18 თებერვალი, 2020 19701 ნახვა

სტრიების ფრაქციული ლაზერული მკურნალობა

 

როგორც წესი ლაზერული მკურნალობა ყველაზე ეფექტურია „ახალი“ მოწითალო ფერის სტრიებისთვის. ასეთ შემთხვევაში მათი მოშორება 3-6 პროცედურის განმავლობაში არის შესაძლებელი. თუმცა ფრაქსელი ძველ, მოთეთრო ფერის სტრიებსაც ეფექტურად ებრძვის. პროცედურების კურსის შემდეგ სტრიები ჯანსაღ ქსოვილთან მაქსიმალურად მიახლოებული ტექსტურის და თითქმის შეუმჩნეველი ხდება.

 

კანის ფრაქციული ლაზერული გაახალგაზრდავების უპრატესობები:

 

  • შესამჩნევი შედეგი პირველი პროცედურიდან
  • რეაბილიტაციის ხანმოკლე პერიოდი
  • არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას
  • გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანზე
  • შესაძლებელია დელიკატური მიდამოების კორექცია (ქუთუთოები, ხელის მტევნის წინა მხარე, კისერი, დეკოლტე)
  • კორექციის ინდივიდუალური პროგრამა
  • კანის დაზიანების და გართულებების მინიმალური შანსი
  • ხანგრძლივი შედეგი

 

პროცედურისთვის მომზადება:

პროცედურამე 2-4 კვირით ადრე საჭიროა გამოირიცხოთ ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენა კორექციის არეში, თავი შეიკავეთ მზეზე გასვლისა და სოლარიუმისგან. ასევე აუცილებელი წინასწარი კონსულტაცია სპეციალისტთან, რომელზეც ექიმი მოგიყვებათ, თუ როგორ ხდება სტრიების ლაზერული თერაპია.

ასევე კონსულტაციის მსვლელობისას გამოვლინდება შესაძლო უკუჩვენებები.

 

უკუჩვენებები:

 

  • ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი
  • ნებისმიერი ტიპის წარმონაქმნი კორექციის არეში
  • კელოიდური ნაწიბურები
  • კანის დაავადებები კორექციის არეში (ჰერპესი, დერმატოზი და სხვა)
  • შაქრიანი დიაბეტი
  • სისხლის შედედების დარღვევები, მათ შორის, გამოწვეული ანტიკოაგულანტების მიღებით
  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები
  • პროცედურამდე ერთი თვის განმავლობაში მიღებული რუჯი

 

თუ პაციენტი ჯანმრთელია და მისი მდგომარეობა ხელს უწყობს პროცედურის ჩატარებას, მანიპულაციის დაწყება დაუყოვნებლივ შეიძლება.

 

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

პროცედურის დროს მაქსიმალური კომფორტისთვის ლაზერულ კორექციამდე 20-40 წუთით ადრე კორექციის არეზე გამოიყენება ზედაპირული საანესთეზიო მალამო. შემდეგ ექიმი დაზიანებული კანის მიდამოზე უშუალოდ ლაზერის სხივით ზეგავლენას იწყებს.
კლინიკა „ტოტალ შარმში“ საუკეთესო ესთეტიკური შედეგისთის Bluecore Company-ს ინოვაციური აპარატი ZenPro 30W გამოიყენება.

ZenPro – ერთერი ყველაზე ძლიერი ლაზერია წვრილი სხივით, რომელიც ღრმა და ზედაპირულ დონეზე ენერგიის ზუსტ მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც მას განსაკუთრებით სისწრაფეს და უსაფრთხოებას ანიჭებს.

 

კორექციის ფართობის შესაბამისად პროცედურა 20-45 წუთი გრძელდება.

ერთი კურსის ფარგლებში რეკომენდირებულია 3-6 პროცედურის ჩატარება 3-4 კვირიანი ინტერვალებით.

რეაბილიტაციის პერიოდი დაახლოებით 7-10 დღე გრძელდება.

 

გახსოვდეთ, რომ ლაზერული კორექციის მანიპულაციებს უნდა ატარებდეს სამედიცინო განათლების და დამატებით ლაზეროთერაპევტის სპეციალიზაციის მქონე სპეციალისტი. ორგანიზმის ფუნქციონირების და კანის ანატომიის საფუძვლიანი სამედიცინო ცოდნა პროცედურის უსაფრთხოების და ეფექტურობის გარანტია.

 

როგორია პროცედურის შემდეგ მოვლა?

მანიპულაციის შემდეგ კანის სიწითლე და შეშუპება ნორმალურია. სწრაფი მოშუშებისთვის ექიმი სპეციალურ მალამოს დაგინიშნავთ, თქვენ კი კორექციის არე მზის სხივებს და ძლიერ სიცხეს მოარიდეთ.

დანარჩენ ასპექტებში ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ.

 

შედეგი

პირველივე პროცედურიდან თქვენ დადებით შედეგს შეამჩნევთ, რომელიც უფრო თვალსაჩინო გახდება ყოველი მომდევნო სეანსის შემდეგ.

სტრიების ლაზერული მკურნალობა კანის ძლიერი დაზიანების გარეშე ტარდება, პროცედურა არ ტოვებს არანაირ კვალს და ნაწიბურს, პირიქით ეფექტურად ებრძვის მათ.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback