28 მარტი, 2019 7371 ნახვა

როგორია წყლის იდეალური ტემპერატურა სახის დასაბანად?

რატომ არა ცხელი? ?

პირველ რიგში ცხელი წყალი არ ხსნის ფორებს მათი უკეთესი გასუფთავებისთვის. ფორებს არ გააჩნია თავისუფlad გაფართოვების და შეკუმშვის უნარი. სამაგიეროდ ცხელი წყალის გამო ფართოვდება ზედაპირული კაპილარები, რაც ხშირი განმეორების შემთხვევაში კაპილარების დაზიანებას და კანზე პერმანენტულ ლოკალურ გაწითლებას იწვევს.

ამასთან ერთად ცხელი წყალი პორებში ცხიმს “ადნობს”, რაც კანს მის ბუნებრივ ტენიანობას ართმევს და მას მშრალს, დაჭიმულს და გაღიზიანებულს ხდის.

რატომ არა ცივი? ❄️

ცივი წყალი უბრალოდ ნაკლებად ეფექტურია ჭუჭყის, ცხიმის, მაკიაჟის და დასაბანი საშუალების მოსაცილებლად. ამის შედეგად არსებობს ფორების დაბინძურების საშიშროება და ყველა ის უსიამოვნება, რაც მას მოყვება. მაგრამ ცივი წყლის მსუბუქი გადავლება აწყნარებს ლოკალურ ანთებით პროცესებს, თუმცა არ “ხურავს” ფორებს.

რატომ არის ნელთბილი წყალი საუკეთესო? ?

თქვენ ღებულობთ თბილი წყალის გამწმენდ უპირატესობას კანის ზედმეტად გამოშრობის და დაზიანების გარეშე. ასეთი ტემპერატურის წყალში კარგად იხსნება გამწმენდი საშუალება და ნელთბილი წყალი ჩამორეცხავს მის ნარჩენებს.

ბონუს რჩევა⚠️

თუ მიჩვეული ხართ შხაპის დროს სახის დაბანას, გირჩევთ სახე ბოლოს დაიბანოთ სწორედ ნელთბილი წყალით. ყველა ეს რჩევა გასათვალისწინებელია თავის დაბანისასაც. გსურთ მოვამზადოთ პოსტი თავის თმიანი ნაწილის შესახებ?

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback