შემოდგომა საქართველოში ყოველ დღე განსხვავებულია. დილით მზე, მერე წვიმა, ისევ მზე და არავის გაუკვირდება, ოქტომბერში სეტყვა და თოვლი რომ წამოვიდეს. ამიტომ პირველი რჩევა საშემოდგომო მოვლის შერჩევისთვის – გაიხედეთ ფანჯარაში და გადაამოწმეთ – დღეს ჯერ ზაფხულია თუ უკვე ზამთარი?
ასე რომ საშემოდგომო პერიოდს პირობითად ორად ვყოფთ:
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოვლის საბაზისო წესები უცვლელია ნებისმიერ სეზონზე. გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ რომელი პროცედურები საჭიროა ჩაიტაროთ ყოველდღიურად, რომელი ყოველკვირეულად და ამისთვის რომელი პროდუქტები და რა თანმიმდევრობით არის საჭირო.
ეტაპი 1: დემაკიაჟი
რას გამოვიყენებთ?
მნიშვნელოვანია!
ეტაპი 2: დაბანა
რას გამოვიყენებთ?
რისთვის არის საჭირო?
სახე დილიდან კანის ცხიმისგანს საჭიროებს გასუფთავებას, საღამოს – ცხიმისგან + კოსმეტიკის და გარემოსგან დაბინძურებებისგან.
როდის გამოვიყენოთ?
მნიშვნელოვანია!
ეტაპი 3: ტონიზირება
რას გამოვიყენებთ?
სამივე სინამდვილეში ერთი და იგივე საშუალებაა სხვადასხვა მარკეტინგული დასახელებით!
ბევრი ადამიანი შესაბამისად არ აფასებს ლოსიონის მნიშვნელობას და უგულებელჰყოფენ მას! სწორი მოვლის დაწყება თუ გსურთ, დაიწყეთ სწორედ დასაბანის და ტონიკის კომბინაციის შერჩევით. სწორედ ეს წყვილი პრობლემების 90% წყვეტს!
რისთვის არის საჭირო?
როდის გამოვიყენოთ?
მნიშვნელოვანია!
ეტაპი 4: ქუთუთოების კრემი
ქუთუტოების კრემი აუცილებელია!
ქუთუტოების და სახის კრემი უნდა განსხვავდებოდეს!
რისთვის არის საჭირო?
თვალების გარშემო კანი უფრო თხელი, მშრალი და მგრძნობიარეა, მას გამორჩეული დელიკატური მოვლა შესაბამისი შემადგენლობის საშუალებით ესაჭიროება.
როდის და როგორ გამოვიყენოთ?
ვის სჭირდება?
აბსოლუტურად ყველას 25 წლის შემდეგ, რადგან სწორედ თვალების გარშემო ჩნდება პირველი ნაოჭები, სიმუქე და შეშუპება.
მნიშვნელოვანია!
არ დაგავიწყდეთ თვალების გარშემო არეს მზისგან დაცვა!
მზის სათვალე უნდა გეკეთოთ ზაფხულში და ნებისმიერ სეზონზე მზიან ამინდში!
ეტაპი 5: შრატი
შრატი არ არის ყოველდღიური მოვლის აუცილებელი პროდუქტი, მაგრამ რეკომენდირებულია, რადგან დაგეხმარებათ სწრაფი შედეგის მიღწევაში. შრატი არის კანისთვის სასარგებლო ნივთიერებების აქტიური კონცენტრატი.
რისთვის არის საჭირო?
შრატი ვიწრო მიმართულების კონკრეტულ პრობლემებს წყვეტს, მაგალითად:
ამის გამო თქვენს თაროზე შრატი ყველაზე ძვირიანი საშუალება შეიძლება იყოს!
როდის და როგორ გამოვიყენოთ?
შრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ, შეგიძლიათ – არა, მაგრამ კრემი შრატის შემდეგ აუცილებელია! მის გარეშე შრატი კანის ზედპაირიდან უფრო ადრე აორთქლდება ვიდრე შეიწოვება.
ეტაპი 6: სახის კრემი
სახის კრემი ჩვენი კანის დაცვაა/ ამიტომ მას აუცილებლად ყოველდღიურად გამოვიყენებთ!
როგორ შევარჩიოთ?
გაითვალისწინეთ:
როდის გამოვიყენოთ?
ვის სჭირდება?
აბსოლუტურად ყველას 18-20 წლიდან!
ამ ასაკამდე ორგანიზმი თავისით შეძლებს დაცვას ნაადრევი დაბერების ნიშნებისგან. გამონაკლისია – ძლიერი ყინვა ან აქტიური მზე. ასეთ შემთხვევებში კრემი ბავშვებსაც სჭირდებათ!
ყოველკვირეული მოვლა
პილინგი
პილინგი არის კანის ღრმა აქერცვლა და კანის მომზადება მოვლის პროდუქტების სასრგებლო კომპონენტების უკეთესი ათვისებისთვის. პილინგის შემდეგ რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება, რადგან ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მის ეფექტურობას.
როგორი პილინგები არსებობს?
როდის გამოვიყენოთ?
მნიშვნელოვანია!
არ გამოიყენოთ სახეზე ნატურალური სკრაბები (დაფქული ყავის მარცვლები, გარგარის კურკა) და “კლარისონიკის” ტიპის ჯაგრისები და ამქერცლავი სპონჯების ნაირსახეობა.
რატომ? ამის შესახებ ხშირად ვწერთ და აქაც მოკლედ გავიმეორებთ, რომ ასეთი მექანიკური კანის დაზიანება მას მგრძნობიარეს ხდის, აღიზიანებს და გამონაყარის პროვოცირებას ახდენს. პრობლემური კანის შემთხვევაში კი ჯაგრისმა თუ სპონჟმა ჩირქიანი გამონაყარის მიკრობები შეიძლება ჯანსაღ ქსოვილებზე გადაიტანოს და გაამძაფროს ის სიტუაცია, რომლის გამოსწორებას ცდილობთ.
ნიღაბი
როდის და როგორ გამოვიყენოთ?
არც მეტი, არც ნაკლები – კვირაში ორჯერ. დღეები ისე შეარციტ, რომ მათ შრის დაახლოებით ერტნაირი დაშორება იყოს (მაგალითად სამშაბათი და პარასკევი ან ოთხშაბათი და შაბათი)
როგორ შევარჩიოთ ნიღაბი?
ნიღაბი აარჩიეთ დანიშნულების მიხედვით:
მთავარია გახსოვდეთ, რომ შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანი ერკვეოდეს ყველა ქიმიურ ნივთიერებაში და მათი კომბინირების წესებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრმად უნდა ენდოთ წარწერას ფლაკონზე და ელოდოთ რეკლამის მიერ დაპირებულ საოცარ შედეგს. პასუხისმგებლიანად მოეკიდეთ იმ პროდუქტების შერჩევას, რომელსაც თქვენს კანზე გამოიყენებთ და დაიხმარეთ კოსმეტოლოგი ან დერმატოლოგი. ეს რჩევა განსაკუთრებით მათთვის არის, ვისაც გამონაყარი, აკნე, როზაცეა და კანის სხვა დაავადებები აწუხებს. დიახ ეს დაავადებებია და მათი მკურნალობისთვის ექიმი არის საჭირო!
კოსმეტოლოგიური კონსულტაცია კლინიკა “ტოტალ შარმში” უფასოა! დერმატოლოგიური – 50 ლარი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ