Rf ლიფტინგი.
ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენური ბოჭკოები იფიტება, რის შედეგაც კანის ტონუსი დუნდება. რადიოტალღური ლიფტინგის მეშვეობით ხდება ბოჭკოების სტიმულაცია და კოლაგენის გამომუშავების აღდგენა.
პროცედურა საშუალებას გაძლევთ გაიახალგაზრდავოთ კანი უოპერაციო მეთოდით და ამასთანავე ხანგრძლივი ეფექტით.
კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით. რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზე, რის შედეგადაც ხდება კოლაგენის სინთეზის გააქტიურება და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვნად შემცირება. ასეთ დროს, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოები იჭიმება, რის შედეგადაც იმატებს კანის ტონუსი, რაც მას ხდის უფრო მკვრივს და ელასტიურს.
Rf ლიფტინგის პროცედურის ჩატარება მიზანშეწონილია შემდეგი ჩვენებების დროს:
სახე:
კანის მოდუნება
კანის ქსოვილების პტოზი
ნაოჭები თვალების ირგვლივ
ღრმა მიმიკური ნაოჭები
სხეული:
ცხიმის განლაგება პრობლემურ ზონებში
ცელულიტი
სტრიები
კანის ელასტიურობის დარღვევა.
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ