19 მარტი, 2020 8139 ნახვა

თუ არსებობსმსოფლიო კოსმეტოლოგიაში საშუალება, რომელიც კანის რადიკალურ გაახალგაზრდავებას ახდენდეს და ამავდროულად გამორიცხავდეს:

  • ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას
  • აქრესიულ ქიმიურ, შუქურ და მექანიკურ ზემოქმედებას კანის ზედაპირზე
  • ხანგრძლივ რეაბილიტაცია
  • ტრავმის, ალერგიის და ინფიცირების ნებისმიერ, თუნდაც თეორიულ რისკს

ჩვენ თამამად ვაცხადებთ, რომ არსებობს!

ეს არის MeaPlasma – სპეციალურად შემუშავებული ინექციური მეთოდი სახის ოვალის და პრობლემური კანის კორექციისთვის.

მეთოდის მოქმედება

მეთოდის საფუძველშია პაციენტის სპეციალური ვაკუუმური სინჯარის საშუალებით აღებული და ცენტრიფუგაში დამუშავებული სისხლიდან გამოყოფილი პლაზმა. ცენტრიფუგირება სისხლიდან არა მხოლოდ ზედმეტი ელემენტების მოშორებას, არამედ – რაც მთავარია – თრომბოციტების მაღალ კონცენტრაცია უზრუნველჰყოფს.

როგორც ცნობილია, თრომბოციტები დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში საკვანძო როლს თამაშობენ. თუმცა მათი ნორმალური რაოდენობა მკვეთრი რეგენერაციის ეფექტისთვის საკმარისი არ არის.

ტრომბოციტული მასის კონცენტრაციის გაზრდისთვის, გასუფთავებულ პლაზმას ცენტრიფუგაში ამუშავებენ. ასეთი გზით აუტოპლაზმა მიიღება, რომელიც შემდეგ ინექციის საშუალებით შეყავთ კანში იმ მიდამოებში, რომელიც საჭიროებს კორექციას.

მეთოდის სიმარტივე

  • გამდიდრებული პლაზმის მისაღებად პაციენტის პერიფერიული სისხლის მხოლოდ 20-50 მლ არის საჭირო
  • ცენტრიფუგაში დამუშავება დაახლოებით 20 წუთი გრძელდება
  • მიღებული პაციენტი დაუყოვნებლივ შეყავთ პაციენტის კანში
  • ინექცია არ საჭიროებს დამატებით ანესთეზიას
  • მკურნალობის კურსი 5-6 პროცედურისგან შედგება, ხოლო შედეგი ერთ წლამდე ნარჩუნდება

შეყვანილი პრეპარატის ზემოქმედება არა მხოლოდ კანის გარეგან გაუმჯობესებაში გამოიხატება. პრეპარატის შემადგენლობაში პაციენტის საკუთარი ცილების, ვიტამინებისა და ჰორმონების შეყვანის საშუალებით კანში ყველა შინაგანი გაახალგაზრდავების პროცესები განახლდება.

შედეგი

  • ქსოვილების “სუნთქვის” გაუმჯობესება
  • ახალი უჯრედების, კოლაგენის, ელასტინისა და უჯრედშორისი სითხით გამომუშავების პროცესის აჩქარება, რაც კანის სიმკვრივეს და გლუვ ტექსტურას უზრუნველჰყოფს
  • ჰიდრობალანსის ნორმალიზება
  • რელიეფის და ფერის გათანაბრება

MeaPlasma-ს მეთოდით პირველივე ჩატარებული პროცედურის შემდეგ აღდგება და აქტიურდება კანის ადგილობრივი იმუნიტეტი, რომელიც არა მხოლოდ სწრაფ გაახალგაზრდავებას და მკურნალობას, არამედ მომავლში დაბერების პროცესის შენელებას უქყობს ხელს.

ვისთვის არის შექმნილი მეთოდი?

პაციენტების ტიპის ნაირსახეობა, ვისთვისაც რეკომენდირებულია აუტოპლაზმით გაახალგაზრდავების პროცედურა, იმდენად მრავალფეროვანი, რომ აღნიშნული თანამედროვე მეთოდი დამსახურებულად უნივერსალურ საშუალებად არის აღიარებული.

დამაჯერებელი შედეგებ მიღებულია შემდეგი მიმართულებებით:

  • ზოგადად კანის და სახის ოვალის ასაკობრივი ცვლილებები
  • აკნეს და პოსტაკნეს ნაწიბურების კომპლექსური მკურნალობა
  • ფოტოდაბერების ნიშნები, პიგმენტაცია, ცელულიტი
  • ალოპეციისა და სებორეული დერმატიტის კომპლექსური მკურნალობა

PRP-მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მკურნალობისთვისაც გამართლებულია.

როდის არ არის რეკომენდირელუბი PRP-თერაპია?

თრომბოციტების ინექცია ალერგიული პაციენტებისთვისაც უსაფრთხოა: საკუთარი პლაზმიდან მიღებულ პრეპარატზე ორგანიზმის რეაქცია სრულიად ნორმალურია. ალერგიული რექცია შესაძლოა გამოვლინდეს ანესტეტიკზე, რომლის გამოყენება პროცედურის დროს სავალდებულო არ არის.

თუმცა ტრომბოციტული მასის შემცველი პრეპარატების გამოყენებისთვის გამოვლენილი სტანდარტული უკუჩვენებები არსებობს:

  • სისხლის შედედების პროცესის დარღვევები
  • სისხლის სისტემური და ინფექციური დაავადებები
  • ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადებები
  • ნებისმიერი წარმოშობის სხელების არსებობა პროცედურაზე ჩაწერის მომენტისთვის

 

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback