18 სექტემბერი, 2019 22692 ნახვა

ტატუს მოშორების უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი

ტატუ ბოდიარტის პოპულარული მეთოდია, დღესდღეობით მსოფლიოში 20-30 მილიონი ადამიანს აქვს ერთი ან მეტი ტატუ. დაახლოებით 50% ნანობს ტატუს გაკეთებას, ზოგს საბოლოოდ მოცილება სურს, ზოგს გაღიავება ახალი ტატუს გასაკეთებლად.

კლინიკა „ტოტალ შარმში“ გამოვიყენებთ SPECTRA XT DUAL MODE Q-SWITCHED ND:YAG ლაზერს. Q-SWITCHED ლაზერი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია ნაწიბურების გაჩენის მინიმალური შანსით.

როგორია ტატუს მოშორების მექანიზმი?

სამედიცინო ლაზერის სხივი მნიშვნელოვნად აღიავებს ან სრულად აქრობს ტატუს. ლაზერის კონცენრტირებული ენერგია შლის პიგმენტს მცირე ნაწილაკებად, რომლებიც თქვენი იმუნური სისტემის მიერ მარტივად გაიწოვება. ეს ენერგია მიზანმიმართულად შთაითანქმება პიგმენტის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კანის დაზიანების შანსს.

რა შეგრძნებებია მოსალოდნელი პროცედურის მსვლელობისას?

პროცედურა არ მოითხოვს ანესთეზიას, მაგრამ შესაძლებელია ადგილობრივი გამაყუჩებელი მალამოს გამოყენება.

როგორ გამოიყურება კანი პროცედურის შემდეგ?

პროცედურის შემდეგ კანი ღია, მოთეთრო ფერის ხდება, ხოლო მის გარშემო შესაძლოა სიწითლე და შეშუპება გაჩნდეს. ეს ნორმალურია და კანის ტონი აღდგება ნელნელა. ინფექციის განვითარების შანსის შესამცირებლად დამუშავებულ მიდამოზე ანტიბაქტერიული მალამო გამოიყენება.

ნებისმიერი ფერის ტატუს მოშორებაა შესაძლებელი?

ნებისმიერი ფერის პიგმენტზე ზემოქმედება შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული ფერების ამოყვანა უფრო რთულია, მოითხოვს მეტ პროცედურას და მისი საბოლოოდ მოშორების დაბალი შანსი არსებობს. თეთრი, ყვითელი და კანის ფერის ტატუ უფრო რთულად მოსაცილებელია.

გაკეთებიდან რამდენ ხანში შეიძლება ტატუს მოშორება?

ახალგაკეთებული ტატუს მოშორება შესაძლებელია მინიმუმ 6 კვირის გასვლის შემდეგ, ეს დრო საჭიროა კანის სრულყოფილი რეაბილიტაციისთვის.

რამდენი პროცედურა დამჭირდება?

ტატუს საგრძნობლად გაღიავებისთვის ან მოცილებისთვის 5-15 ან მეტი პროცედურა შეიძლება იყოს საჭირო. პროცედურების რაოდენობა ოპტიმალური შედეგისთვის განისაზღვრება ტატუს ზომით, ადგილმდებარეობით, პიგმენტის ფერით, რაოდენობით და შეყვანის სიღრმით. პროცედურებს შორის რეკომენდირებულია 4-8 კვირიანი ინტერვალების დაცვა, რათა ორგანიზმმა შეძლოს მაქსიმალური რაოდენობის პიგმენტის გაწოვა ყოველი პროცედურის შემდეგ.

როცა საქმე ტატუს მოშორებას ეხება,

Spectra საუკეთესო ლაზერია!

 

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback