თმის ცვენის მკურნალობა
სერვისის შესახებ

ალოპეციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური ფაქტორი, გადატანილი დაავადებები, მედიკამენტების მიღება, რკინის, თუთიის, მანგანუმის ან სელენის ნაკლებობა, სტრესი და სიცივეც კი. მაგრამ თმის ცვენასთან ბრძოლის ნამდვილად ეფექტური მეთოდები არც თუ ისე ბევრია. ერთერთი მათგანი არის მეზოთერაპია.

მეზოთერაპია არის თანამედროვე კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც მიკროცირკულაციის გაუმჯობესებასა და თმის ფოლიკულურ ნივთიერებებთან ერთად ნუტრიენტებით გამდიდრებას უწყობს ხელს. პროცედურა მოიცავს სპეციალური მედიკამენტების ინექციას, რომელიც ხელს უწყობს თავის თმიანი საფარის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას. გარდა ამისა, პროცედურა არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ასუფთავებს სკალპს და ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას.

როგორც მეზოთერაპიის ერთერთი სახეობა ასევე გამოიყოფა პლაზმალიფტინგი, რომლის დროს სხვადასხვა ვიტამინების და მიკქროელემენტების შემცველი მეზოკოქტეილის ნაცვლად კანში პაციენტის სისხლისდან მიღებული თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა გამოიყენება.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • თმის სეზონური დასუსტება და ცვენა, რომელიც სასარგებლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობით არის გამოწვეული
  • სებორიული დერმატიტის მიერ გამოწვეული კანის პრობლემები
  • თმის ცვენა რეგულარული სტრესის ან დეპრესიის შედეგად
  • ჰორმონალური დარღვევების პროვოცირება ენდოკრინული ჯირკვლების შეფერხება
  • ავიტამინოზით გამოწვეული თმის ცვენა
  • ინტენსიური თმის ცვენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში

პროცედურა ტარდება დერმატოლოგიურ კაბინეტში წინასწარი კონსულტაციის და თმის ცვენის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ. მეზოთერაპია ან პლაზმალიფტინგი შეიძლება დაინიშნოს როგორც თმის ცვენის მკურნალობის ერთ-ერთი თერაპიული საშუალება კომპლექსური მკურნალობის დროს. მკურნალობაში შეიძლება ჩართული იყოს ექიმი ტრიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და სხვა. შესაბამისად თერაპიაც ინიშნება კოსმეტოლოგიური, მედიკამენტური და კვების, სტრესის და სხვა ფაქტორების მინიმიზირებისთვის არის გამიზნული. პროცედურა არ მოითხოვს ანესთეზიას, 15-30 წუთი გრძელდება. მკურნალობის ხანგრძლივობა, პროცედურების რაოდენობა და ინტერვალები ინდივიდუალურია.

სტატიები ბლოგში:
თმის ცვენის მკურნალობა

პროცედურაზე ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback