9 ოქტომბერი, 2017 11566 ნახვა

ალოპეციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური ფაქტორი, გადატანილი დაავადებები, მედიკამენტების მიღება, რკინის, თუთიის, მანგანუმის ან სელენის ნაკლებობა, სტრესი და სიცივეც კი. მაგრამ თმის ცვენასთან ბრძოლის ნამდვილად ეფექტური მეთოდები არც თუ ისე ბევრია. ერთერთი მათგანი არის მეზოთერაპია.

თმის შეთხელების შენიშვნის შემდეგ, ჩვენ პირველ რიგში აფთიაქში ჯადოსნური შამპუნების ან თმის ზრდისთვის ვიტამინების შესაძენად მივემართებით, თუმცა პირველ რიგში თმის ცვენის შესაჩერებლად ტრიქოლოგს უნდა მივმართოთ. სპეციალისტი საჭირო გამოკვლევებს დაგინიშნავთ, პრობლემის მიზეზებს დაადგენს და მკურნალობას შეარჩევს.

ალოპეციის რა სახეობის დროს საჭიროა თავის თმიანი საფარის მეზოთერაპია?

მეთოდი ეფექტურია დიფუზური შეთხელების, ანდროგენური და თელოგენური აპოლეციის დროს. გენდერულ ფაქტორს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მეზოთერაპია ერთნაირად ეფექტურია ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის. შედეგი განპირობებულია არა მხოლოდ პრეპარატების ფარმაკოლოგიური მოქმედებით, არამედ ნერვული დაბოლოებების, სისხლძარღვების რეცეფტორების და იმუნოკომპეტენტური უჯრედების სტიმულაციით. ეს თმის ფოლიკულების ადგილობრივ იმუნიტეტს და აქტივობას ზრდის. თუ კი მეზოთერაპია ინიშნება წინასწარი გამოკვლევის გარეშე, მისი შედეგი ხანმოკლე იქნება.

როგორი მკურნალობა ინიშნება, თუ კი გამოკვლევის შედეგად ჰორმონალური დისბალანსი გამოვლინდა?

ქალბატონებისთვის ჰორმონალური მკურნალობა ტრიქოლოგისა და გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის ერთობლივი ძალებით ინიშნება, მამაკაცებისთვის – ენდოკრინოლოგის.

რა პრეპარატები შეყავთ მეზოთერაპიის დროს?

წინასწარ დამზადებული მეზოკოქტეილები ან ექიმის მიერ შედგენილი, შეიძლება შეიცავდეს სისხლძარღვთა გამაფართოებელ, მიოტროპულ ვაზოდილათატორებს, ვენურ და ლიმფოტონიკებს, ანტიანდროგენებს და სხვა მინერალურ და ცხოველური წარმოშობის მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. შეყვანილი პრეპარატის რაოდენობა შეიძლება 1-5 მლ შეადგენდეს. ექიმმა მეთოდის თავისებურებებისა და მეზოკოქტეილის შემადგენელი კომპონენტების შესახებ, პაციენტის ინფორმირება პროცედურის დაწყებამდე უნდა მოახდინოს.

როგორია თმის მეზოთერაპიის მოქმედების სქემა?

ჩხვლეტის შემდგომ რამდენიმე წუთში უჯრედულ დონეზე ანთებითი რეაქცია იწყება. სისხლძარღვები ჯერ ვიწროვდება და შემდეგ ფართოვდება. შეყვანილი ელემენტები აღწევენ კაპილარების კედლებში უჯრედებს შორის სივრცეში. ლეიკოციტების, ერითროციტეპის, ლიმფოციტებისა და ფიბრინის მომარაგება ხდება, ფიბრობლასტები ინტენსიურად გამოივუშავებენ ზრდის ფაქტორებს. ყველა ეს პროცესი ხელს უწყობს კანის ვასკულარიზაციას და დატენიანებას. თუ თმის ცვენის გარდა თმის სიმშრალე, სისუსტე და ჭარბი ცხიმიანობა გაწუხებთ, მათი მოგვარებაც მეზოთერაპიის საშუალებით ხდება.

რამდენი ხანი გრძელდება ალოპეციის მკურნალობა?

თმის ცვენის მკურნალობა მოთმინებას მოითხოვს. პირველადი ეტაპი შედგება მინიმუმ 3-5 (ზოგ შემთხვევაში 10-15) პროცედურისგან ერთკვირიანი ინტერვალებით, შემდეგ რამდენიმე პროცედურა ტარდება ორ კვირაში ერთხელ, მესამე ეტაპი – მხარდამჭერი თერაპია – თვეში ერთი პროცედურის ჩატარებას გულისხმობს.

შედეგი რომელი პროცედურიდან ხდება თვალსაჩინო?

ეს დამოკიდებულია თმის ცვენის მიზეზზე და პრობლემის სირთულეზე. ხშირად უკვე პირველი ეტაპის შემდეგ შესამჩნევია თმის ცვენის შემცირება, სრული კურსის შემდეგ კი თმის ახალი ღერების ამოსვლას, ღერის გასქელებას, ბზინვარებას, სიგრძეში ზრდას და სკალპის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას შენიშნავთ. თერაპიის დროს ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტური პრეპარატები და სპეციალური მოვლის საშუალებები.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

თავის საფარის მეზოთერაპიისთვის მიკროპაპულების ტექნიკა გამოიყენება. ჩხვლეტები 1-1,5 სმ ინტერვალით კეთდება შუბლის არეში თმის ზრდის ხაზიდან და კეფის მიმართულებით. პროცედურა დაახლოებით 15-30 წუთი გრძელდება. პროცედურის ჩატარების უფლება მხოლოდ სპეციალური სწავლების გავლილ სპეციალისტს გააჩნია. სეანსის დღეს თმის დაბანა არ შეიძლება, ნანემსრებში ინფექციის შეტანის პრევენციისთვის, ასევე არ არის რეკომენდირებული აქტიური დატვირთვა, რომელიც ოფლიანობას იწვევს. გარდა ამისა პროცედურის დროს მეზოკოქტეილი კანზეც ნაწილდება და მისი კომპონენტები პროცედურის შემდეგაც მოქმედებს.

რა უკუჩვენებები გააჩქნია მეზოთერაპიას?

უკუჩვენებებს შორის არის ჰემოსთაზი, დეზაგრეგანტების მიღება, ვასკულიტები, კოლაგენის სინთეზის დარღვევა (კელოიდების განვითარებისკენ მიდრეკილება), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ასევე სომატური, ონკოლოგიური დაავადებები და ალერგიული ანამნეზი. თმის მეზოთერაპიის ჩატარება 14 წლიდან სასუალოდ 65-68 წლამდე არის რეკომენდირებული.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს პროცედურას?

პროცედურების შემდგომ დასაშვებია მიკროჰემატომების და სიწითლის გაჩენა, იშვიათია შეშუპება, ყოველივე დროებითია და მსუბუქ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება. არასათანადო გამოკვლევის შედეგად შესაძლებელია ალერგიული რეაქცია, რისთვისაც გამოცდილი ექიმი ყოველთვის მზად არის. ასეთი მოვლენები დროული რეაგირების შემთხვევაში სწრაფად მოგვარებადია, ამიტომ პროცედურა მხოლოდ კვალიფიციურ ექიმთან უნდა ჩატარდეს სამედიცინო კაბინეტში, სადაც პირველადი დახმარების ნაკრები განთავსებულია. პროცედურამდე ექიმისთვის ამ ნაკრების ჩვენების თხოვნა არ მოგერიდოთ!
ნებისმიერი ინექცია სამედიცინო და არა სალონური პროცედურაა, ასეთი მკურნალობა ცდება თქვენი პარიკმახერის, მასაჟისტის, წარბების სპეციალისტის კვალიფიკაციას და ცოდნას, მიუხედავად იმისა თავად რას ამტკიცებენ და რისი გამბედაობა გააჩნიათ!

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback