ვარიკოზული ვენები წარმოადგენენ ზომაში გაზრდილ, რელიეფურ, დაგრეხილ სისხლძარღვებს, როგორც წესი ქვედა კიდურებზე, რაც იწვევს ტკივილს, ქავილს, სიმძიმეს და შეშუპებას ფეხებში და სხვა ტიპის დისკომფორტს. ასევე ვარიკოზული ვენები ესთეტიკურ პრობლემასაც წარმოადგენს. სწორედ ამ შემთხვევებში შეგიძლიათ მიმართოთ ინექციურ სკლეროთერაპიას.
სკლეროთერაპია – არის სხვადასხვა ფორმის ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, დაზიანებულ სისხლძარღვში შეყავთ სპეციალური გამაღიზიანებელი ნივთიერება-სკლეროზანტი, რაც გარკვეული პირობების დაცვის შემდეგ ხელს უწყობს ვენის სრულად გაქრობას. შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა, ინექციის ადგილი გადაიხვევა ელასტიური სახვევით. პროცედურის შემდეგ შეიძლება შეინიშნებოდეს პიგმენტაცია, რომელიც სრულად ალაგდება 2 კვირამდე ვადაში.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
პროცედურის შესრულებისთვის გამოიყენება მცირე დიამეტრის ნემსი ან მინიკათეტერი. თანამედროვე სკლეროზანტები სრულიად უსაფრთხოა. სკლეროთერაპია შესანიშნავ სამკურნალო და კოსმეთიკურ შედეგს იძლევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან რიგ შემთხვევაში სამუდამოდ.
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ