2 ნოემბერი, 2017 15735 ნახვა

სილამაზის ხელოვნება  – ტრენდების კვალდაკვალ

ესთეტიკური მედიცინა ყველა დროში იყო პოპულარული. გაახალგაზრდავების პროცედურებს ჯერ კიდევ ძველ ეგვპიტეში მიმართავდნენ. ყველასთვის ცნობილია კლეოპატრას რძის აბაზანები, დაფხვნილი მარგალიტის ნიღბები და თავის მოვლის უამრავი სხვა საშუალება. ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში პლასტიკურ ოპერაციებსაც  აკეთებდნენ – რინოპლასტიკას, ლიპოსაქციას, თუმცა შემდგომ ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ესთეტიკური მედიცინის აღორძინების ხანად XX საუკუნე ითვლება. განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მომხდარი ცვლილებები. ეს სფერო გამუდმებით ვითარდება, ამიტომ აუცილებელია ესთეტიკურ მედიცინაში მოღვაწე ან უბრალოდ, ამ თემებით დაინტერესებულ ადამიანებს მის პულსზე ეჭიროთ ხელი, რათა მნიშვნელოვანი სიახლეები არ გამორჩეთ. დღეისათვის ყველაზე აქტუალურ ტრენდებს და ტენდენციებს კლინიკა “ტოტალ შარმის” მთავარი დერმატო-კოსმეტოლოგი, ალბინა ქაჯაია წარმოგვიდგენს, რომელიც ცოტა ხნის წინ ბაქოში მიმდინარე ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობდა და მისი ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა.

 

ბუნებრიობის კვალდაკვალ

ორი წელია ყველაზე პოპულარულ ტრენდად ე.წ. ნიუდ ანუ `ბუნებრიობის ეფექტი’ რჩება. ამ თვალსაზრისით მაკიაჟი და ესთეტიკური მედიცინა ერთმანეთს დაუახლოვდა. გული ან ამობრუნებული სამკუთხედი _ სახის ბუნებრივი ფორმაა, რომლისკენაც დღეს კოსმეტოლოგები, ვიზაჟისტები და პლასტიკური ქირურგები ისწრაფვიან. სწორედ ამ მეთოდით მუშაობდა `ბოტოქსის მეფედ’ წოდებული ექიმი-კოსმეტოლოგი ფრედერიკ ბრანდტი, რომლის სახელსაც მადონას, გვინეტ პელტროუს, ჰოლი ბერის, დონა კარანისა და სხვა უამრავი ცნობილი პერსონის ახალგაზრდობის საიდუმლო უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ქირურგია სასურველი ეფექტის მისაღწევად ბევრად უფრო თვალშისაცემ შედეგებს დებს, კოსმეტოლოგია ამ ეტაპზე გაცილებით პოპულარულია. სახის ოვალის შეცვლა, ტუჩის გადიდება, თვალის ფორმის კორექტირება სწორი მაკიაჟის საშუალებით არანაკლებ ეფექტურია და არც ინვაზიურ ჩარევას საჭიროებს, ამიტომაც ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.

 

გადავადებული სიბერე

ბოლო დროს ადამიანები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ დაბერების პროცესი სწორედ კანიდან იწყება და ცდილობენ, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან შეუდგნენ სიბერის გადავადებაზე ზრუნვას. სხეულის საფარველის ჭკნობაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს მზის სხივები, თამბაქო, სტრესი, არასწორი ცხოვრების წესი. საწყის ეტაპზე მიმიკური ნაოჭები ჩნდება, შემდეგ იწყება კანქვეშა ცხიმის ატროფია, რაც ცხვირისა და ტუჩის ირგვლივ ნაოჭებით ვლინდება. დაბერების ყველაზე აშკარა სიმპტომია სახის ქვედა მესამედის ფტოზი, ე.წ. `ანგელა მერკელის ნაოჭები, როგორც მას ევროპელები ეძახიან. ეს ყველაფერი ჩვენამდე რაც შეიძლება გვიან რომ მოვიდეს, კანის მოვლა ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ, დაწყებული კარგი საცხებით მეზოთერაპიისა და ბიორევიტალიზაციის ჩათვლით. ყველა ასაკს შესაბამისი პროცედურა ახლავს. საბედნიეროდ, არჩევანი დიდია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ლამაზ სიბერეზე ახალგზრდობიდან ვიზრუნოთ.

 

ჯადოსნური შემადგენლობა

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენციაა ის, რომ პაციენტებმა ძალზე ყურადღებით დაიწყეს საცხების შემადგენლობის შესწავლა. აკვირდებიან ყველაფერს და ცდილობენ, არჩევანი საუკეთესო და ეფექტურ საშუალებებზე გააკეთონ. დღესდღეობით ევროპასა და ამერიკაში ძალზე მოდურია საცხები პეპტიდების შემცველობით. ეს არის ხელოვნური გზით მიღებული ცილოვანი ნივთიერება, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე ჯადოსნურად მოქმედებს აქვს კარგი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აუმჯობესებს სახის ფერს, თვალის კონტურს. მიუხედავად იმისა, რომ პეპტიდები საცხების შემადგენლობაშიც შედის, გაცილებით ეფექტურია ინექციის ფორმით, რადგან ამ დროს უშუალოდ უჯრედს მიეწოდება. რაც შეეხება საცხებს, მათი გამოყენება ერთგვარი საშინაო დავალებაა, რომელიც პაციენტს პროცედურის შემდგომი ეფექტის განმტკიცებისა და შენარჩუნებისთვისთვის ეძლევა. მისი რეგულარულად შესრულება თავად პროცედურაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

დეტოქსის ეფექტი

შემდეგი ტრენდია ცხოვრების ჯანსაღი წესი – სწორი კვება, ფიტნესი, იოგა და რასაკვირველია დეტოქსიკაცია. დღეს ამ სენით მთელი მსოფლიოა შეპყრობილი – დეტოქს-საცხები, დეტოქს-კოქტეილები, დეტოქს-წვეთოვანები, რომელთა მიზანი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაა. ჰოლივუდის ვარსკვლავებში ეს პროცედურები ძალზე პოპულარულია, რადგან მათ კარგად ესმით anti-age თერაპიის მნიშვნელობა სწორი კვების დონეზე, რომლის ეფექტიც მყისიერად არ ჩანს, თუმცა გაცილებით შორსმიმავალ შედეგებს იძლევა. ამას ემატება სხვადასხვაგვარი ვიტამინები ეფექტის გასაუმჯობესებლად. სიახლეა ჰიალურონის შემცველი ვიტამინები, რომლებიც ორგანიზმს ამ ნივთიერების დამატებითი დოზის მიღებაში ეხმარება, რაც სხეულის მდგომარეობაზე ასევე დადებითად აისახება.

 

ბაქო მოწოდების სიმაღლეზე 

ტრენდებზე საუბრობდნენ საერთაშორისო კონფერენციაზე Azerbaijan Aesthetics and Anti Age Medicine Congress, რომელიც მეორედ გაიმართა ბაქოში. ეს იყო ძალზე მაღალი კლასის ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს ტოპ-კატეგორიის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. საქართველოს სახელით გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ. მეამაყება, რომ ამ კონგრესის ფარგლებში გამართული ნაციონალური პრემიის Art of Beauty Award-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი (ოსტატობისთვის კოსმეტოლოგიასა და პლასტიკაში). მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დონით ბაქოელები გაცილებით გვისწრებენ, ესთეტიკურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ჩვენ ბევრად წინ ვართ. მართალია, ქართველები მივეჩვიეთ საკუთარი თავის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ესთეტიკური მედიცინა, ქართველი დიზაინერების მსგავსად, მოწოდების სიმაღლეზე დგას. ჩემი ბოლო ვიზიტი ბაქოში სწორედ ამის დასტურია.

 

ნანა კობაიძე

 

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback