9 აგვისტო, 2019 12319 ნახვა

კოსმეტოლოგი თუ დერმატოლოგი: ვის მივმართოთ კანის პრობლემებით?

კანის და სხეულის მოვლა ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს, რადგან სწორედ კანის მდგომარეობა ხშირად გვანიშნებს შინაგან პრობლემებზე. მაგრამ სანამ შეუდგებით კანის მოვლას მნიშვნელოვანია კარგი სპეციალისტის შერჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სწორად მოუაროთ კანს. იმის მიხედვით თუ რა პრობლემა არის გადასაწყვეტი განსხვავდება ექიმის სპეციალიზაციის შერჩევაც.

რა განსხვავებაა კოსმეტოლოგსა და დერმატოლოგს შორის?

პირველ რიგში ავღნიშნავთ, რომ დერმატოლოგი – ექიმია სრული სამედიცნო განათლებით და დამატებითი სპეციალობით – დერმატოვენეროლოგია. კოსმეტოლოგი – შეიძლება იყოს სამედიცინო განათლების გარეშე სპეციალისტი, რომელმაც გაიარა კოსმეტოლოგიის კურსები.

დერმატოლოგი მკურნალობს:

  • კანის დაავადებებს
  • ფრჩხილების სხვადასხვა სოკოვან დაავადებებს
  • კანის ვირუსულ დაავადებებს
  • კანის დაზიანებებს
  • გამონაყარს
  • ფსორიაზს, ვიტილიგოს
  • მოზარდობის პერიოდში კანის პრობლემებს

თუ თქვენ გაგაჩნიათ კანთან დაკავშირებული პრობლემები რეკომენდირებულია მიმართოთ ექიმს. დერმატოლოგის სეანსი გულისხმობს დერმატოლოგის მიერ კანის ვიზუალურ დათვალიერებას, ანალიზების დანიშვნას და შემდეგ მკურნალობის დაგეგმვას.

რა სიმპტომებით მივმართოთ დერმატოლოგს?

  • კანზე ანთებითი პროცესები
  • შეშუპება, ქავილი
  • აქერცვლა, სიწითლე, ფურუნკულები

დერმატოლოგის სპეციალიზაცია არის ორგანიზმის შიდა დარღვევების, კანის დეფექტების და დაზიანებების მკურნალობა. ექიმმა დერმატოვენეროლოგმა შეიძლება ასევე მიიღოს დამატებითი ტექნიკური სპეციალობა კოსმეტოლოგიაში და კანის დაავადებების მკურნალობასთან ერთად ძეძლოს ესთეტიკური სფეროს პროცედურებიც შემოთავაზება („ბოტოქსი“, მეზოთერაპია და ა.შ.)

ვინ არის კოსმეტოლოგი?

კოსმეტოლოგი დაგეხმარებათ კანის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში და სხვადასხვა ესთეტიკური პრობლემების მოგვარებაში. კოსმეტოლოგს არ შეუძლია დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობის დანიშვნა, ინექციების და სხვა ინვაზიური პროცედურებიც ჩატარება. ხშირად კოსმეტოლოგი არის სპეციალისტი სამედიცინო განათლების გარეშე, რომელიც მოღვაწეობს ესთეტიკურ ან სილამაზის ცენტრში, სალონში.

რა პროცედურები ჩავიტაროთ კოსმეტოლოგთან?

  • ეპილაცია
  • წარბის კორექცია
  • წმენდა
  • პილინგი
  • მასაჟი
  • ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკა (მხოლოდ ზოგიერთი აპარატული და არაინექციური მეთოდები)

კოსმეტოლოგთან მიღებაზე კანის პრობლემური მონაკვეთების დათვალიერება და კანის ტიპის დადგენა ხდება. კოსმეტოლოგი დაგინიშნავთ თერაპიას თუ პრობლემის მკურნალობა მის კომპეტენციაშია, შეგირჩევთ ყოველდღიური მოვლის პროდუქციას.

! მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ნებისმიერი დანიშნული პრეპარატის მიღებამდე გასარკვევია ალერგიული რექციების განვითარების შანსი. ასევე ხაზს გავუსმავთ იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ნებისმიერი ინექციური და ზოგიერთი აპარატული პროცედურის ჩატარების უფლება მხოლოდ ექიმს აქვს. ასეთი ექიმი აუცილებლად უნდა იყოს დერმატოლოგი (დერმატო-ვენეროლოგი), რომელსაც სიღრმისეული ცოდნა გააჩნია ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების შესახებ, კანის ანატომიასა და თვისებებზე.

! თუ თქვენ კანის პრობლემები გაგაჩნიათ, არ გადადოთ მათი მკურნალობა. პრობლემის დროულად მოგვარება დაგაზღვევთ მომავალში მისი გართულებების და მინიჭებული ზიანის მკურნალობისგან. ყველაფერი რაც კანს ეხება არ ექვემდებარება თვითმკურნალობას. აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს რომელიც დაგისვამთ დიაგნოზს და დანიშნავს სწორ თერაპიას.

კლინიკა „ტოტალ შარმის“ ყველა სპეციალისტი ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგია, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ დერმატოლოგიური და კოსმეტოლოგიური პრობლემების კომპლექსურ მკურნალობას ყველა თანამედროვე მეთოდიკის, პრეპარატებისა და დანადგარების გამოყენებით. ნებისმიერ სპეციალისტთან შეგიძლიათ ჩაეწეროთ როგორც დერმატოლოგიურ ასევე კოსმეტოლოგიურ კონსულტაციაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback