პლაზმალიფტინგი ესაა რევიტალიზაციის ნოვატორული საინექციო პროცედურა, რომელიც ბიძგს აძლევს კანის ბუნებრივ გაახალგაზრდავებას და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ორგანიზმში ხდება თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა, რომელიც არის ბუნებრივი „ახალგაზრდობის ელექსირი” და შეიცავს მაღალი კონცენტრირებით ზრდის ფაქტორებს, ჰორმონებს, ცილებს და ვიტამინების ბუნებრივ კომბინაციას.
პროცედურა გულისხმობს საკუთარი სისხლისაგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანქვეშ, ანუ სასურველი ეფექტის მიღწევა, კანის გაახალგაზრდავება და გალამაზება, ხდება საკუთარი ფერმენტების ხარჯზე.
კანქვეშ პლაზმის შეყვანის შედეგად ხდება ჰიალურონის მჟავის და კოლაგენის გამომუშავების, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება, ადგილობრივად რეზისტენტობის და იმუნიტეტის ზრდა. შედეგად ვღებულობთ ელასტიურ, ჯანსაღი ფერის და ნორმალური ტენიანობის, გაახალგაზრდავებულ კანს. მცირდება ან სრულიად ქრება ნაოჭების რაოდენობა.
პროცედურის დროს გამორიცხულია ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, რადგან კანქვეშ საკუთრი პლაზმის შეყვანა ხდება.
პლაზმოლიფტინგს მიმართავენ აკნეს შემთქვევაშიც, რის შედეგადაც გამონაყარი სწრაფად და უკვალოდ ქრება.
თმის ცვენის შემთხვევაში პროცედურა ააქტიურებს თმის ძირების კვებას, შედეგად მცირდება თმის ცვენის პროცესი და იმატებს ახალი ღერების ამოსვლის ინტენსივობა.
პლაზმოლიფტინგი მიზანშეწონილია კანის ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად, ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მწეველებში, ასევე, მოდუნებული, გამომშრალი კანის, ნაწიბურების, ნაოჭებისა და ფოტოდაბერების შემთხვევაში.
პლაზმოლიფგინგი შესაძლებელია ჩატარდეს სახის, ყელის, გულმკერდის, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში, ხელის მტევნებზე.
საშუალო ხნის ასაკის ქალბატონების პირველი ვიზიტი პლასტიკურ ქირურგთან ხშირად დაკავშირებულია სახის ოვალის ცვლილებასთან. ეს ის პერიოდია როცა სახის ქსოვილებისათვის და ზოგადად კანისათვის აუცილებელი ელასტინის და კოლაგენის პროდუქცია ორგანიზში უკუსვლას იწყებს და თანდათან მათი რაოდენობა და გამოყოფა ქსოვილებში კლებულობს. შედეგად ქსოვილები კარგავენ ტონუსს, სიმკვრივეს და იწყება სახის ქსოვილების ფტოზი ანუ ქსოვილების ჩამოშვება. რა თქმა უნდა ეს პროცესი და ზოგადად დაბერების პროცესი უფრო კომპლექსურია და აქ სხვა ფაქტორებიც მონაწილეობენ.
სახის რბილი ქსოვილების ჩამოშვება მიუთითებს მათი ზოგადი კარკასის მოდუნებაზე და ასაკობრივ ცვლილებებზე.
ოვალის დეფორმაცია განპირობებულია სახის შუა მესამედის და ქვედა ყბის მიდამოში არსებული ლოყის ქსოვილების ჩამოშვებით. ეს მოვლენა დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტებს ვინაიდან ქვედა ყბის მიდამოში ჩამოშვებული ქსოვილები არღვევენ ქვედა ყბის ხაზს, პროფილი არამკაფიო ხდება, სახე დაღლილ გამომეტყველებას ღებულობს და ასაკობრივი ცვლილებებიც მეტად გამოხატულია სახეზე. ცხიმოვანი პაკეტს რომელიც ქვედა ყბის მიდამოში ჩამოეკიდება რუსულად უწოდებენ „Брыли”-ს და ინგლისურად “Jowl”-ს. სამწუხაროდ ქართულ ენაში მას შესატყვისი თარგმანი არ გააჩნია.
არსებობს ბევრი მეთოდი სახის კონტურის, ოვალის კორექტირებისათვის როგორც პლასტიკურ ქირურგიაში ასევე კოსმეტოლოგიაში, ქირურგიული და მცირე ინვაზიურიც.
ქირურგიული მეთოდი კორექტირებისა დაკავშირებულია ზოგად ნარკოზთან, განაკვეთებთან, ნაწიბურებთან ზოგიერთ მიდამოში, სარეაბილიტაციო პროცესის ხანგრძლივობასთან და ა.შ. შესაბამისად ძალიან ხშირად პაციენტები ამისთვის არ არიან მზად მორალურად, ფიზიკურად თუ ფინანსურად და ცდილობენ იპოვონ ალტერნატიული გზა.
დღესდღეისობით სახის ოვალის კორექტირება აპტოს ძაფებით არის ერთერთი საუკეთესო ალტერნატივა.
აპტოს ძაფებით სახის კანის დაჭიმვა არის მცირე ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება კომპანია Aptos-ის მიერ წარმოებული კოსმეტიკური ძაფები, კერძოდ ძაფი Thread 2G.
არსებობს ამ ძაფების ორი ტიპი, გაუწოვადი და გამწოვი. გაუწოვადი ძაფები შედგება პოლიპროპილენისაგან, მატერიალისაგან რომელიც ქირურგიაში უკვე 50 წელზე მეტია გამოიყენება, კარგად აპრობირებულია და ორგანიზმთან სრულიად შეთავსებადია. გაუწოვადი ძაფები გამოიყენება უფრო ხანდაზმულ ასაკში, როდესაც საკმაოზე მეტად გამოხატულია ქსოვილური ფტოზი ან იმ შემთხვევაში თუ საქმე გვაქვს ზედმეტად მძიმე ქსოვილებთან. რეზულტატი შენარჩუნებულია 3-დან 5-წლამდე. შესაძლებელია პროცედურის განმეორება ამ ვადის გასვლის შემდეგ.
გამწოვი ძაფები შედგება პოლირძემჟავასაგან და კაპროლაქტონისაგან. ეს მატერიალებიც დიდი ხანია გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და ზოგადად მედიცინაში, კარგად შესასწავლია, ორგანიზმთან შეთავსებადია და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
განსხვავებით გაუწოვადი ძაფებისაგან გამწოვ ძაფებს გააჩნიათ ორმაგი ეფექტი:
1. დაჭიმვის ანუ ლიფტინგის ეფექტი
2. ბიორევიტალიზაციის ეფექტი.
ეს იმას ნიშნავს რომ გარდა სახის კანის დაჭიმვისა, ძაფები გაწოვის პროცესში იწყებენ შემადგენელ კომპონენტებად დაშლას რაც ხელს უწყობს ქსოვილის ხარისხის გაუმჯობესებას შიგნიდან, ასტიმულირებს უჯრედებს და ხელს უწყობს მათ მიერ კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია სახის კანის ჯანმრთელობისათვის და გაახალგაზრდავებისათვის.
რეზულტატი შენარჩუნებულია 1,5 წლიდან 2 წლამდე. პროცედურის განმეორება შესაძლებელია ამ ვადის გასვლის შემდეგ. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განმეორებით ძაფის შეყვანის და გაწოვის პროცესში ამ მიდამოში იქნება შიდა კარკასი ქსოვილებისათვის, რაც ერთგვარი პრევენციაა ქსოვილების განმეორებით ჩამოშვების საწინააღმდეგოდ.
ძაფების ორივე ტიპის შემთხვევაში საკუთრივ ძაფი მიმაგრებულია ორივე მხრიდან ორ ნემსზე, რომელიც უზრუნველყოფს ძაფების გატარებას ქსოვილებში.
პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების პირობებში, არ მოითხოვს განაკვეთის გაკეთებას კანზე და ძაფების მოთავსება ქსოვილებში ხდება ერთი ნემსის ნაჩხვლეტიდან, შესაბამისად პროცედურის შემდეგ კანზე არ რჩება ნაწიბურები, პროცედურის ხანგრძლივობა 10 წუთია.
გაუტკივარების შემდეგ ხდება ძაფების შეყვანა ქსოვილებში ნემსის მეშვეობით, კერძოდ ქვედა ყბის მიდამოში ჩამოშვებულ ქსოვილში – „ბრილ“-ში, მხოლოდ ერთი ნაჩხვლეტიდან. საჭირო ზონაში ძაფების შეყვანის შემდეგ ვახდენთ ქსოვილების აქაჩვას – ლიფტინგს და ქსოვილებს საჭირო ადგილას ვაფიქსირებთ.
რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება 3-4 დღე და დამოკიდებულია შეყვანილი ძაფების და კორეგირებული ზონების რაოდენობაზე.
პროცედურის ჩატარების შემდეგ რეკომენდირებულია პაციენტმა თავი შეიკავოს სახის მასაჟისაგან 1 თვის განმავლობაში და საუნისაგან და ორთქლის აბაზანებისაგან 2 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
• ლოკალური და სისტემური ინფექციური და ანთებითი დაავადებები
• კანისა და შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები
• ონკოლოგიური დაავადებები
• კელოიდური ნაწიბურებისაკენ მიდრეკილება
ამგვარად, 20 წლიანი გამოცდილებისაგან და მატერიალის უსაფრთხოებისაგან გამომდინარე აპტოსის მეთოდები არის საუკეთესო ალტერნატიული გზა სახის ოვალის გამოსწორებისათვის უმოკლეს პერიოდში.
სამედიცინო ლაზერი SPECTRA XT Q-switched laser, რომელსაც განსაზღვრული ტალღა აქვს, მთლიანად აქრობს ან მნიშვნელოვნად აღიავებს სვირინგს. კანში არსებული სვირინგის პიგმენტი შთანთქავს ლაზერის სხივს და ანაწევრებს მცირე ზომის ფრაგმენტებად, რომელიც ნადგურდება ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ. ტატუს მოშორება გრძელდება რამდენიმე კვირა, ეს დამოკიდებულია ტატუს ასაკზე, სიდიდესა და პიგმენტის ინტენსივობაზე.
პროცედურის შემდეგ, კანის ის უბანი, სადაც სვირინგია, იღებს თეთრ შეფერილობას, ხოლო მის გარშემო კანი მოვარდისფრო-მოწითალო ფერია და ოდნავ შეშუპებული. კანის ამგვარი რიაქცია ნორმალურია და გასტანს რამდენიმე საათს. პროცედურებს შორის ინტერვალი 5 კვირაა და შედეგიც ყოველი პროცედურის შემდეგ უმჯობესდება. გართულების თავიდან ასარიდებლად, პროცედურის შემდეგ ინიშნება ანტიბიოტიკის შემცველი კრემები.
იშვიათად კანის სითეთრე რამდენიმე კვირა რჩება, თუმცა საბოლოოდ კანი თავის ფერს მაინც იბრუნებს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა საღებავს თავისი ქიმიური შემადგენლობა აქვს, შესაძლებელია გარკვეული ნივთიერება ლაზერმა ვერ დაინახოს ან სვირინგი გააქროს ნაწილობრივად.
“Spectra ცალსახად არის ერთერთი საუკეთესო საშუალება ტატუს მოსაშორებლად.”
Kevin Duplechain, MD, FACS
Laser Skin Care of Louisiana, USA
სამედიცინო ლაზერებამდე სვირინგის მოშორების შემდეგი მეთოდები არსებობდა: კრიოქირურგია, დერმაბრაზია, ამოკვეთა. აღნიშნული მეთოდები მტკივნეულია და ტოვებს ნაწიბურს. ლაზერით მოშორება ნაკლებად ინვაზიური და უსაფრთხო მეთოდია, რომელიც მხოლოდ პიგმენტზე მუშაობს.
აღნიშნული პროცედურა ძალიან ინდივიდუალურია, ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს რომ არის წიწკვნის შეგრძნება, ხოლო მეტად მგრძნობიარე პაციენტებში, ტკივილის გასაყუჩებლად გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზიის კრემებიც კი(მაგ. ლიდოკაინის შემცველი)
პროცედურების რაოდენობა ინდივიდუაურია და დამოკიდებულია ტატუს ზომაზე, ლოკალიზაციაზე, სიღრმესა და ფერზე. პროცედურებს შორის ინტერვალი არის 4-6 კვირა, რათა ორგანიზზმა მოახერხოს დაშლილი პიგმენტის განადგურება.
პროცედურა გრძელდება 10-30 წუთი. ტატუ ყოველი პრცედურის შემგედ ღიავდება.
რა არის აკნე?
აკნე ვულგარის, ან უბრალოდ აკნე – არის კანის დაავადება, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება განსაკუთრებით მოზარდებში. დაავადებას ახასიათებს სხვადასხვა სახის გამონაყარი: თეთრი და შავი კომედონები, პაპულო-პუსტულოზური გამონაყარი (ჩირქოვანი), ანთების შემდგომი ლაქები/პიგმენტაცია და ნაწიბურები.
ხშირ შემთხვევაში დაავადება გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით, სტრესით, ბაქტერიით, ხშირია გენეტიკური წინასწარგანწყობა.
აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურები მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, პაციენტი განიცდის მუდმივ სტრეს და სტიგმას საზოგადოებისაგან.
პოსტაკნე ნაწიბურები
პოსტაკნე ნაწიბურები ხშირად რჩება ვულგარული აკნეს შემდეგ, რისგანაც თავის დაღწევა შესაძლებელია სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურით.
“SpectraPeel არის მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი აკნეს მკურნალობის დროს!“
აკნეს მკურნალობა
აკნეს მკურნალობისათვის გამოიყენება სხვადასხვა დასაბანი საშუალება, ადგილობრივად გამოსაყენებელი სამკურნალო კრემები, დერმაბრაზია, ქიმიური თუ ლაზერული პილინგები, მეზოთერაპია. საინტერესოა აკნეს მკურნალობის თანამედროვე ლაზერული მეთოდები ისეთი, როგორიცაა: დაბალი სიმძლავრის ლაზერი – LLLT (low level light therapy), IPL (intense pulsed light), ფოტო თერაპია. აღნიშნული მეთოდები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ და განისაზღვროს პროცედურების რაოდენობა.
როფორ მუშაობს ლაზერი აკნეს დროს?
Spectra Peel ლაზერი საკმაოდ ეფექტური პროცედურაა აკნეს მკურნალობის დროს, აღსანიშნავია, რომ მისი ეფექტი დიდხანს გრძელდება. პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია აკნეს ფორმაზე. ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და პროცედურათა რაოდენობას შეათანხმებს პაციენტთან. მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, კლინიკური შედეგის შენარჩუნებისათვის ექიმმა უნდა დაგეგმოს შემგომი პროცედურის თანმიმდევრობა – დაახლოებით ერთი პროცედურა ყოველ 2 თვეში.
სისტემა:
რით განსხვავდება Spectra სხვა დანარჩენი ლაზერებისაგან?
სხვა აპარატებისგან გასხვავებით Spectra Peel ლაზერით მკურნალობა უმტკივნეულოა და შედეგი მომენტალური, პროცედურის შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ გარემოს, რადგანაც არ არსებობს გვერდითი ეფექტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურას სჭირდება მცირე დრო.
“SpectraPeel პროცედურის შემდეგ კანქვეშ არსებული კვანძები ზომაში შემცირებას იწყებს. პროცედურა ეფექტურია გაფართოებული ფორების და ცხიმოვანი ბალანსის დარღვევის დროს. ანთების შემდგომი წითელი ლაქები თანდათან უახლოვდება ჯანსაღი კანის ფერს.“
We’ll answer your question within 48 hours