კრიოთერაპია – არის ფიზიოთერაპიული პროცედურა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიურ სფეროში, როგორც ხალების, ნევუსების და პაპილომების მოშორების მარტივი და უსაფრთხო მეთოდი.
მისი მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ხანმოკლე დაბალი ტემპერატურების ზემოქმედებაზე, რომელიც უჯრედებში და მათ შორის წყლის ქრისტალიზებას და სრულ გაუწყლოვანებას ახდენს. დეჰიდრატაცია და ასეთი ძლიერი მოყინვის შემდგომ ორგანიზმში გააქტიურებული პროცესები კანზე არასასურველი წარმონაქმნების ქსოვილების სიკვდილს იწვევს. პროცედურა ხელმისაწვდომი და მარტივია, რაც მთავარია სიცივით ზემოქმედება გამორიცხავს ინფექციის განვითარების რისკს.
საეჭვო წარმონაქმნების შემთხვევაში საჭიროა მისი გამოკვლევა პროცედურამდე. პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, ხანგრძლივობა 15-20 წუთი. პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი მოითხოვს ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას. რეაბილიტაციის პერიოდი 3-6 კვირა გრძელდება და ნევუსის ადგილას სრულყოფილი კანის საფარის ფორმირებით სრულდება.
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ