28 მარტი, 2020 6208 ნახვა

მიმდინარე მოვლენების ფონზე ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალებების აქტიური გამოყენების შედეგად შესაძლოა ბევრს გაუჩნეს ხელების კანის სიმშრალის პრობლემა. 🏜️ ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დავაყენოთ, თუმცა ესთეტიკური მიმართულებით გამოვთქვამთ აზრს და მოგიყვებით, როგორ დავეხმაროთ ხელების კანს, რომელიც განსაკუთრებით გამომშრალი და მგრძნობიარეა.

1️⃣ ანტისეპტიკის აქტიური მოხმარება, სეზონური თავისებურებების გათვალისწინებით (ცივი, მშრალი ამინდი), კანის გაუწყლოვანებას იწვევს. კანი შრება, მისი ბარიერული თვისებები ირღვევა, ქვეითდება იმუნიტეტი.

🛡️ გვახსოვდეს, რომ კანის ძირითადი ფუნქცია – დაცვაა. ამიტომ ხელების აქტიური დაბანის გარდა, კანი აუცილებლად უნდა დაატენიანოთ, რათა არ მოხდეს მისი გაუწყლოვანება, სიმშრალე და მიკრო დაზიანებების განვითარება.

🤝 ხელის კრემი ამ პერიოდში თქვენი ისეთივე ბეგობარი უნდა გახდეს, როგორც ანტისეპტიკი და საპონი.

დღის განმავლობაში აქტიურად დაიტენიანეთ ხელების კანი. ეს მინიმალურია, რისი გაკეთება შეგიძლიათ სახლის პირობებში.

2️⃣ ეცადეთ გამორიცხოთ ზეთის გამოყენება ხელის კანზე, სუფთა ზეთს წასმა მხოლოდ ფრჩხილის გარშემო შეიძლება. კანისთვის უმჯობესია ზეთი კრემში დაამატოთ, დაიტანოთ ხელების კანზე და შემდეგ მოირგოთ ხელთათმანი. ეს ერთგვარი სპა პროცედურაა სახლის პირობებში.

3️⃣ შეძლებისდაგვარად შეამცირეთ ანტისეპტიკის მოხმარება. გამოიყენეთ იგი მაშინ, როცა ნამდვილად საჭიროა: ჭამის წინ ან ტრანსპორტის შემდეგ. ყოველ 10 წუტში ერთხელ, მითუმეტეს სახლში ყოფნისას, ანტისეპტიკის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

გახსოვდეთ, რომ ტრავმირებული კანი – ეს არის კანი დაქვეითებული დამცავი ფუნქციით!

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, თქვენს სილამაზე დისტანციურადაც ვიზრუნებთ ჩვენ 💙

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback