სპეციალისტები
გიორგი სულამანიძე
სპეციალისტი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში

დაიბადა საქართველოში 1979 წელს. 2002 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2004 წელს დაამთავრა კლინიკური ორდინატურა, 2007 წელს კი – კლინიკური ასპირანტურა რუსეთის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის  (RSSC) პლასტიკური და რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის განყოფილებაში. 2008 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – “თანამედროვე ლიპოსაქციის მეთოდები”.

გახლავთ რუსეთისა და საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრი. 2001 წლიდან – იაპონიის ლიპოსაქციის საზოგადოების ღირსეული წევრი. 2003 წლიდან – საფრანგეთის ესთეტიკური ქირურგების საზოგადოების, ხოლო 2005 წლიდან – ამერიკის დერმატო-ქირურგების საზოგადოების წევრი. 2017 წელს IMCAS აკადემიის საპატიო წარმომადგენელი გახდა. გამოაქვეყნა 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 20 – წამყვან საერთაშორისო გამომცემლობებში.  2008 წელს, რუსეთში გაიმარჯვა ნომინაციაში „ოქროს ლანცეტი“ და გახდა წლის საუკეთესო პლასტიკური ქირურგი.

პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის თემატიკასთან დაკავშირებით მუდმივად გამოდის მოხსენებებით სხვადასხვა ქალაქების კონგრესებზე და კონფერენციებზე: ბრიუსელი, ლონდონი (1999წ.), ლისაბონი, ვაშინგტონი (2000წ.), ბომბეი, პარიზი, ბარსელონა (2001წ.), ვენა, ფრანკფურტი, ბუქარესტი, ლოს-ანჯელესი, შანხაი (2002წ.), პარიზი, სან-ფრანცისკო, სიდნეი, სინგაპური, ტოკიო, სეული (2003წ.), ორლეანი, სფრინგსი, მანილა, სინგაპური, პრაღა, ვენა, ბეირუთი, მადელინი …(2004წ.), ატლანტა, ანაქეიმი, პარიზი, დუბაი, სეული, ბანგკოკი, კუალა ლუმპური, ჰონკონგი, ჯაკარტა…(2005წ.), ორლანდო, პარიზი, ბრიუსელი, ლისაბონი, ჯაკარტა, კაირო…(2006წ.), პარიზი, კემბრიჯი, მონაკო (2007წ.), პარიზი, ფლორენცია (2008), პარიზი, ვენა, მონაკო, ფრანკფურტი, ფლორენცია (2009), პარიზი, ვენა, მონაკო, ვენა, სანფრანცისკო, მილანი (2010), პარიზი, მონტე კარლო, ბარსელონა (2016), პარიზი, მონტე კარლო, ლონდონი (2017)

მუდმივად იწვევენ სასწავლო კურსების, სემინარებისა და საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში: ლისაბონში, პარიზში, მადრიდში, ბარსელონაში, დარმშტადტში, პალმ სფრინგსში, კარაკასში, მედელინში, შენცენში, ლინცში, ინსბრუკში, ნეაპოლში, რომში, მილანში, დუბაიში, ბეირუთში, ტოკიოში, სეულში, პარიზში.

ექიმ მარლენ და კონსტანტინე სულამანიძეებთან ერთად, გვევლინება აპტოს ძაფებისა და მეთოდების იდეის ავტორად.

არის 16 პატენტისა და პრიორიტეტის მფლობელი პლასტიკური ქირურგიის აღჭურვილობის შექმნაზე, აქედან 8 – საერთაშორისოა. მათ შორის APTOS ძაფებზე, მავთულის სკალპელზე, ახალ იმპლანტზე ესთეტიკური ოპერაციებისათვის, სამკურნალო ბიუსჰალტერზე, მამოპლასტიკისა და დერმოთენზიის მეთოდზე… შეიმუშავა მრავალი ახალი ორიგინალური ოპერაციის მეთოდი.

გამოცდილება
2003
2005
2008
2017
საფრანგეთის ესთეტიკური ქირურგების საზოგადოების საპატიო წევრი
ამერიკის დერმატო-ქირურგების საზოგადოების წევრი.
რუსეთში გაიმარჯვა ნომინაციაში „ოქროს ლანცეტი“ და გახდა წლის საუკეთესო პლასტიკური ქირურგი.
IMCAS აკადემიის საპატიო წარმომადგენელი გახდა.
კითხვის დასმა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback