30 იანვარი, 2019 2832 ნახვა

ზამთარში ისევე, როგორც სახის კანს, ასევ ხელებსაც სპეციალური მოვლა სჭირდება, სწორედ მათი მდგომარეობა სახეზე და სხეულზე ადრე მიუთითებს თქვენს ასაკზე. ხელების კანი ამ დროს განსაკუთრებულად ზიანდება: კანი შრება, სკდება, იქერცლება. უკვე გრძნობთ ამას?

ხელების მოვლის მთავარი ეტაპები:
1. კვება, დატენიანება.
ამისთვის გამოიყენეთ კრემი, რეგულარულად დღეში რამოდენიმეჯერ. შეიძინეთ პატარა მოცულობის კრემები საწოლთან ტუმბოზე, მანქანაში, ჩანთაში ჩასადებად. ყოველთვის ხელთან ახლოს იქონიეთ და ხშირად გამოიყენეთ!
2. დაცვა.
ქარისა და სიცივისგან დასაცავად აუცილებელია ხელთათმანი! საოჯახო ქიმიისგან დასაცავად – ისევ ხელთათმანი! ეცადეთ კანის და საწმენდი საშუალებების შეხება მაქსიმალურად შეამციროთ. და კიდევ უკეთესია, თუ შეარჩევთ საოჯახო ქიმიას დელიკატური შემადგენლობით.
3. აქერცვლა/პილინგი.
მკვდარი უჯრედების მოშორება კანის თავისუფალი სუნთქვისთვის და სირბილისთვის აუცილებელია! პილინგის შემდეგ შედეგის შესანარჩუნებლად ასევე შესაძლებელია ნიღბის გაკეთება. და თუ პროცედურას მასაჟით დაასრულებთ, თქვენი ხელები მადლობას გეტყვიან!
4. მანიკური, ფრჩხილების დატენიანება და კვება.
ფრჩხილების მოვლა ანდეთ პროფესიონალებს და სახლში ნუნების ზეთი გამოიყენეთ და თქვენი მანიკური უფრო დიდი ხანი იქნება მოწესრიგებული.
5.პროფესიული მოვლა.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც უნდა ანდოთ პროფესიონალებს – არის ხელების კანის ინექციური პროცედურები, რომლების დახმარების უკვე დაზიანებული, გამომშრალი კანის რეაბილიტაცია და ასაკობრივი ცვლილებების კორექცია არის შესაძლებელი. არ მისცეთ უფლება ხელების კანს მოვლილ სახეს და სხეულს ხაზი გადაუსვან!

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback