31 იანვარი, 2019 28826 ნახვა

სახის მოვლაში 9 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა

1️⃣მაკიაჟით დაწოლა და სახის დაბანა/გაწმენდა მხოლოდ დილით იგივენაირად არასწორია, როგორც მაკიაჟის მოშორება ძილის წინ და დილით სახის გაწმენდის პროცედურის გამოტოვება. კანი უნდა გასუფთავდეს დღეში ორჯერ დილით და საღამოს (ქაფით/რძით/დასაბანი გელით)
2️⃣მოვლაში ლოსიონის/ტონიკის გამოტოვება. ბევრი ადამიანი ვერ ხედავს ამ საშუალების გამოყენების აზრს. და სხვათა შორის ეს მოვლის აუცილებელი პროდუქტია. ლოსიონი ასწორებს კანის PH-ბალანსს, დასაბანი საშუალებების და წყლის ზემოქმედებას ანეიტრალებს. ტონიკი უნდა გამოვიყენოთ წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ (გაწმენდის შემდეგ, პილინგის წინ, პილინგის შემდეგ, ნიღბის წინ, ნიღბის შემდეგ და ა.შ.)
3️⃣კრემის გამოყენება მხოლოდ საჭიროების მიხედვით. ხშირად კრემს გამოიყენებთ მხოლოდ მაშინ, როცა კანი “ითხოვს”, დისკომფორტს და დაჭიმულობას გრძნობთ. და თუ კანი “თავს კარგად გრძნობს” – რათ უნდა მას კრემი? ან რათ უნდა დატენიანება ცხიმიან კრემს, მითუმეტეს ზაფხულში?
ეს არასწორია! კრემით ჩვენ არა მხოლოდ ვატენიანებთ და ვკვებავთ კანს, არამედ ვიცავთ მას გარემოს მავნე ზეგავლენისგან, მზის სხივებისგან, ქარისგან და სიცივისგან. თუ კი კანი “მწყურვალედ ითხოვს” ან არ ღებულობს კრემს, ეს ნიშნავს, რომ სრული მოვლა არასწორად არის შერჩეული.
4️⃣სახის და თვალების გარშემო კანისთვის ერთი და იგივე საშუალების გაოყენება. ეს ის შემთხვევაა, როცა საქმე მხოლოდ მარკეტინგულ ხრიკებშია. კანი თვალების გარშემო ბევრად თხელი და უფრო დელიკატურ მოვლას საჭიროებს. ქუთუთოების კრემები განსხვავდება შემადგენლობით, რომელიც შესაფერისია სწორედ ამ მონაკვეთისთვის.
5️⃣თვალების გარშემო ზონისთვის განკუთვნილი კრემის მოძრავ ქუთუთოზე დატანება. ქუთუთოების შეშუპების თავიდან ასაცილებლად თვალის კრემი მხოლოდ ძვლოვან კიდეზე არამოძრავ ქუთუთოზე შეიძლება.
6️⃣კანის ყოველდღიური ან ხშირი სკრაბირება და აქერცვლა. ამით შესაძლებელია კანის ჰიპერმგრძნობელობის პროვოცირება. პრობლემური კანისთვის კი სკრაბები კატეგორიულად აკრძალულია. კანის პილინგის ან სკრაბის გამოყენება მაქსიმუმ კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული.
7️⃣სახის ნიღბების კოველდღიური გამოყენება – ძალიან გავრცელებული შეცდომაა. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ასე კანს ეხმარებიან, როცა სინამდვილეში პირიქით წურავენ მის რესურსებს. ნიღბებს ვიკეთებთ მაქსიმუმ კვირაში 1-2ჯერ
8️⃣შრატების გამოყენება კრემების ნაცვლად. შრატი/სერუმი/ესენცია არ არის კრემის ანალოგი თუ ალტერნატივა, ეს ცალკე მოვლის საშუალებაა, აქტიური კონცენტრატია, რომელიც კანზე დაიტანება კრემის წინ. იგი აქტიურად ებრძვის ვიწრო სპექტრის პრობლემებს.
9️⃣ერთი და იგივე კრემის გამოყენება ყველა სეზონზე. თქვენ იპოვეთ იდეალური კრემი, შეიყვარეთ იგი და ისმევთ სახეზე ყოველდღე მთელი წლის განმავლობაში. ეს სწორია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მთელი წელი უცვლელი კლიმატია. თუ კი ზამთარში ცივა და ზაფხულში ცხელა, მოვლაც შესაბამისად უნდა შეიცვალოს.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback