14 აგვისტო, 2019 44165 ნახვა

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ზაფხულის პერიოდში კანის დაცვაზე, მზის დამწვრობის შედეგებთან ბრძოლის შესახებ რჩევები ყოველთვის აქტუალურია.

სიწითლე

თუ რუჯი – კანის დაზიანებაა, მზისგან დამწვრობა კიდევ უფრო ძლიერი ზიანია. სიწითლე და წვის შეგრძნება, რომელიც დამწვრობას ახასიათებს, არის ამ მონაკვეთში გაძლიერებული სისხლის მიმოქცევის შედეგი. ასე ლეიკოციტების დახმარებით თქვენი ორგანიზმი კურნავს კანს

აქერცვლა

კანის აქერცვლა დამწვრობიდან რამოდენიმე დღეში იწყება, ეს ორგანიზმის ფუნქცია მიმართულია დაზიანებული კანის მოცილებაზე. შეიძლება ეს პროცესი არასასიამოვნო და მოსაბეზრებელია, მაგრამ ასე თქვენი ორგანიზმი გიცავთ პოტენციურად კანცეროგენური უჯრედებისგან

როგორ ვუმკურნალოთ მზისგან დამწვრობას?

სახლის პირობებში მკურნალობის რეცეპტების და ბებიების მეთოდების, როგორებიცაა კარაქში ან სოდაში “ბანაობა”, არ არის მიმართული პრობლემის მოგვარებაზე და ხშირად უარეს შედეგამდე მიგიყვანთ. საუკეთესო და დერმატოლოგების მიერ რეკომენდირებული მეთოდები არის ისინი, რომლებიც ხელს უწყობენ კანის გაგრილებას, რაც ამცირებს გაძლიერებულ სისხლის მიმოქცევას და ანთებას

✔️ დამწვრობის მიდამოში დღეში რამოდენიმეჯერ ცივი საფენები გამოიყენეთ
✔️ გრილი შხაპი მიიღეთ
✔️ დამწვრობაზე მაცივარში გაგრილებული ნატურალური ან სუფთა ალოე ვერას გელი დაიტანეთ
✔️ მიირთვით მეტი წყალი – დამწვრობა ორგანიზმიდან სითხეს დაზიანებული მონაკვეთის ზედაპირისკენ იზიდავს, რაც ორგანიზმის გაუწყლოვანებას იწვევს.
✔️ გამოიყენეთ მაცივარში გაგრილებული წყლის ან ალოე ვერას საფუძველზე დამატენიანებელი კრემი რათა შეაკავოთ სითხე კანში და არ მოხდეს დამწვარი მონაკვეთის გამოშრობა

❌ არ გამოიყენოთ არანაირი ნავთობპროდუქტების შემცველი სასუალება, რომელიც შეაკავებს სითბოს – ლოსიონები, ბალზამები და ზეთები
❌ არ გამოიყენოთ ისეთი დამწვრობის შემდგომი საშუალება, რომელიც შეიცავს გამაყუჩებელ აგენტებს (მაგ. ბენზოკაინს), მათ ალერგიული რექციის და გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიონ
❌ დარწმუნდით რომ ალოე ვერას გელი ან სხვა კრემი არ შეიცავს სპირტს, საღებავებს, არომატიზატორებს, ფორმალდეგიდს.

გაუფრთხილდით კანს და დაიცავით მზეზე ყოფნის უსაფროების წესები და მსუბუქი დამწვრობების შემთხვევაში მიმართეთ დერმატოლოგს

 

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback