ბოტულინოტოქსინის ინექციები ჭარბოფლიანობის მკურნალობის ერთერთი მეთოდია. ბოტულინოტოქსინი ნერვის იმპულსების გატარებას დროებით არღვევს, რითაც აფერხებს საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის გამოყოფას. პრეპარატი პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს საოფლე ჯირკვლებზე და მათ სტრუქტურაზე, პრეპარატის მოქმედების გასვლის შემდეგ ნერვის სიგნალის მიწოდება აღდგება და ჯირკვლები ისევ აქტიური ხდებიან. ინექციის მიკროდოზები ტარდება უშუალოდ კორექციის არეში. პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
ჭარბოფლიანობა…
პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, არ საჭიროებს გამაყუჩებელი კრემის გამოყენებას. ხანგრძლივობა 30 წუთი. შედეგი სახეზე 4-6 თვემდე ნარჩუნდება, სხეულზე 1 წლამდე.
სტატიები ბლოგში:
▶ ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) მკურნალობა
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ