21 მარტი, 2017 22846 ნახვა

რა არის აკნე?

აკნე ვულგარის, ან უბრალოდ აკნე- არის კანის დაავადება რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში. დაავადებას ახასიათებს სხვადასხვა სახის გამონაყარი: თეთრი და შავი კომედონები, პაპულო პუსტულოზური გამონაყარი(ჩირქოვანი), ანთების შემდგომი ლაქები/ პიგმენტაცია და ნაწიბურები.
ხშირ შემთხვევაში დაავადება გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით, სტრესით, ბაქტერიით, ხშირია გენეტიკური წინასწარგანწყობა.
აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურები მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, პაციენტი განიცდის მუდმივ სტრეს და სტიგმას საზოგადოებისაგან.

 

პპპ

 

პოსტაკნე ნაწიბურები
პოსტაკნე ნაწიბურები ხშირად რჩება ვულგარული აკნეს შემდეგ, რისგანაც თავის დაღწევა შესაძლებელია სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურით. მათშორის ლაზერით. აკნეს მკურნალობა SpectraPeel ლაზერით.

 

აკნეს მკურნალობა
აკნეს მკურნალობისათვის გამოიყენება სხვადასხვა დასაბანი საშუალება, ადგილობრივად გამოსაყენებელი სამკურნალო კრემები, დერმაბრაზია, ქიმიური თუ ლაზერული პილინგები, მეზოთერაპია. საინტერესოა აკნეს მკურნალობის თანამედროვე ლაზერული მეთოდები ისეთი, როგორიცაა: დაბალი სიმძლავრის ლაზერი- LLLT (low level light therapy), IPL (intense pulsed light), ფოტო თეაპია. აღნისნული მეთოდები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ და განისაზღვროს პროცედურების რაოდენობა.

როფორ მუშაობს ლაზერი აკნეს დროს?
SpectraPeel ლაზერი საკმაოდ ეფექტური პროცედურაა აკნეს მკურნალობის დროს, აღსანიშნავია, რომ მისი ეფექტი დიდხანს გრძელდება. მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, კლინიკური შედეგის შენარჩუნებისათვის ექიმმა უნდა დაგეგმოს შემგომი პროცედურის თანმიმდევრობა- დაახლოებით ერთი პროცედურა ყოველ 2 თვეში.

რამდენი პროცედურაა საჭირო?
პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია აკნეს ფორმაზე. ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და პროცედურათა რაოდენობას შეათანხმებს პაციენტთან.

რით განსხვავდება სპექტრა სხვადანარჩენი ლაზერებისაგან?
სხვა აპარატებისგან გასხვავებით SpectraPeel ლაზერით მკურნალობა უმტკივნეულოა და შედეგი მომენტალური, პროცედურის შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ გარემოს, რადგანაც არ არსებობს გვერდითი ეფექტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურას სჭირდება მცირე დრო.

“SpectraPeel არის მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი აკნეს მკურნალობის დროს!“

“SpectraPeel პროცედურის შემდეგ კანქვეშ არსებული კვანძები იწყებს ზომაში შემცირებას. პროცედურა ეფექტურია გაფართოებული ფორების და ცხიმოვნების დარღვევის დროს. ანთების შემდგომი წითელი ლაქები თანდათან ხდება ჯანსაღი კანის ფერი.“
Dr. Chun Soo II, South Korea

• ამცირებს ფორებს
• არეგულირებს ცხიმის გამოყოფას
• აღიავებს ანთების შემდგომ ლაქებს
• პროცედურა დასაშვებია ანთებითი კვანძების დროსაც
• ამცირებს პერიოდს ხელახალი გამონაყარის გაჩენამდე

სისტემა:
• აპარატს აქვს სპეციალურად შერჩეული ტალღის სიგრძე 1064 ნმ. რომელიც აღწევს ცხიმოვან ჯირკვლებამდე
• ოპტიმალურად შერჩეული ტალღის გამო მკურნალობა არაინვაზიურია, დასაშვებია ყველა ტიპის კანისათვის
• პროცედურებს აქვს ხანგრძლივი ეფექტი

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback