25 მარტი, 2020 1902 ნახვა

გაზაფხული ყველაზე სასიამოვნო პერიოდია ჩვენი განწყობისთვის, ამავდროულად სახიფათო კანისთვის!

ერთ დღეში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მხურვალე მზეზე, წვიმაში, ქარიან ან ცივ ამინდში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში გარემოს ფაქტორებისგან დაცვ.

აუცილებელი ყოველდღიური რუტინის სქემა უცვლელია, მაგრამ გაზაფხულზე გარკვეული თავისებურებები გააჩნია.

1.სახის დაბანა გელით/ქაფით/რძით: დილით და საღამოს

2.დაბანის შემდეგ – ლოსიონი (იგივე ტონიკი/ტონერი): დილით და საღამოს

3.სახისა და ქუთუთოების კრემი: მხოლოდ დილით

ოპტიმალურია ამ სეზონზე ორი ტიპის კრემი იქონიოთ:

დამცავი – ყოველდღიური გამოყენებისთვის

SPF ფაქტორით – იმ დღეებისთვის, როცა გარეთ გასვლა გიწევთ. გაზაფხულის მზე ისეთივე სახიფათოა, როგორც წლის ნებისმიერ პერიოდში!

4.შრატი – ძალიან ეფექტური, მაგრამ ყველაზე ძვირიანი პროდუქტი მოვლის რუტინაში.

მას სასწაულების მოხდენა შეუძლია, ამიტომ თუ ყოველდღიურ მოვლაში რეგულარულად შრატის გამოყენებას ვერ ახერხებთ, რეკომენდირებულია იგი კურსის სახით მოიხმაროთ. გაზაფხული ერთერთი ისეთი პერიოდია, რომელიც შესაფერისია შრატების კურსისთვის კანის ზამთრის შემდეგ აღდგენისთვის.

5. არ დაივიწყოთ პილინგები და ნიღბები! პილინგი კვირაში ერთხელ, ხოლო ნიღაბი კვირაში მაქსიმუმ ორჯერ.

მარტის ბოლოსთვის სასურველია შეწყვიტოთ მჟავების შემცველი კოსმეტიკის გამოყენება. შეინახეთ ასეთი საშუალებები ოქტომბრამდე. ასევე დაასრულეთ ქიმიური პილინგების კურსი, მზეზე ხანმოკლე ყოფნის შემთხვევაშიც მჟავებს პიგმენტაციის გამოწვევა შეუძლია.

ასევე ჩვენს ბლოგში წაიკითხეთ სახის მოვლაში 9 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომის შესახებ.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback