დაიბადა საქართველოში 1947 წელს. სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა ქალაქ ირკუტსკში 1972 წელს. 1974 – 1984 წლებიდან დაკავდა ყბა-სახის ქირურგიით, სპეციალიზაციის შემდგომ კი მისი მოღვაწეობის მთავარ მიმართულებად იქცა პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია ჯერ საქართველოს კლინიკებში, 1993 წლიდან კი – მოსკოვში. ამ პერიოდში მან ჩაატარა 20 ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის, 5 ათასზე მეტი ცხვირის ფორმის დეფორმაციის პლასტიკაში და 7 ათასი აპტოსის მეთოდებით.
გახლავთ IPRAS -ის, რუსეთისა და საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრი. ASPS-ს ამერიკის და საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრი. 2001 წლიდან – საფრანგეთის ესთეტიკურ ქირურგთა ნაციონალური საზოგადოების ღირსეული წევრი, 2005 წლიდან – ამერიკის დერმატო-ქირურგების საზოგადოების წევრი, 2007 წლიდან – იაპონიის ლიპოსაქციის საზოგადოების ღირსეული პრეზიდენტი.
გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეებთან ერთად, გვევლინება აპტოს ძაფებისა და მეთოდების იდეის ავტორად.
გამოაქვეყნა 70 მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 20 – წამყვან საერთაშორისო გამომცემლობებში.