17 თებერვალი, 2019 8404 ნახვა

ბევრჯერ მიგვიღია წერილები და კომენტარები მამაკაცებისგან, რომ მათ მოვლას არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას. ამიტომ იმის დასამტკიცებლად, რომ თქვენც გვახსოვხართ, დღეს გვინდა გამოვასწოროთ ეს შეცდომა. ძვირფასო მამაკაცებო, ეს სტატია თქვენთვის არის!

„რისთვის სჭირდება მამაკაცის კანს მოვლა?“ – შეიძლება იკითხოს ზოგიერთმა.
პირველ რიგში, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი მოვლის მთავარი მიზანია ჰიგიენა. მაგრამ რადგან მამაკაცის კანი განსხვავდება ქალისგან, მას მოვლაც შესაბამისი სჭირდება.

და რაშია ეს განსხვავება?
კაცის კანი უფრო სქელი და უხეშია. მამაკაცის კანის დაბერების ტიპი სრულიად განსხვავებულია. ცხადია, რომ არსებობს სხვადასხვა ფაქტორი: გენეტიკა, ცხოვრების წესი და პირობები, სამუშაო პირობები.

◾ განსხვავებული ჰორმონალური ფონი.
◾ სხვანაირი მეტაბოლიზმი აქვთ და უფრო მარტივად იკლებენ წონაში.
◾ არ გამოიყენებენ დეკორატიულ კოსმეტიკას.
◾ ზოგადად ნაკლებად ემოციურები არიან.

ეს ყოველივე პირდაპირ უკავშირდება კანის მდგომარეობას. თუ შევხედავთ ერთნაირ პირობებში ნაცხოვრებ ერთი ასაკის მამაკაცს და ქალს, მეტი შანსია, რომ კაცი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს იქნება.

ქალის და კაცის მოვლის საშუალებებს შორის მთავარი განსხვავებაა ის, რომ კაცების მოვლის ხაზებში ნაკლები პროდუქტია. როგორც წესი ეს არის:

◾ მრავალ ფუნქციური დასაბანი საშუალება, რომელიც სკრაბის და ნიღბის მაგივრობასაც უწევს, ზოგჯერ საპარსი
◾ საშუალების ფუნქციასაც ითავსებს.
◾ ბალზამი პარსვის შემდეგ
◾ დამატენიანებელი კრემი
◾ თვალის ქუთუთოების მოვლა გამაგრილებელია ეფექტით
◾ შაპმუნი-დასაბანი გელი
◾ დეზოდორანტი

სხვათა შორის ქალის მოვლის პროდუქტების უმრავლესობა მამაკაცებსაც უხდება. არ აქვს მნიშვნელობა რა აწერია პროდუქტს, მთავარია კანის ტიპის და მდგომარეობის შესაფერისი შემადგენლობა.

3 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა მამაკაცის კანის მოვლაში:

1️⃣  ერთი საპნის გამოყენება ყველაფრისთვის. სახის კანი ყველაზე ნაზია და მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სხეულის და სახის კანის ერთი საშუალებით დაბანა კარგი აზრი არ არის. შეარჩიეთ უფრო ნაზი შემადგენლობის დასაბანი საშუალება.
2️⃣ არასწორი საპარსი საშუალების შერჩევა. სინამდვილეში ჰაერის ბუშტუკები, რომელსაც ვუწოდებთ ქაფს, თითქმის არაფერს არ შვება კანის გაღიზიანებისგან დასაცავად. შეცვალეთ ქაფი საპარს ლოსიონზე ან გელზე და შეამჩნევთ მკვეთრ ცვლილებას კანის მდგომარეობაში – ნაკლები სიწითლე, ჩაზრდილი თმა და მინიმალური გაღიზიანება და ქავილი. ყოველთვის დაასრულებ გაპარსვა უალკოჰოლო პარსვის შემდგომი საშუალებით.
3️⃣ SPF კრემები მხოლოდ რუჯის მოყვარული ქალებისთვის არის. კანის სიმშრალეს ბევრი ფაქტორი იწვევს და მზე ყველაზე დამაზიანებელია მათ შორის. ამიტომ ყოველთვის გამოიყენეთ მზის დამცავი. გახადეთ იგი ყოველდღიური მოვლის ნაწილი დამატენიანებელი კრემის შემდეგ. ან შეარჩიეთ დამატენიანებელი SPF ფაქტორით.

ქალბატონებო, როგორ უვლიან კანს თქვენი მამაკაცები? ან თუ არიან მამაკაცები, რომლებიც გაგვიზიარებენ თავისი მოვლის ეტაპებს და საშუალებებს?

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback