სხეულის კორექცია აპტოსის მეთოდებით უკვე 2 ათეულ წელზე მეტს ითვლის. ქართული ინოვაციური მიდგომა მსოფლიოს 50ზე მეტი ქვეყნის ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლინიკა “ტოტალ შარმის” როლი ამ გლობალური მასშტაბის მოვლენაში. ჩვენთან აპტოსის ძაფებით ლიფტინგს და კორექციას სწორედ მეთოდების ქართველი ავტორები ატარებენ.
თვალისა და წარბის კორექცია აპტოსის ძაფებით საკმაოდ პოპულარული პროცედურაა მსოფლიო მასშტაბით და მას ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.
ჩვენთან ნუშისებრი თვალის ფორმის პროცედურას მეთოდის ავტორი ექიმი კონსტანტინე სულამანიძე ატარებს.
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ