12 ნოემბერი, 2019 5512 ნახვა

მითი: აკნე გარდატეხის ასაკის შემდეგ თავისით გაქრება

რეალობა: სამწუხაროდ აკნე ასაკთან არანაირ კავშირშია

მათთვის, ვისაც ეს პრობლემა მოზარდობის პერიოდში აწუხებს ამის გაგება არასასიამოვნოა, მაგრამ გარკვეული ასაკის დადგომასთან ერთად აკნე ჯადოსნურად არ გაქრება. რა თქმა უნდა გარდატეხის ასაკის შემდეგ ჰორმონალური ფონი დაბალანსდება, მაგრამ აკნეს გამომწვევი კიდევ რამდენიმე ფაქტორი არსებობს.

ჰორმონები

განსაკუთრებით ქალის ორგანიზმი მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრ ჰორმონალურ ცვლილებას განიცდის. ჯერ გარდატეხის ასაკი, შემდეგ 20 წლის ქალის ორგანიზმი სხვანაირად ფუნქციონირებს, ვიდრე 30, 40 ან 50 წლის ასაკში. ამას დაამატეთ ორსულობა და მენოპაუზა. არის კიდევ რიგი ჰორმონალური დარღვევები, რაც იწვევს აკნეს.

მოვლა

აკნეს ერთერთი ყველაზე ძლიერი გამომწვევი ფაქტორია კანის ზედაპირული ანთებითი პროცესები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს უხეში და/ან არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებების გამოყენებამ. შეიძლება მოვლის პროდუქტი შეიცავდეს ისეთ გამაღიზიანებელ ნივთიერებებს როგორიც არის სინთეტიკური არომატიზატორები, სულფატები, მაღალი კომედონოგენური ინგრედიენტები და ა.შ.

კვება

იცოდით, რომ გლუტენის მიმართ სენსიტივობა ასევე იწვევ აკნეს? გლუტენის მოლეკულა ზედმეტად დიდია კანის ზედაპირში შესაწოვად, ამიტომ ეს არ არის ზედაპირული პრობლემა. გლუტენი აკნეს შიგნიდან იწვევს. რძის ნაწარმი, კოფეინი, შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტები, ასევე ახდენენ ამაზე გავლენას.

ფიზიკური მიზეზები

აკნე, დაბინძურებული ფორები და შავი წერტილები გამოწვეულია ცხოვრების წესით და/ან ფიზიკური მიზეზებით. სტრესი გავლენას ახდენს ჰორმონებზე და შესაბამისად კანის მდგომარეობაზეც. ან შეიძლება რომელიმე სპორტის სახეობისთვის ჩაფხუტი გაფარიათ, რომელიც კანთან კონტაქტის ადგილას, მიკრობების გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. ასევე ხახუნიც იწვევს ცხიმის ჭარბ გამოყოფას და შესაბამისად აკნესაც.

ჩვენ გირჩევთ აკნეს მკურნალობა დაიწყოთ მისი გაჩენის მიზეზების გამოკვლევით. შეიმოწმეთ ჰორმონები, მოაწესრიგეთ კვება და გაარკვიეთ რა პროდუქტები პროვოცირებს აკნეს, გადახედეთ თქვენს მოვლის საშუალებებს და შეამოწმეთ თუ ისინი გამაღიზიანებელ და კომედონოგენურ ინგრედიენტებს შეიცავენ.

მოგვწერეთ, თუ გაინტერესებთ რომელ ინგრედიენტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ!

და დაიმახსოვრეთ, თვითმკურნალობამ შეიძლება არა მხოლოდ ხელი შეგიშალოთ პრობლემის აღმოფრხვაში, არამედ კიდევ უფრო გაართულოს მდგომრეობა. აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ ექიმ ენდოკრინოლოგს ან დერმატოლოგს.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback