12 მარტი, 2018 6570 ნახვა

ესთეტიკური გინეკოლოგია, როგორც ქირურ-გიული, ასევე მცირეინვაზიური მეთოდების საშუალებით ქალბატონებს მშობიარობის, ტრავმის შემდგომი და თანდაყოლილი ჯან-მრთელობის ან ესთეტიკური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
ესთეტიკური გინეკოლოგია ცხოვრების, კერძოდ სექსუალური ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ინტიმური ზონის ჯანმრთელობას, მკურნალობას, პროფილაქტიკასა და ესთეტიკას ემსახურება.

ნაკლები ინფორმაცია, მეტი პრობლემა

გინეკოლოგიური პრობლემები ხშირად ტაბუდადებული თემაა, მაგრამ კვლევები ცხადყოფს, რომ ინფორმაციული ვაკუუმის საფუძველი გარკვეული ინტიმური პრობლემებია. ესთეტიკური გინეკოლოგია მყარ, ხანგრძლივ ურთიერთობას ემსახურება; იმ ქალბატონების სამსახურშია, რომელთაც სურთ, თავდაჯერება გაუმძაფრდეთ. სექსუალური ცხოვრების ხარისხის დაქვეითება ხომ ურთიერთობებში გაჩენილი ხარვეზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება.

სიმპტომატიკა და მასთან ბრძოლის მეთოდები

გინეკოლოგიური პრობლემების თვალსაზრისით, ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. შესაძლოა, ქალს არასოდეს უმშობიარია, სექსუალური ცხოვრება დაწყებული არ ჰქონდეს, თუმცა ინტიმური ზონის ფიზიოანატომიური აგებულება პრობლემური იყოს, ახასიათებდეს ჰიპერტროფია, ასიმეტრია და სხვა; ხშირად ინტიმური ზონის მშობიარობის შემდგომი დაზიანებებით მოგვმართავენ. მომართვიანობის მიზეზი შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსიც გახდეს. სხვადასხვა შემთხვევისას ინტიმური ზონის ჯანმრთელობისა თუ ესთეტიკურობის განმსაზღვრელად ქირურგიულ ან მცირე ინვაზიურად ჩარევას, კონტურულ პლასტიკას და პილინგსაც მივმართავთ.

მცვირეინვაზიური მეთოდები

აპტოსის ძაფები ესთეტიკურ გინეკოლოგიაში
მცირეინვაზიური ინტიმური პლასტიკა Aptos ძაფების გამოყებებით არის ქირურგი-ული ჩარევის ღირსეული ალტერნატივა სასირცხვო ბაგეების ფორმის და ზომის კორექციისთვის ქალბატონების სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის და თვითკმაყოფილების აღდგენის მიზნით.

მეთოდის უპირატესობები ქირურგიულ ვაგინოპლასტიკასთან შედარებით:

  • პროცედურა ნაკლებად ტრავმულია
  • მანიპულაცია განაკვეთის გარეშე ტარდება
  • არ ვითარდება ნაწიბური
  • არ არის სისხლდენის საშიშროება
  • უმტკივნეულოა
  • რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი
  • ხანგრძლივი ეფექტი
  • სრულდება ნებისმიერ ასაკში
  • წარმატებით გამოიყენება როგორც ნამშობიარებ, ისე არანამშობიარებ ქალებში
  • რეპროდუქციულ სისტემაზე უარყოპითათ არ მოქმედებს
  • არ საჭიროებს ანტიბიოტიკებით თერაპიას პროცედურის შემდეგ.

ინტიმური კონტურული პლასტიკა
ინტიმური კონტურული პლასტიკა არის ასაკობრივ ცვლილებებთან თუ ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ესთეტიკური და ფუნქციური ნაკლოვანებების კორექცია ჰიალურონის მჟავის საფუძველზე დერმალური ფილერების ან საკუთარი სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული ცხიმის ინექციის გზით.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • ქსოვილების მოცულობის დეფიციტი
  • ზედა სასირცხვო ბაგეების ატროფია
  • კლიტორალურ არეში მგრძნობელობის დაკარგვა
  • ლორწოვანის სიმშრალე
  • G-წერტილის აუგმენტაცია

პილინგი
პილინგი ინტიმურ ზონაში მუქი ფერის კანის გაღიავებისთვის გამოიყენება და ჰიპერპიგმენტაციასთან დაკავშირებულ ესთეტიკური დისკომფორტის აღმოფხვრაზეა მიმართული. ინტიმური ზონის პილინგი ქალბატონების სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველჰყოფს, თავდაჯერებულობას და მიმზიდველობას ზრდის.

პლაზმალიფტინგი
პლაზმოლიფტინგი ინექციური პროცედურაა, რომლის დროს საშოს ზონაში საკუთარი სისხლიდან მიღებული ტრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა ხდება,
რაც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ტენიანობას, აუმჯობესებს ქსოვილების ხარისხს და აღადგენს საშოს მგრძნობელობას.

ქირურგიული ჩარევა

ლაბიოპლასტიკა
პლასტიკური ოპერაცია მცირე და დიდი სასირცხვო ბაგეების ფორმის და ზომის კორექციისთვის.

საშოს კედლების ქირურგიული რეკონსტრუქცია

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • თანდაყოლილი თავისებურებები ან პათოლოგიები
  • ჰიპერტროფირებულად გადიდებული მცირე სასირცხვო ბაგეები
  • ბაგეების წასიმეტრია და დეფორმაცია
  • მშობიარობის შემდგომი ტრავმები
  • ასაკობრივი ცვლილებები
  • სასირცხვო ბაგეების ფორმასთან დაკავშირებით სხვა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დისკომფორტი

კლინიკა “ტოტალ შარმში” ესთეთიკური გინეკოლოგიის განხრით პროცედურებს და ოპერაციებს

ექიმი თინათინ ტომაძე

მეან-გინეკოლოგი, ესთეტიკური გინეკოლოგი, აპტოსის სერტიფიცირებული ტრენერი

ესთეტიკურ გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback