მოდუნებული კანი, ნაოჭები, ოვალის დეფორმირება რბილი ქსოვილების პტოზის (მოშვების) გამო – ეს ყველაფერი დაბერების არასასურველი ნიშნებია. კომპანია Aptos უნიკალური მეთოდის შაშუალებით ამ პრობლემების თანამედროვე და უსაფრთხო გადაწყვეტას გთავაზობთ. Aptos ძაფებით სახის და სხეულის მოდელირების ტექნოლოგია დაგიმრუნებთ მიმზიდველობას, დაგეხმარებათ სახისა და სხეულის ნაკლოვანებების, ასევე დაბერების ახლად გაჩენილი და მკაფიოდ გამოხატული ნიშნების მოცილებაში.
Aptos ორი ტიპის ძაფებს გთავაზობთ:
გამწოვი ძაფები დამზადებულია კაპროლაკისგან – სრულიად გამწოვი მასალისგან, რომელიც გამოდის ორგანიზმიდან 360 დღეში. L-რძევმჟავას შემცველობა კოლაგენის გამომუშავების ბუნებრივი პროცესის სტიმულირების გამო ძაფებს დამატებით გამაახალგაზრდავებელ თვისებას სძენს. ამიტომ ლიფტინგის ეფექტთან ერთად შესამჩნევია კანის რელიეფის, ფერის და ტონუსის გაუმჯობესება. გამწოვი ძაფები ეფექტურია ასაკობრივი ცვლილებების, ნაოჭებისა და ნაკეცების დელიკატური კორექციისთვის. პროცედურას დაგვროვებითი ეფექტი გააჩნია, რომელიც 2 წლამდე ნარჩუნდება.
გაუწოვადი ძაფები დამზადებულია პოლიპროპილენისგან და გამოიყენება უფრო ზანგრძლივი შედეგისთვის გამოხატული ასაკობრივი ცვლილებების კორექციისთვის. შედეგი საშუალოდ 5 წლამდე ნარჩუნდება.
ძაფების ტიპი და მეთოდი ექიმის მიერ შეირჩევა წინასწარი კონსულტაციის დროს პაციენტის ასაკის და კანის მდგომარეობის მიხედვით. შედეგის მდგრადობა ყოველთვის დამოკიდებულია პაციენტის ფიზიოლოგიის თავისებურებებზე, ცხოვრების წესზე და რეაბილიტაციის პერიოდში რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა და უმჯობესდება დროთა განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ძაფებით ლიფტინგი მცირეინვაზიურ პროცედურად მიიჩნევა, მისი შედეგი ხშირად არ ჩამორჩება პლასტიკური ოპერაციის შედეგს. უპირატესობა კი იმაშია, რომ რეაბილიტაციის პერიოდი ბევრად მსუბუქია. მეთოდების ავტორებმა იზრუნეს იმაზე, რომ უსაფრთხოება და კომფორტი ხანგრძლივ ეფექტს თან ახლდეს.
როგორ შეიქმნა Aptos ძაფები
მეთოდის გამომგონებელი და შემქმნელი ერთერთი წამყვანი და მსოფლიოში ცნობილი პლასტიკური ქირურგი მარლენ სულამანიძე გახლავთ. იდეის საფუძველშია ძაფი, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენება ქირურგიაში როგორც საკერი მასალაა. ეს ძაფი მოდერნიზირებული და ადაპტირებული იქნა ესთეტიკურ ქირურგიაში და კოსმეტოლოგიაში გამოსაყენებლად.
1996 წლიდან არ დასრულებულა Aptos ძაფების დახვეწის პროცესი, ამის შედეგად ინოვაციური პროდუქტების ხაზები შეიქმნა სხვადასხვა ესთეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად. მრავალფეროვანი პროდუქტის კომბინირების საშუალებით ოპტიმალური გადაწყვეტილების შერჩევა რთულ შემთხვევებშიც შესაძლებელი ხდება.
მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევა კბილანებიანი ძაფების შექმნა გახდა, რაც ძაფის დაყენებისას მის უკეთესად დაფიქსირებას უზრუნველყოფს. ამის შედეგად პროცედურის მაქსიმალური შედეგი მიიღწევა და გამოირიცხება გვერდითი მოვლენების განვითარება.
ძაფებით ლიფტინგის მეტოდი დაპატენტებულია და წარმატებით გამოიყენება 50-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ძაფების და მეთოდების გამოყენება მხოლოდ ავტორიზებულ და სერტიფიცირებულ სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტებს შეუძლიათ.
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ