21 March, 2017 3311 ნახვა

რა არის აკნე?

აკნე ვულგარის, ან უბრალოდ აკნე – არის კანის დაავადება, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება განსაკუთრებით მოზარდებში.  დაავადებას ახასიათებს სხვადასხვა სახის გამონაყარი: თეთრი და შავი კომედონები, პაპულო-პუსტულოზური გამონაყარი (ჩირქოვანი), ანთების შემდგომი ლაქები/პიგმენტაცია და ნაწიბურები.
ხშირ შემთხვევაში დაავადება გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით, სტრესით, ბაქტერიით, ხშირია გენეტიკური წინასწარგანწყობა.
აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურები მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, პაციენტი განიცდის მუდმივ სტრეს და სტიგმას საზოგადოებისაგან.

პოსტაკნე ნაწიბურები
პოსტაკნე ნაწიბურები ხშირად რჩება ვულგარული აკნეს შემდეგ, რისგანაც თავის დაღწევა შესაძლებელია სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურით.

“SpectraPeel არის მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი აკნეს მკურნალობის დროს!“

აკნეს მკურნალობა
აკნეს მკურნალობისათვის გამოიყენება სხვადასხვა დასაბანი საშუალება, ადგილობრივად გამოსაყენებელი სამკურნალო კრემები, დერმაბრაზია, ქიმიური თუ ლაზერული პილინგები, მეზოთერაპია. საინტერესოა აკნეს მკურნალობის თანამედროვე ლაზერული მეთოდები ისეთი, როგორიცაა: დაბალი სიმძლავრის ლაზერი – LLLT (low level light therapy), IPL (intense pulsed light), ფოტო თერაპია. აღნიშნული მეთოდები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ და განისაზღვროს პროცედურების რაოდენობა.

პპპ

როფორ მუშაობს ლაზერი აკნეს დროს?
Spectra Peel ლაზერი საკმაოდ ეფექტური პროცედურაა აკნეს მკურნალობის დროს, აღსანიშნავია, რომ მისი ეფექტი დიდხანს გრძელდება. პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია აკნეს ფორმაზე. ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და პროცედურათა რაოდენობას შეათანხმებს პაციენტთან. მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, კლინიკური შედეგის შენარჩუნებისათვის ექიმმა უნდა დაგეგმოს შემგომი პროცედურის თანმიმდევრობა – დაახლოებით ერთი პროცედურა ყოველ 2 თვეში.

სისტემა:

  • აპარატს აქვს სპეციალურად შერჩეული ტალღის სიგრძე 1064 ნმ, რომელიც აღწევს ცხიმოვან ჯირკვლებამდე
  • ოპტიმალურად შერჩეული ტალღის გამო მკურნალობა არაინვაზიურია, დასაშვებია ყველა ტიპის კანისათვის
  • პროცედურებს აქვს ხანგრძლივი ეფექტი

რით განსხვავდება Spectra სხვა დანარჩენი ლაზერებისაგან?
სხვა აპარატებისგან გასხვავებით Spectra Peel ლაზერით მკურნალობა უმტკივნეულოა და შედეგი მომენტალური, პროცედურის შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ გარემოს, რადგანაც არ არსებობს გვერდითი ეფექტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურას სჭირდება მცირე დრო.

“SpectraPeel პროცედურის შემდეგ კანქვეშ არსებული კვანძები ზომაში შემცირებას იწყებს. პროცედურა ეფექტურია გაფართოებული ფორების და ცხიმოვანი ბალანსის დარღვევის დროს. ანთების შემდგომი წითელი ლაქები თანდათან უახლოვდება ჯანსაღი კანის ფერს.“

  • ამცირებს ფორებს
  • არეგულირებს ცხიმის გამოყოფას
  • აღიავებს ანთების შემდგომ ლაქებს
  • პროცედურა დასაშვებია ანთებითი კვანძების დროსაც
  • ამცირებს პერიოდს ხელახალი გამონაყარის გაჩენამდე

Batumi
Tbilisi
Batumi , Piazza, V. Gorgasali str. #15
Tbilisi , V. Orbeliani Str. #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
Ask a question

We’ll answer your question within 48 hours

Name
* E-mail
* Message
Login now
Name
* E-mail
* Message
We're online!
Feedback
How do you rate our support?