30 იანვარი, 2019 10274 ნახვა

რაზე ამახვილებთ ყურადღებას მოვლის საშუალებების შერჩევის დროს?
ადამიანების უმრავლესობა – წარწერაზე შეფუთვაზე “მშრალი/ნორმალური/ცხიმიანი კანისთვის”. ასეთ შემთხვევაში თქვენ იწყებთ საკუთარი კანის ტიპის დადგენას: თუ გამომშრალი და დაჭიმულია – ესე იგი მშრალია! და თქვენ უკვე ორი შეცდომა დაუშვით:
1️⃣კანის ტიპის არასწორი დადგენა
2️⃣მოვლის არასწორი შერჩევა

თითქმის ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს 4 კანის ტიპი:
?მშრალი
?ცხიმიანი
?კომბინირებული
?ნორმალური
სხვა კანის ტიპი არ არსებობს! მგრძნობიარე კანი – არ არის ტიპი, არამედ კანის თავისებურობა, რომელიც შესაძლებელია კანის ნებისმიერ ტიპზე გამოვლინდეს.

ცხოვრების განმავლობაში კანის ტიპი არ იცვლება, თუმცა იცვლება მისი მდგომარეობა, ასევე ნებისმიერი კანი შეიძლება გახდეს მგრძნობიარე. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:
?სკრაბების და ჯაგრისების ხშირი გამოყენება
?ხშირი პილინგები (მეტჯერ ვიდრე კვირაში ერთხელ)
?სეზონურობა (ზამთარში ტემპერატურის ცვლილებების დროს)
?ზოგიერთი სალონური პროცედურის შემდეგ (ქიმიური პილინგები და სხვა)
?ჰორმონალური ფონის ცვლილებისას და ა.შ.

თითოეული კანის ტიპის თავისებურებები:
?თუ კანზე ხშირად გიჩნდებათ გამონაყარი, გაფართოვებული ფორები და შავი წერტილები გაქვთ – თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ. ასეთ კანს ახასიათებს ცხიმიანი ბზინვარება წლის ნებისმიერ სეზონზე. ცხიმიანი კანის მთავარი პლიუსია ის, რომ იგი დიდი ხანი რჩება ახალგაზრდა და გვიან ეტყობა ასაკობრივი ცვლილებები.
??თქვენი კანი თითქმის იდეალურია, არ ეტყობა ფორები, შავი წერტილები, გამონაყარი ან ბზინვარება. მაგრამ დაახლოებით 25 წლიდან მასზე უკვე შესამჩნევია პირველი ნაოჭები? ეს არის მშრალი და ნორმალური კანის მახასიათებლები. დედამიწის მოსახლეობის 10% სწორედ ასეთი ტიპის კანი აქვს.
?თქვენი კანის ზოგი მონაკვეთი იდეალურია და ზოგი შესაძლებელია ცხიმიანი იყოს, გამონაყარისკენ მიდრეკილი, გაფართოვებული ფორებით (მაგალითად T-ზონაზე: შუბლი, ცხვირი და ნიკაპი). ეს კომბინირებული კანია – ყველაზე გავრცელებული კანის ტიპი, რომელიც მოსახლეობის 90% აქვს.

‼️ თუ კი თქვენი კანი ცხიმიანია, გაფართოვებული ფორებით და გამონაყარით და ამავდროულად გრძნობთ დისკომფორტს დაჭიმულობის და სიმშრალის გამო – თქვენი კანი ცხიმიანი ან კომბინირებულია, მაგრამ გაუწყლოვანებული☝️
გაუწყლოვანებული, როგორც მგრძნობიარე, შეიძლება იყოს ნებისმიერი კანის ტიპი. ასეთ შემთხვევაში 100% მდგომარეობის გამოსწორებაში სწორი მოვლა დაგეხმარებათ!

უმრავლესობა გამოფიტული და გამომშრალი კანის გამო საკუთარ თავს უსვამს დიაგნოზს – მშრალი კანის ტიპი. და რომელი აღწერა შეესაბამება თქვენი კანის ტიპს? როგორ უვლით მას?

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback