2 ნოემბერი, 2017 5122 ნახვა

 

ესთეტიკური მედიცინის „ოსკარები“ „ტოტალ შარმელებს“ ერგოთ  

 

ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქალაქში პრესტიჟული კონფერენცია AMEC LIVE – VISAGE იმართება, რომელიც თავს უყრის ესთეტიკური მედიცინის საუკეთესო წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან. სამი დღის განმავლობაში ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები დარგში მიმდინარე სიახლეებს უზიარებენ ერთმანეთს, თანამედროვე მიღწევებს აცნობენ და ასაკთან ბრძოლისა და სილამაზის შენარჩუნების ეფექტიანი მეთოდების დემონსტრირებასაც ახდენენ. კონფერენციას კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი ახლავს _ დაჯილდოების ცერემონია, რომელიც „ოსკარების“ დაჯილდოების ტოლფასია. მას გამორჩეულებს ანიჭებენ. რაოდენ სასიხარულოა, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე კლინიკა „ტოტალ შარმის“ წარმომადგენელთა პროფესიონალიზმი უკვე მეორედ აღიარეს.

 

მონაკოში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს სახელმა ორგზის გაიჟღერა: 2017 წლის მთავარი პრიზი ესთეტიკურ ქირურგიაში კომპანია Aptos-ის (რომლის ძირითადი ოფისი საქართველოში მდებარეობს და ნაწილობრივ ძაფებიც აქ იწარმოება) გადასაჭიმ ძაფებს ერგო _ ზედიზედ მეორედ; ნომინაციის _ „საუკეთესო კლინიკური ქეისი ცხვირის კორექციის მიმართულებით“ გამარჯვებული კი კლინიკა „ტოტალ შარმის“ დერმატოკოსმეტოლოგიური კაბინეტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო კლასის მწვრთნელი ალბინა ქაჯაია გახდა.

 

„ყველაზე მეტად მეამაყება, როდესად ჩემი გვარის ქვეშ ვკითხულობ წარწერას _ „საქართველო“. მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს. დანარჩენი მსოფლიოსთვის ქართველები, ძირითადად, ცეკვასა და სიმღერასთან ასოცირდებიან, თუმცა ბოლო დროს სხვა სფეროებიც გააქტიურდა, განსაკუთრებით კინო და მოდის ინდუსტრია. მსოფლიომ არაერთი საინტერესო ქართველი ხელოვანი გაიცნო. ნელ-ნელა ამ ყველაფერს ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენლებიც ვუერთდებით, რაც მონაკოს პრესტიჟული დაჯილდოების შედეგებმაც დაადასტურა. Aptos-ის ძაფები უკვე მეორედ აღიარეს მსოფლიოში საუკეთესოდ. მიხარია, რომ არაქირურგიული მიმართულებით მომუშავე ექიმ-კოსმეტოლოგთა შორის კომპეტენტურმა ჟიურიმ მე გამომარჩია“.

 

 

ცოტა ხნის წინ ალბინა ქაჯაიამ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, Allergan-ის (juviderm-ისა და botox-ის მწარმოებელი) ოფიციალური წარმომადგენელი და მრჩეველი გახდა. ამ საპატიო ტიტულის მფლობელი საქართველოში მხოლოდ ის არის: „ჩვენთვის, ექიმ-კოსმეტოლოგებისთვის, ეს თვითდამკვიდრების საუკეთესო საშუალებაა, ერთგვარი პროფესიული მწვერვალი, თუმცა სიურპრიზს ვერ დავარქმევ. Allergan-ის მწვრთნელობისკენ შვიდი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. ეს არ ყოფილა ლანგრით მორთმეული წარმატება, არამედ ხანგრძლივი და სკრუპულოზური შრომის შედეგია“,  ამბობს ის.

ეს სტატუსი ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაში ეხმარება. ალბინა ქაჯაია უამრავი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და სპიკერია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გარკვეული ეტაპი რუსეთში გაატარა, მისი სახელი ყოველთვის საქართველოს უკავშირდება. გამუდმებით აპროტესტებს, როდესაც რუს ექიმად მოიხსენიებენ. ცოტა ხნის წინ ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზტორებს ამის გამო პროგრამაც კი შეაცვლევინა.

პროფესიული ასპარეზი მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ამით ცხოვრობს და სუნთქავს. დღეს, როცა მთელი მსოფლიო გადასულია საკუთარი საქმიანობის ინტერნეტით პოპულარიზაციაზე, მის ინსტაგრამის გვერდზე ერთი პაციენტის ფოტოსაც ვერ ნახავთ. ის კარგად აცნობიერებს კონფიდენციალობის მნიშვნელობას, მით უფრო, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუმცა ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერია, როდესაც იმავე „ინსტაგრამზე“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კეთილი სურვილებით სავსე წერილები ხვდება, უმეტესად მადლიერი პაციენტებისგან. ღირს ამისთვის შრომა და თავდადება, ამასთან, მშვენიერი სტიმულია განვითარებისა და ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის, რაზეც ალბინა ქაჯაია „ტოტალ შარმის“ გუნდთან ერთად მუდმივად ზრუნავს. გვჯერა, რომ ამ გუნდის წარმომადგენლებს წინ არაერთი „ოსკარი“ ელოდება.

 

სალომე ყანჩელი

 

 

 

 

 

 

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback