ინტერნეტი სავსეა სხვადასხვა მოვლის რჩევებით, რომელიც ყოველთვის სწორი არ არის. ხშირად ჩვენ თვითონ ვერ ვანსხვავებთ მედია სივრცეში გავრცელებულ სწორ და მცდარ ინფორმაციას. საიდუმლო არაა, რომ თანამედროვე ბავშვებს და მოზარდებს არასაიმედო რესურსებთან წვდომა მარტივად შეუძლიათ. ხშირად არაკვალიფიციური რჩევები პრობლემური კანისთვის კიდევ უფრო დიდი გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს. რას არ გააკეთებს ბავშვი გარდატეხის ასაკში გამონაყარისგან გათავისუფლებისთვის!
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ჩვენც და ჩვენს ბავშვებს, რომ კანის მოვლის მითები მითებად უნდა დარჩეს. სინამდვილეში ყველაფერი ბევრად მარტივია.
რა შეიძლება და რა არის საჭირო:
ესთეტიკური კაბინეტის სტუმრების დიდი ნაწილი მოზარდობის პერიოდში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად მისული ადამიანების, ასეთი ნაწვალები გამონაყარის შემდეგ გაჩენილი ნაწიბურები, სპირტით გამომშრალი კანი, ნაადრევი ნაოჭები და სხვა. მნიშვნელოვანია თავის მოვლის ჩვევების ბავშვობიდან ჩამოყალიბება, თქვენს ძალებშია მიაჩვიოთ შვილები სწორ მოვლას, როგორც ბავშობიდან ასწავლიდით სიარულს, ლაპარაკს, თმის დავარცხნას, სადილამდე ხელების დაბანას და ძილის წინ კბილების გამოხეხვას. ეს ასეთივე მარტივი და სასარგებლოა!
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ