31 ოქტომბერი, 2017 4213 ნახვა

რასაკვირველია, კვლევა ზუსტ მეცნიერებათა გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ იდეალური სილამაზის ფორმულის დადგენას ძველ საბერძნეთში ჯერ კიდევ პითაგორა ცდილობდა, შუასაუკუნეებში – ლეონარდო და ვინჩი. თანამედროვე ეპოქაში ეს ყველაფერი გაცილებით დაიხვეწა და ე. წ. „სილამაზის ნიღაბიც“ კი შეიქმნა, რომელიც სპეციალისტებს სახის გარკვეული სტანდარტის მიხედვით „დალაგების“ საშუალებას აძლევს. სტანდარტს „ოქროს კვეთა“ჰქვია და სრულიად კონკრეტული ციფრებიდან და ფორმულებიდან გამომდინარეობს. თეორიულად ოქროს კვეთა მთელის პროპორციული გაყოფაა ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი – მთელს, ანუ A:B = B:C. ვიზუალურად ეს კარგად ჩანს სრულიად ჩვეულებრივი ქათმის კვერცხის მაგალითზე, რომელიც ღვთაებრივი პროპორციის მშვენიერი ნიმუშია. პითაგორამ ამ შეფარდების მათემატიკური კოდიც კი გამოიანგრიშა – 1:1,618. როგორც ირკვევა, ეს თანაფარდობა დაცულია ყველგან და ყველაფერში: მცენარეებიდან დაწყებული, მუსიკისა და ლიტერატურის ჩათვლით. უცნაური იქნებოდა, ამ საკითხით თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა არ დაინტერესებულიყო. დაინტერესდა კიდეც.

ცნობილი პლასტიკური ქირურგი სტივენ მარკვარდტი, რომელიც უბედური შემთხვევების შედეგად დაზიანებული სახეების აღდგენაზე მუშაობდა, ოციოდე წლის წინ სერიოზულად ჩაუღრმავდა ამ საკითხს. პითაგორასა და და ვინჩის მეცნიერული კვლევების საფუძველზე მან სილამაზის უნივერსალური ნიღაბი შექმნა, რომელსაც სხვადასხვა მანიპულაციის დახმარებით „არგებდა“ პაციენტებს. რაც უფრო მეტად შეესაბამებოდა ადამიანის ნაკვთები ნიღბის პარამეტრებს, მით უფრო ახლოს იყო კონკრეტული სახე იდეალურ შედეგთან. დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ საზოგადოებრივ ცხოვრებაში კინოს აქტიურად შემოჭრამ გარკვეული ცვლილებები მასის ესთეტიკურ წარმოდგენებშიც შეიტანა. მაყურებელს სიამოვნებდა ეკრანზე დახვეწილი გარეგნობის მსახიობის ხილვა და ეს უკანასკნელიც მზად იყო, იდეალური სილამაზის ძიებაში ნებისმიერ მსხვერპლზე წასულიყო. მიუხედავად იმისა, იმ პერიოდში ესთეტიკური მედიცინა თანამედროვე სტანდარტებისგან ძალიან შორს იდგა, პროპორციების შეცვლის გარკვეული საშუალებები არსებობდა და კინოვარსკვლავები მათ გამოყენებას არ ერიდებოდნენ.

მსახიობთაგან ერთ-ერთმა პირველმა მერლინ მონრომ მიმართა რინოპლასტიკას და იმპლანტებით ნიკაპიც დაიგრძელა. მარლენ დიტრიხმა, რომელსაც მრგვალი ფორმის სახე ჰქონდა, პლასტიკური ოპერაციის საშუალებით მოიშორა ლოყის შიდა მხარეს არსებული ცხიმის ბურთები – ე. წ. ბიშის კაკლები და შედეგად გაცილებით დახვეწილი და არისტოკრატიული გარეგნობით გამოჩნდა ეკრანზე. სხვათა შორის, ეს პროცედურა დღესაც მოდურია და არაერთი ცნობილი ადამიანი მიმართავს. თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა ამ მხრივ ძალზე განვითარდა და, შეიძლება ითქვას,საოცრებებს ახდენს. მეთოდები დაიხვეწა და გაცილებით უსაფრთხო გახდა. სხვადასხვა ტიპის იმპლანტი, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში გამოიყენებოდა, ბევრად კომფორტულმა შემავსებლებმა (ე. წ. ფილერები) შეცვალა.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „ტოტალ შარმის“ კოსმეტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, ალბინა ქაჯაიას თქმით, კარგი სპეციალისტის ხელში ფილერი ერთგვარი პლასტელინია, რომლისსაშუალებითაც სასურველი ნაკვთების გამოძერწვა შეიძლება. მათი გამოყენებით სახის იდეალური
პროპორციები მიიღება, რასაც ამ კლინიკის ექიმები პროფესიონალურად ახორციელებენ. გენეტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებს განსხვავებული პრობლემები აქვთ. მაგალითად, ბიშის კაკლების მოშორება, რაც ასე პოპულარულია სლავური გარეგნობის ქალებში, სახის მოგრძო ოვალის გამო ჩვენთან ნაკლებად აქტუალურია. ქართველი პაციენტების ყველაზე გავრცელებული „ჩივილი“ დაშვებული წარბის კუთხეებია, რაც სახის პროპორციებს არღვევს და გამომეტყველებასაც უფრო მინორულს
ხდის. მათი აწევა ბოტულოტოქსინის ინიექციით და მეზოძაფებით შეიძლება.
ხშირია მუქი ფერის წრეები თვალების გარშემო და ჩაშავებული უპეები, მათ სპეციალურად შერჩეული მეზოკოქტეილებით აღიავებენ. სამწუხაროდ, შედეგი დროებითია და პირველი რუჯის მიღებისთანავე ქრება, მაგრამ წლის შედარებით ცივ პერიოდში ეფექტურია.
კიდევ ერთი ქართული შტრიხი, რომელიც იდეალური სახის სტანდარტებს არღვევს, ე. წ. „დაღლილი მზერის“ სინდრომია. საქართველოში საშუალო ასაკის ქალების უმეტესობას ჩავარდნილი უპეები და დაღლილი მზერა აქვს. ამ ფონზე ყველაზე დახვეწილი პროპორციებიც კი უფერულდება. არადა, პრობლემას იოლად აგვარებს ფილერი. მისივე საშუალებით ხდება ცხვირის, ლოყების,
ღაბაბისა და ყვრიმალების კონტურის შეცვლა. ჩამოთვლილ პროცედურებს „ტოტალ შარმში“ ესთეტიკური მედიცინის გამოცდილი სპეციალისტები შემოგთავაზებენ. მათი დახმარებით მარტივად შეძლებთ, აიხდინოთ ოცნება და შეიქმნათ სასურველი სახის ოვალი იდეალური ფორმების გათვალისწინებით.

 

ჟურნალ ნარგიზში გამოქვეყნებული სტატია

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback