16 ივლისი, 2019 2457 ნახვა

მითი: რუჯი კანს აკნესგან ასუფთავებს

რეალობა: ეს არ არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი. რუჯი უბრალოდ ჰქმნის გამონაყარისგან განთავისუფლების “ილუზიას” და სინამდვილეში ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო დიდ და სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ყველას გვსმენია, რომ რუჯი ეხმარება გამონაყარის და აკნეს ალაგებაში.შესაძლებელია საკუთარი გამოცდილებიდანაც დავრწმუნდით ამ თეორიაში. მაგრამ ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია არ ადასტურებს, რომ ეს მეცნიერულად დამტკიცებულია.

სამაგიეროდ არსებობს მეცნიერული ფაქტი, რომ მზე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც ასევე ამცირებს კანის ანთებით პროცესებს. შემცირებული ანთება კი უდრის აკნეს მიერ გამოწვეული სიწითლის შემცირებას. ეს ჟღერს როგორც იდეალური გამოსავალი. მაგრამ არ იჩქაროთ დასკვნის გამოტანა!

ანთებითი პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი გზით ორგანიზმი კურნავს და იცავს საკუთარ თავს. ეს განსაკუთრებით კანს ეხება, თუ იმუნური სისტემა გამართულად არ მუშაობს იგი ვერ ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც მონაწილეობენ კანის უჯრედების დნმ-ის განადგურებაში და დაბერების პროცესში და რაც უფრო მნიშვნელოვანია კიბოს უჯრედების განვითარებაში.

რუჯი ან მზის დამწვრობა ახდენს გამონაყარის კამუფლირებას და მას ნაკლებად შესამჩნევს ხდის, ანუ მხოლოდ “მალავს” მის კვალს. ამის გამო ორ ძირითად პრობლემას ვაწყდებით.

1. ილუზიას რომ აკნე განკურნულია, როცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.

2. რუჯი + აკნე = პოსტ-ანთებით პიგმენტაციას ან არსებული პოსტ-აკნე პიგმენტაციის გამუქებას.

ბევრი ადამიანი კანის გამოშრობას აკნეს გამოშრობას და გაქრობას უკავშირებს. მზე და რუჯი აუწყლოვანებს კანს და დროებით ამცირებს კანის ცხიმის გამოყოფას. ზოგისთვის ეს იდეალურად ჟღერს, მაგრამ დროებითი დადებითი ზეგავლენის შემდეგ ჰქმნის სხვა პრობლემებს. ცხიმის გამომყოფი ჯირკვლები ახდენენ ამ პაუზის კომპენსირებას რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი გამონაყარი გამოიწვიოს.

ასევე არ დავივიწყოთ, რომ თუ თქვენ გაქვთ აკნე სავარაუდოდ მასთან ბრძოლაში გამოყენებთ სპეციალურ პროდუქტებს ან მედიკამენტებს ზედაპირული გამოყენებისთვის, რომლების უმრავლესობა ზრდის კანის ფოტოსენსიტიურობას (მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ) და დაზიანებების შანს. ზოგი პერორალური მედიკამენტიც იწვევს იგივე შედეგს.

რათა შევაჯამოთ ზემოთ ნათქვამი კიდევ ერთხელ მოგახსენებთ აკნეს რუჯით “მკურნალობის” დადებით და უარყოფით მხარეებს

➕ სწრაფი მაგრამ დროებითი ვიზუალური შედეგი

➖ კანის ჯანმრთელობის შემცირება

➖ აკნეს გამწვავების და გავრცელების შესაძლებლობა

➖ ნაადრევი დაბერება

➖ პიგმენტაცია

➖ კანის კიბოს განვითარების მაღალი რისკი

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback