კლინიკის შესახებ

ტოტალ შარმიპლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელს წარმოადგენს. მისი ფილიალები თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, პრაღასა და ვალენსიაში მდებარეობს.

„ტოტალ შარმის“ ყველა კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ესთეტიკური მედიცინის სფეროში უახლესი მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა.

კლინიკის პირველი ფილიალი მოსკოვში 1996 წელს გაიხსნა. პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სფეროში 24 წლიანი სამუშაო გამოცდილებით „ტოტალ შარმმა“ პაციენტებსა და კოლეგებში უმაღლესი პროფესიონალიზმით გამორჩეული კლინიკის სახელი დაიმკვიდრა.

„ტოტალ შარმის“ ექიმები საკუთარი გამოცდილებითა და მუშაობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში, ატარებენ სასწავლო ტრენინგებსა და ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღსანიშნავია კლინიკის ქირურგების ექიმ მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეების მიერ გამოგონილი და მსოფლიო მედიცინაში აღიარებული „აპტოსის“ ძაფებით კანის დაჭიმვის მეთოდი.

საქართველოში, მხოლოდ „ტოტალ შარმის“ კლინიკებშია შესაძლებელი აღნიშნული მეთოდით სახისა და სხეულის კანის გადაჭიმვა მეთოდის ავტორებთან.

გუნდი
გიორგი სულამანიძე
სპეციალისტი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში
მარლენ სულამანიძე
სპეციალისტი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში
ალბინა ქაჯაია
ექიმი დერმატო–კოსმეტოლოგი, ვენეროლოგი. აპტოსის სერტიფიცირებული ტრენერი.
ნინო ნიშნიანიძე
ექიმი დერმატო–კოსმეტოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი
მარიამ წიკლაური
ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი
სოფიკო აზრუმელაშვილი
ექიმი დერმატო-ვენეროლოგი
ტატიანა ფაიქიძე
ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი. აპტოსის სერტიფიცირებული ტრენერი.
კონსტანტინე სულამანიძე
სპეციალისტი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში
მურატ ცინცაძე
სპეციალისტი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში. აპტოსის სერტიფიცირებული ტრენერი.
სოფიო კუპატაძე
ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი
თინათინ თომაძე
ესთეტიკური გინეკოლოგი
ეკა ჩაფიძე
სისხლძარღვთა ქირურგი
ისტორია
2005
პირველი ფილიალი თბილისში

2005 წელს, თბილისში, გაიხსნა კლინიკა "ტოტალ შარმის" პირველი ფილიალი, რომელიც აღჭურვილი იყო თანამედროვე აპარატურით და მომხმარებლებს ქირურგიული და დერმატო-კოსმეტოლოგიური სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობდა.

2013
ფილიალის გახსნა ბათუმში

2013 წელს, ქალაქ ბათუმში, გაიხსნა კლინიკა "ტოტალ შარმის" საქართველოში მეორე ფილიალი.

2017
ესთეტიკური გინეკოლოგია

2017 წლიდან კლინიკა "ტოტალ შარმში" ესთეტიკური გინეკოლოგიის განყოფილება გაიხსნა. ამ მომენტიდან ქალბატონებისთვის ჯანმრთელობის და სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის როგორც ქირურგიული, ასევე მცირეინვაზიური სერვისები არის წარმოდგენილი.

2018
ლაბორატორია

პაციენტის მეტი კომფორტისთვის კლინიკაში ამოქმედდა სრულიად აღჭურვილი ლაბორატორია წინასაოპერაციო გამოკვლევების სრული სპექტრის ჩასატარებლად.

2019
ანგიოქირურგია

სისხლ-ძარღვთა პათოლოგიების პრევენციასა და მკურნალობისთვის ქირურგიის მცირეინვაზიური და ქირურგიული მანიპულაციები ხდება ხელმისაწვდომი.

2020
აპტოს პროცედურები

დღესდღეობით, აპტოს პროცედურები -
კლინიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ მხრივ აღსანიშნავია კლინიკის ქირურგების, ქართველი ექიმების - მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეების მიერ გამოგონილი და მსოფლიო მედიცინაში აღიარებული სხეულის კანის აპტოს ძაფებით დაჭიმვის პროცედურები.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback