შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანის სახე მკვეთრად გამოხატული წარბებს შორის ნაოჭებით უფრო მკაცრი ან გაბრაზებული გვეჩვენება? და თვალების გარშემო “ღიმილის” ნაოჭები კი პირიქით სახეს კეთილ გამომეტყველებას ანიჭებს. სახის მიმიკა ადამიანებთან კომუნიკაციის და ემოციების გამოხატვის ერთერთი საშუალებაა.
სამწუხაროდ მიმიკური კუნთები წლების განმავლობაში კანზე მიმიკური ნაოჭების სახით არასასურველ კვალს ტოვებს.
1. ყოველთვის დაიცავით თვალები! მოარიდეთ სახე და განსაკუთრებით თვალების არე პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას.
2. გაიკეთეთ მასაჟი! თუნდაც იყოს 30 წამიანი, კრემის წასმის დროს, მაგრამ რეგულარული და სწორი.
?! იცით, როგორ გაიკეთოთ სახის მასაჟი სახლის პირობებში? წაიკითხეთ აქ
3. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიმიკას! ეცადეთ არ გაბრაზდეთ “სახით”, არ ილაპარაკოთ “შუბლით”, არ მოჭუტოთ თვალები.
4. ბევრი წყალი და სწორი კვება – ჯანმრთელობის და სილამაზის საფუძველია! ეს კანონია!
5. ყოველდღიურად თვალების გარშემო სპეციალური კრემის გამოყენება სავალდებულოა 20 წლის ასაკიდან. კრემი უნდა შეარჩიოთ ინდივიდუალურად თქვენი მოთხოვნილებების მიხედვით.
6. 6 თვეში ერთხელ ბოტოქსის ინექციები მიმიკური ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკისთვის ან არსებული ნაოჭების კორექციისთვის მოხსნის კუნთების დაძაბულობას და გაასწორებს კანის ზედაპირს.
გახსოვდეთ, რომ ღიმილის დროს ყველას გვიჩნდება ნაოჭები, დიდსაც და პატარასაც. ამიტომ დატკბით ცხოვრებით და თქვენი ასაკით!
დადებითი ემოციები – თქვენი ახალგაზრდობაა!
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ