კანის პროფესიონალური წმენდა
სერვისის შესახებ

კანის პროფესიონალური წმენდა – საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი და ლამაზი კანის შენარჩუნებასა და მცირე ნაკლოვანებების კორექციისთვის. წმენდა, შეიძლება როგორც დამოუკიდებელ პროცედურად, ასევე სხვა პროცედურების მოსამზადებელ ეტაპად, ჩატარდეს.

სახის კანის სახუძვლიანი წმენდა მას თანაბარ ფერს, სიგლუვეს სძენს, ფორების შევიწროვებას ხელს უწყობს, კანის ტურგორს და დერმის ელასტიურობას ზრდის. ასევე კანი შავი წერტილების, გამონაყარისგან და სხვა მცირე დეფექტებისგან თავისუფლდება. წმენდის სრული პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • სპეციალისტის კონსულტაცია. კოსმეტოლოგი კანის ვიზუალურ დათვალიერებას ახდენს, კრეფს ანამნეზს, შესაძლოა კანის დერმატოლოგიური პრობლემები გამოვლინდეს. ასევე წმენდისა და თერაპიის ოპტიმალურ მეთოდს არჩევს
  • გასუფთავება და დემაკიაჟი.
  • სკრაბი ან/და ალმასური დერმაბრაზია. ამ ეტაპზე ეპიდერმისის რქოვანა შრის ჩამოფცქვნა ხდება.
  • ფორების დარბილება სპეციალური ნიღბის საშუალებით, წმენდის მომდევნო ეტაპების ეფექტურობას ზრდის.
  • უშუალოდ წმენდა. ექიმის დანიშნულების მიხედვით მექანიკური, ვაკუუმური, ქიმიური, ლაზერული, ულტრაბგერითი ან კომბინირებული წმენდის მეთოდი შეირჩევა. ამ დროს ზედმეტი ცხიმის, ღია და დახურული კომედონების, მილიუმის კვანძების მოცილება ხდება.
  • დამატებითი აპარატული მოვლა. ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარსონვალიზაცია, მიოსტიმულაცია, მიკრომასაჟი დაინიშნოს, რაც სისხლის მიმოქცევისთვის, ლიმფოდრენაჟისთვის და კანის რეზისტენტული თვისებების გაუმჯობესებისთვის არის სასარგებლო.
  • დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. ნიღაბი, კრემი, ბალზამი, შრატი კანის ტიპის მიხედვით შეირჩევა.

აღნიშნული მანიპულაციების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია კანზე სიწითლე აღინიშნებოდეს, რაც უახლოესი საათის განმავლობაში გაივლის.

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური წმენდა სახლის პირობებში წმენდასთან შედარებით მისი კვალიფიციური მეთოდიკით და ეფექტურობით გამოირჩევა, ასევე მნიშვნელოვანი ჰიგიენური ასპექტითაც. დამატებითი ინფექციის შეტანის რისკი ასეპტიკის და ანტისეპტიკის ყველა წესის დაცვის პირობებში მცირდება. გამოყენებული იარაღები სპეციალურ დეზინფექციას ექვემდებარება, უმეტესი წილი კი ერთჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

პროცედურა 20 წუთიდან 1,5 საათამდე გრძელდება. წმენდის ჩატარება ჩვენების მიხედვით არის რეკომენდირებული, პრობემური ან ცხიმიანი კანის შემთხვევაში პროფილაქტიკური მიზნებისთვის წელიწადში 1-2ჯერ ან მეტჯერ.

პროცედურაზე ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback