3 ოქტომბერი, 2019 4134 ნახვა

შემოდგომა საქართველოში ყოველ დღე განსხვავებულია. დილით მზე, მერე წვიმა, ისევ მზე და არავის გაუკვირდება, ოქტომბერში სეტყვა და თოვლი რომ წამოვიდეს. ამიტომ პირველი რჩევა საშემოდგომო მოვლის შერჩევისთვის – გაიხედეთ ფანჯარაში და გადაამოწმეთ – დღეს ჯერ ზაფხულია თუ უკვე ზამთარი?

ასე რომ საშემოდგომო პერიოდს პირობითად ორად ვყოფთ:

  • ოქტომბრის შუა რიცხვებადმე ვაგრძელებთ ზაფხულის მოვლას, ვიცავთ კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, მზეზე ყოფნისას SPF კრემებს გამოვიყენებთ.
  • მეორე ნახევრიდან გადავდივართ ზამთრის მოვლაზე. მზე ნაკლებად აქტიური ხდება და შესაძლებელია მჟავებით კოსმეტიკის გამოყენება და ქიმიური პილინგები. საჭიროების მიხედვით ვცვლით კრემს, ვარჩევთ უფრო სქელ და მდიდარ ტექსურებს. მოვლაში ვრთავთ შრატებს და მზიანი სეზონის შემდეგ აღმდგენ საშუალებებს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოვლის საბაზისო წესები უცვლელია ნებისმიერ სეზონზე. გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ რომელი პროცედურები საჭიროა ჩაიტაროთ ყოველდღიურად, რომელი ყოველკვირეულად და ამისთვის რომელი პროდუქტები და რა თანმიმდევრობით არის საჭირო.

ეტაპი 1: დემაკიაჟი

რას გამოვიყენებთ?

  • მიცერალური წყალი
  • ორფაზიანი საშუალებები
  • ქაფი/რძე/გელი

მნიშვნელოვანია!

  • მიცერალური – არ არის დაბანის ალტერნატივა ან ტონიკი/ლოსიონის ანალოგი
  • მაკიაჟის მოსაცილებელი ნებისმიერი საშუალება აუცილებლად უნდა ჩამოიბანოს დასაბანი საშუალებით

ეტაპი 2: დაბანა

რას გამოვიყენებთ?

  • გელი
  • ქაფი
  • გამწმენდი პუდრი
  • რძე

რისთვის არის საჭირო?

სახე დილიდან კანის ცხიმისგანს საჭიროებს გასუფთავებას, საღამოს – ცხიმისგან + კოსმეტიკის და გარემოსგან დაბინძურებებისგან.

როდის გამოვიყენოთ?

  • ყოველდღიურად დილით და საღამოს.
  • თუ დადიხართ სპორტულ დარბაზში – ვარჯიშის შემდეგაც სახე უნდა გასუფთავდეს.
  • ზღვაში, აუზში, მდინარეში და ა.შ. ბანაობის შემდეგ

მნიშვნელოვანია!

  • არანაირი საპონი სახის დასაბანად!
  • არანაირი სპონჟი, ღრუბელი, ფუნჯი ან ჯაგრისი! მხოლოდ ხელებით!
  • მიცერალური, ორფაზიანი სასუალებები ან ჰიდროფილური ზეთი – მაკიაჟის მოსაცილებელია და არა დასაბანი საშუალება. მატი გამოყენების შემდეგ დაიბანეთ სახე გელით/ქაფით/რძით.
  • პილინგიც არ არის დაბანა
  • შეარჩიეთ დასაბანი საშუალება საერთოდ SLS და SLES* გარეშე ან ისე რომ სულფატები არ იყოს ძირითად შემადგენლობის (ანუ ჩამონათვალში პირველ ადგილებზე)

ეტაპი 3: ტონიზირება

რას გამოვიყენებთ?

  • ლოსიონი
  • ტონიკი
  • ტონერი

სამივე სინამდვილეში ერთი და იგივე საშუალებაა სხვადასხვა მარკეტინგული დასახელებით!

ბევრი ადამიანი შესაბამისად არ აფასებს ლოსიონის მნიშვნელობას და უგულებელჰყოფენ მას! სწორი მოვლის დაწყება თუ გსურთ, დაიწყეთ სწორედ დასაბანის და ტონიკის კომბინაციის შერჩევით. სწორედ ეს წყვილი პრობლემების 90% წყვეტს!

რისთვის არის საჭირო?

  • კანის pH**-ბალანსის აღდგენისთვის (კანის პრობლემების უმრავლესობა pH-ბალანსის დარღვევით არის გამოწვეული)
  • უხეში წყლის დარბილებისთვის
  • დასაბანი საშუალების მოქმედების ნეიტრალიზებისთვის

როდის გამოვიყენოთ?

  • ყოველდღიურად დილით და საღამოს, ყოველი დაბანის და წყალთან კონტაქტის შემდეგ.

მნიშვნელოვანია!

  • კარგი ლოსიონის შემდეგ არ უნდა იგრძნობოდეს კანის დაჭიმულობა და სიმშრალე
  • მიცერალური ან თერმული წყალი არ არის ლოსიონი. ეს სამი სხვადასხვა დანიშნულების პროდუქტია. თუ პროდუქტზე კითხულობთ “მიცერალური ტონიკი” ან “თერმული ლოსიონი” – ეს ან ერთია, ან მეორე, და უდაოდ მომხმარებლის დაბნევის ან მოტყუების მცდელობა!
  • ლოსიონის შემადგენლობაში არ უნდა იყოს ეთილის სპირტი – Alcohol, Alcohol Denat, Ethanol***

ეტაპი 4: ქუთუთოების კრემი

ქუთუტოების კრემი აუცილებელია!

ქუთუტოების და სახის კრემი უნდა განსხვავდებოდეს!

რისთვის არის საჭირო?

თვალების გარშემო კანი უფრო თხელი, მშრალი და მგრძნობიარეა, მას გამორჩეული დელიკატური მოვლა შესაბამისი შემადგენლობის საშუალებით ესაჭიროება.

როდის და როგორ გამოვიყენოთ?

  • ყოველდღიურად დილით
  • ღამით სურვილის მიხედვით, მაგრამ აუცილებლად ძილამდე 1,5-2 საათით ადრე
  • მხოლოდ თვალის გარშემო ძვლოვან ნაწილზე (თვალის ორბიტაზე) ქვემოდან ზევით, გრავიტაციის ძალის საწინააღმდეგოდ მიმართული მოძრაობებით
  • არ ვეხებით მოძრავ ქუთუთოს! წინააღმდეგ შემთხვევაში შეშუპების პროვოცირებას მოახდენთ

ვის სჭირდება?

აბსოლუტურად ყველას 25 წლის შემდეგ, რადგან სწორედ თვალების გარშემო ჩნდება პირველი ნაოჭები, სიმუქე და შეშუპება.

მნიშვნელოვანია!

არ დაგავიწყდეთ თვალების გარშემო არეს მზისგან დაცვა!

მზის სათვალე უნდა გეკეთოთ ზაფხულში და ნებისმიერ სეზონზე მზიან ამინდში!

ეტაპი 5: შრატი

შრატი არ არის ყოველდღიური მოვლის აუცილებელი პროდუქტი, მაგრამ რეკომენდირებულია, რადგან დაგეხმარებათ სწრაფი შედეგის მიღწევაში. შრატი არის კანისთვის სასარგებლო ნივთიერებების აქტიური კონცენტრატი.

რისთვის არის საჭირო?

შრატი ვიწრო მიმართულების კონკრეტულ პრობლემებს წყვეტს, მაგალითად:

  • გამონაყარის მკურნალობა
  • გაფართოვებული ფორების კორექცია
  • კანისთვის ჯანსაღი ფერის და შინაგანი ბზინვარების მინიჭება
  • ოვალის და სხვა მონაკვეტების ლიფტინგი
  • სისხლძარღვების კედლების გამაგრება
  • კანის ინტენსიური დატენიანება

ამის გამო თქვენს თაროზე შრატი ყველაზე ძვირიანი საშუალება შეიძლება იყოს!

როდის და როგორ გამოვიყენოთ?

  • შრატის გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად ან კურსებად (მაგალითად, სააზაფხულო და საშემოდგომო კურსი)
  • ყოველდღიურად დილით
  • დაბანის და ტონიზირების შემდეგ
  • შრატი სახის კრემამდე 2-3 წუთით ადრე დაიტანება

შრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ, შეგიძლიათ – არა, მაგრამ კრემი შრატის შემდეგ აუცილებელია! მის გარეშე შრატი კანის ზედპაირიდან უფრო ადრე აორთქლდება ვიდრე შეიწოვება.

ეტაპი 6: სახის კრემი

სახის კრემი ჩვენი კანის დაცვაა/ ამიტომ მას აუცილებლად ყოველდღიურად გამოვიყენებთ!

როგორ შევარჩიოთ?

გაითვალისწინეთ:

  • კრემის შემადგენლობა
  • კანის მდგომარეობა
  • კანის ტიპი
  • ასაკი
  • ალერგიები
  • კუპეროზი და მგრძნობელობა
  • სეზონი, რეგიონი (ამინდის თავისებურებები)
  • კრემის დანიშნულება

როდის გამოვიყენოთ?

  • ყოველდღიურად დილით
  • დაბანის, ტონიზირების შემდეგ
  • 2-3 წუთში შრატის შემდეგ

ვის სჭირდება?

აბსოლუტურად ყველას 18-20 წლიდან!

ამ ასაკამდე ორგანიზმი თავისით შეძლებს დაცვას ნაადრევი დაბერების ნიშნებისგან. გამონაკლისია – ძლიერი ყინვა ან აქტიური მზე. ასეთ შემთხვევებში კრემი ბავშვებსაც სჭირდებათ!

ყოველკვირეული მოვლა

პილინგი

პილინგი არის კანის ღრმა აქერცვლა და კანის მომზადება მოვლის პროდუქტების სასრგებლო კომპონენტების უკეთესი ათვისებისთვის. პილინგის შემდეგ რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება, რადგან ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მის ეფექტურობას.

როგორი პილინგები არსებობს?

  • ენზიმური (შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში ჩატარდეს)
  • ქიმიური (მჟავების გამოყენება მხოლოდ შემოდგომის და ზამთრის პერიოდში შეიძლება, მზიან სეზონზე პილინგის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს პიგმენტაცია. ქიმიური პილინგი სასურველია ჩაიტაროთ კოსმეტოლოგთან)
  • პილინგ გელი (სკატკა)

როდის გამოვიყენოთ?

  • მსუბუქი პილინგები – მაქსიმუმ კვირაში ერთხელ
  • ღრმა პილინგი – მაქსიმუმ 6 თვეში ერთხელ

მნიშვნელოვანია!

არ გამოიყენოთ სახეზე ნატურალური სკრაბები (დაფქული ყავის მარცვლები, გარგარის კურკა) და “კლარისონიკის” ტიპის ჯაგრისები და ამქერცლავი სპონჯების ნაირსახეობა.

რატომ? ამის შესახებ ხშირად ვწერთ და აქაც მოკლედ გავიმეორებთ, რომ ასეთი მექანიკური კანის დაზიანება მას მგრძნობიარეს ხდის, აღიზიანებს და გამონაყარის პროვოცირებას ახდენს. პრობლემური კანის შემთხვევაში კი ჯაგრისმა თუ სპონჟმა ჩირქიანი გამონაყარის მიკრობები შეიძლება ჯანსაღ ქსოვილებზე გადაიტანოს და გაამძაფროს ის სიტუაცია, რომლის გამოსწორებას ცდილობთ.

ნიღაბი

როდის და როგორ გამოვიყენოთ?

არც მეტი, არც ნაკლები – კვირაში ორჯერ. დღეები ისე შეარციტ, რომ მათ შრის დაახლოებით ერტნაირი დაშორება იყოს (მაგალითად სამშაბათი და პარასკევი ან ოთხშაბათი და შაბათი)

  • დაბანის და ტონიზირების შემდეგ
  • კვირაში ერთხელ ნიღბის წინ პილინგი ჩაიტარეთ
  • ზოგიერთი ნიღაბი არ არის რეკომენდირებული პილინგის შემდეგ, მაგალითად, გამწმენდი ან კარბონის.
  • იქონიეთ ორი სხვადასხვა დანიშნულების ნიღაბი: კვირაში ერთხელ (პილინგის დღეს) დამატენიანებელი იხმარეთ, და სხვა ჯერზე გამწმენდი.

როგორ შევარჩიოთ ნიღაბი?

ნიღაბი აარჩიეთ დანიშნულების მიხედვით:

  • თუ კანი ცხიმიანი და ანთებითი ელემენტები აღინიშნება – გამწმენდი
  • თუ დისკომფორტს (სიმშრალეს, დაჭიმულობას) განიცდით – დამატენიანებელი
  • თუ კანი ფერმკრთალი და უსიცოხლოდ გამოიყურება – დეტოქს-ნიღაბი
  • თუ კანზე სიწითლე და გაღიზიანებებია და მგრძნობელობა მომატებულია – დამამშვიდებელი
  • და ა. შ.

მთავარია გახსოვდეთ, რომ შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანი ერკვეოდეს ყველა ქიმიურ ნივთიერებაში და მათი კომბინირების წესებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრმად უნდა ენდოთ წარწერას ფლაკონზე და ელოდოთ რეკლამის მიერ დაპირებულ საოცარ შედეგს. პასუხისმგებლიანად მოეკიდეთ იმ პროდუქტების შერჩევას, რომელსაც თქვენს კანზე გამოიყენებთ და დაიხმარეთ კოსმეტოლოგი ან დერმატოლოგი. ეს რჩევა განსაკუთრებით მათთვის არის, ვისაც გამონაყარი, აკნე, როზაცეა და კანის სხვა დაავადებები აწუხებს. დიახ ეს დაავადებებია და მათი მკურნალობისთვის ექიმი არის საჭირო!

კოსმეტოლოგიური კონსულტაცია კლინიკა “ტოტალ შარმში” უფასოა! დერმატოლოგიური – 50 ლარი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback