21 ივლისი, 2019 9344 ნახვა

1990 წლებში LPG Systems-ის მიერ შემუშავებული სხეულის მასაჟის მოწყობილობა არის ღრმა ქსოვილების მასაჟის და ვაკუუმის კომბინაცია სხეულის კორექციისთვის.

LPG თუ მანუალური მასაჟი?

LPG მასაჟის უპირატესობებია ის რომ ვაკუუმური მანიპულის საშუალებით მუშავდება კანის უფრო ღრმა ფენები, მასაჟის ინტენსივობა თანაბარია სრული პროცესის განმავლობაში და ექვსჯერ მაღალია ვიდრე მანუალური მასაჟის დროს.

პროცედურის ჩვენებები:

✔️ ცელულიტის და მოდუნებული კანის კორექცია

✔️ მოცულობის შემცირება და წონის შემცირება

✔️ ნივთიერებათა ცვლის პროცესის აჩქარება

✔️ სხეულის შეშუპების მოცილება

✔️ ორგანიზმიდან შლაკების ტა ტოქსინების განდევნა

✔️ კანის ელასტიურობის და სიმკვრივის აღდგენა

✔️ სხეულის ზოგადი გაჯანსაღება და რელაქსაცია

ორგანიზმის ყველა თავისებურების შესწავლისთვის და პროცედურის სწორი რეჟიმის შერჩევისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ანამნეზის შეგროვება. არსებობს პროცედურის ჩატარების უკუჩვენებები რომლის დროს LPG მასაჟის ჩატარება არ არის რეკომენდირებული ან სულაც აკრძალულია, ამიტომ გაესაუბრეთ თქვენს თერაპევთს ან სპეციალისტს ჩვენს კლინიკაში.

ადგილობრივი უკუჩვენებები:

❌ კეთილთვისებიანი კანის წარმონაქმნები

❌ ვენების ანთება (ფლებიტი) და ტრომბოფლებიტი

❌ ქირურგიული ლიპოსაქციის შემდეგ

❌ ჭრილობები კანის ზედაპირზე

❌ ლიმფური ძარღვების და კვანძების ანთება და სხვა ღრმა ანთებითი და ინფექციური პროცესები

ზოგადი უკუჩვენებები:

❌ ნებისმიერი ავთვისებიანი წარმონაქმნები

❌ ორსულობა

❌ მენსტრუალური ციკლის პირველი დღეები

❌ ნებისმიერი ინფექციური დაავადება აქტიურ პერიოდში

❌ სხეულის მაღალი ტემპერატურა

❌ გემოფილია და სხვა დაავადებები ან პრეპარატების მიღება, რომლებიც იწვევს სისხლის გათხელებას

❌ ეპილეფსია

❌ ღვიძლის, თირკმლების, გულის და სუნთქვის ფუნქციონირების დარღვევები

❌ ენდოკრინული დაავადებები

უშუალოდ პროცედურის წინ იცმევა სპეციალური სამოსის რომელიც კანთან უკეთეს კონტაქტს უზრუნველყოფს, გამორიცხავს კანის გაწელვას და დისკომფორტს ვაკუუმის ზემოქმედებისგან.

პროცედურის მსვლელობისას აპარატის მანიპულა არ ეხება პირდაპირ კანს და მისი მოძრაობები მიმართულია სპეციალური სქემის მიხედვით ლიფტინგის და ლიმფოდრენაჟის ეფექტის მისაღწევად. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს მთლიან სხეულზე ან ლოკალურად მიმდინარე მდგომარეობის და სასურველი შედეგის გათვალისწინებით.

პროცედურის ხანგრძლივობა და პერიოდულობა ინდივიდუალურად ინიშნება სპეციალისტის მიერ. რეკომენდირებულია თერაპიის კურსის ჩატარება – 10-15 პროცედურა კვირაში ორჯერ 1-1,5 თვის განმავლობაში. შედეგი თვალსაჩინო ხდება 6-7 პროცედურის შემდეგ, კანის გამკვრივება და ტონუსის გაუმჯობესება შეიძლება 1-2 პროცედურის შემდეგაც შენიშნოთ.

ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback