6 მარტი, 2020 6874 ნახვა

სიტყვა „კარბოქსითერაპია“ ათეულები წლების განმავლობასი არის ცნობილის. ნახშიროჟანგის კანქვეშ შეყვანის პროცედურა პირველად ფრანგულ ურორტ როიაზე 1932 წელს ჩატარდა. მაშინ ეს მეთოდი სახსრების დაავადებების მკურნალობისთვის, სისხლის მიმოქცევის დარღვევების, სისტემური სისხლძარღვთა დაავადებებისა და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენებოდა. ბოლო წლებში მეთოდის გამოყენება ესთეტიკურ მედიცინაში და ანტიასაკობრივ თერაპიაში გახდა პოპულარული.

მარტივი სიტყვებით კარბოქსითერაპია – არის მოლეკულური CO2-ის კანქვეშ შეყვანა, უჯრედები ნახშიროჟანგით გარეჯების შემდეგ გაძლიერებულად იზიდავს ჟანგბადს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს სისხლის ჟანგბადით გამდიდრებას და უჯრედულ მეტაბოლიზმს. შედეგად კანი თავისუფლდება ტოქსინებისგან, იწყება უჯრედულ დონეზე აღდგენა და კოლაგენის გამომუშავება. ფაქტიურად ეპიდერმისის რეგენერაცია, ლიფტინგი, პიგმენტაციის გაქრობა და ზოგადი გაჯანსაღება ხდება.

კარბოქსითერაპია კანის გაახალგაზრდავებისა და ტრავმის შემდგომი და პოსტაკნე ნაწიბურების კორექციის ერთერთ ყველაზე ნაკლებად აგრესიულ და მაქსიმალურად კომფორტულ მეთოდად მიიჩნევა. ფაქტიურად 7-14 დღის პერიოდში ჩატარებული 2 პროცედურის შემდეგ პრაქტიკულად გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გარეშე შედეგი თვალსაჩინო ხდება. შედეგი სწრაფი და ეფექტურია, მითუმეტეს აგრესიულ მეთოდებთან შედარებით, როგორებიცაა ლაზერული თერაპია, ძაფებით ან ქირურგიული ლიფტინგი და ა.შ.

კარბოქსითერაპია ასევე ზამთრის პერიოდის შემდგომი სტრესის ან „ქრონიკული დაღლილობის“ მდგომარეობის ნიშნების კორექციაში გვეხმარება და საუკეთესო ბაზაა სხვა პროცედურებისთვის კანის მოსამზადებლად – კარბოქსითერაპიის შემდეგ კანი უფრო კარგად რეაგირებს მკურნალობაზე.

როგორ ტარდება კარბოქსითერაპია?

პირველი ეტაპი ყოველთვის დიაგნოსტიკაა. მის შემდეგ, როცა ექიმი თქვენი კანის მოვლის ჩვევების, გამოყენებული პროდუქტების, მზეზე ყოფნის პერიოდების და სხვა თავისებურებების შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს, მას კანის ტიპის და მდგომარეობის სწორი დიაგნოსტირება შეუძლია.

მეორე ეტაპი – უკუჩვენებების გამოვლენაა. ასეთებია წნევის პრობლემები და ქრონიკული დაავადებები.

მესამე ეტაპი – უშუალოდ პროცედურაა, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში სახის ან სხეულის კანის გასუფთავება ხდება, შემდეგ ინექციის საშუალებით თხევადი გაზის მიკროდოზების  შეყვანა, როგორც ეს მეზოთერაპიის ან ბიორევიტალიზაციის დროს ხდება.

ვისთვის არის რეკომენდირებული კარბოქსითერაპია?

პროცედურას მოკლე ვადაში შეუძლია ისეტი პრობლემების გადაწყვეტა, როგორიცაა:

  • მიმიკური და ღრმა ასაკობრივი ნაოჭები
  • „ფორთოხლის კანი“ თეძოებზე და დუნდულებზე
  • ღაბაბი
  • პიგმენტური ლაქები (ასაკობრივი, ბუნებრივი, პოსტაკნე)
  • თვალის ქვემოთ სიმუქე და შეშუპება
  • მოშვებული კანი
  • რელიეფის ცვლილება
  • ნაწიბურები და სტრიები

ასევე კარბოქსითერაპია ეფექტურია როგორც სარებილიტაციო მეთოდი აგრესიული კოსმეტიკური პროცედურების ან ტრავმის/დამწვრობის შემდეგ.

რატომ უნდა გამოსცადოთ კარბოქსითერაპია?

  1. ეს არის დროით გამოცდილი მეთოდიკა. კლინიკა „ტოტალ შარმში“ მრავალი წლის განმავლობაში კარბოქსითერაპია ექიმ დერმატოკოსმეტოლოგებს საუკეთესო შედეგების მიღწევაში ეხმარება.
  2. ნახშიროჟანგი არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, სწრაფად ტოვებს ორგანიზმს და არ ავნებს მას, ამიტომ კარბოქსითერაპია ყველაზე ნაზი კანისთვისაც შესაფერისი მეთოდია.
  3. ინექციისთვის გამოიყენება მცირე დიამეტრის ნანო ნემსები პაციენტის მაქსიმალური კომფორტისთვის.
  4. ნახშიოჟანგის თხევად ფორმაში შეყვანა ინფექციის განვითარების რისკს ამცირებს.
  5. პროცედურა ნებისმიერი კანის ტიპისთვის და ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჩატარდეს.
  6. ხელმისაწვდომი ფასები არ აღემატება ანალოგიური გამაჯანსაღებელი კოსმეტოლოგიური მეთოდების ღირებულებას.

მოსალოდნელი ეფექტი

თავიდანვე აღსანიშნავია, რომ პროცედურის შემდგომი ეფექტი ინდივიდუალურია. საკმაოდ ასაკობრივი კანისთვის შედეგი მკვეთრად თვალსაჩინოა – ზედაპირული ნაოჭები და რელიეფის დეფექტები პირველი პროცედურების შემდეგ ქრება. 3-5 პროცედურის შემდეგ ნაოჭები რამდენიმე თვით შეგიძლიათ დაივიწყოთ. ასეთივე შედეგი მოსალოდნელია ტრავმის და პოსტანკე ნაწიბურების მკურნალობაში.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback