლებში უფრო ძლიერი და მდგრადი შედეგის მიღწევაში გვეხმარება. ასეთებია კარბონის ან ლაზერული პილინგი.

აკნეს საწინააღმდეგო მეზოთერაპიის ეფექტი

მეზოთერაპია აკნეს მკურნალობაში კანის მდგომარეობაზე კომპლექსურ გავლენას ახდენს, ამიტომაც მეთოდი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

  • იმუნიტეტის მასტიმულირებელი მოქმედება – აუმჯობესებს კანის ზედაპირის რეაქციას პათოგენურ მიკროფლორაზე და სხვა ნეგატიურ გარე ფაქტორზე.
  • ვიტამინების თერაპია – ამდიდრებს ეპიდერმისს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რაც რეგენერაციისა და თვითაღდგენის პროცესებს ასტიმულირებს.
  • ანტიბაქტერიული მოქმედება – ებრძვის ბაქტერიების გამრავლებას.
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – აშუშებს ანთებებს და სიწითლეს.
  • ანტიოქსიდანტური მოქმედება – ეწინააღმდეგება თავისუფალი რადიკალების კანზე მავნე ზემოქმედებას.

მეზოთერპიის პრეპარატები

აკნეს მკურნალობისთვის მხოლოდ კომპლექსური პრეპარატები გამოყენება, ე.წ. “კოქტეილი”. ზოგჯერ ასეთ კოქტეილს ექიმი სხვადასხვა მიკროელემენტებისგან ამზადებს, უფრო თანამებდროვე ფორმა – წინასწარ გამზადებული და ამპულაში მოთავსებული საინექციო ხსნარია. პრეპარატის შემადგენლობაში აუცილებლად შედის რიგი მიკროელემენტები (Zn, Mg, Se, S, K), ვიტამინები (A, E, C, B ჯგუფის), ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციის მასტიმულირებელი ნივთიერებები. დამატებითი გამაახალგაზრდავებელი ეფექტისთვის “კოქტეილში” ჰიალურონის და გლიკოლის მჟავა შეიძლება შედიოდეს.

ჩვენს კლინიკაში აკნეს საწინააღმდეგო მეზოთერაპია ლუქსემბურგში წარმოებული პრეპარატის Pluryal Mesoline Clear-ის (ძველი დასახელება Mesoline Acne) მეზოკოქტეილის ინექციით ტარდება.

პროცედურის შედეგი

მსუბუქი ეფექტი პირველი პროცედურების შემდეგაც თვალსაჩინოა, კერძოდ თქვენ კანის ფერის გაუმჯობესებას, თანაბარ და გლუვ სტრუქტურას შენიშნავთ. კანი ნაკლებად ცხიმიანი და შედარებით მშრალია, კანქვეშა ცხიმოვანი ელემენტები, აკნეს ლაქები, მცირე ნაოჭები და ნაწიბურები ქრება.

უკუჩვენებები

აკნე მკურნალობისთვის მეზოთერაპიის ჩატარებამდე გაითვალისწინეთ, რომ პროცედურა არ ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

  • 18 წლამდე ასაკში
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
  • ჰერპესის გამონაყარის დროს
  • ჰიპერტონიის შემთხვევაში
  • გაციების და სხვა დაავადებების დროს, რომელსაც მაღალი სიცხე ახასიათებს

 

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback