კანის პროფესიონალური მოვლა
სერვისის შესახებ

კანის პროფესიონალური მოვლა კოსმეტოლოგის კაბინეტში, თანამედროვე ქალის სილამაზის და ახალგაზრდული იერსახის შენარჩუნებას ემსახურება.

სახის კანის პროფესიული მოვლა – რისთვის არის საჭირო?

ყველასთვის ცნობილია ისეთი მოვლის საშუალებები, როგორიცაა კრემები, ნიღბები და ტონიკები. დღესდღეობით მომხმარებლისთვის სხვადასხვა ფასის და შემადგენლობის ათასობით დასახელების პროდუქტი არის ხელმისაწვდომი. მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ სახლის პირობებში მოვლა ხშირად საკმარისი არ არის. არასწორად შერჩეული ან გამოყენებული პროდუქტი კანისთვის ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. დეკორატიული კოსმეტიკა ხანმოკლე მაკორექტირებელ ეფექტს იძლევა და ხშირად ნეგატიურად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

ცხადია, რომ ადრე ქალბატონებისთვის მხოლოდ სახლის პირობებში მოვლა საკმარისი იყო, მაგრამ თანამედროვე კოსმეტოლოგიის აღმოჩენებმა და მიღწევებმა ყოველდღიური მოვლის რუტინა საგრძნობლად შეცვალა. გარდა ამისა ეკოლოგიური მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესებულია, რაც კანის ჯანმრთელობაზეც აისახება. არასასურველი გარემოს ფაქტორებს ცხოვრების სწრაფი რითმი, სტრესი და არასწორი კვება ემატება.

სახლის პირობებში მოვლა ამ ფაქტორების მოქმედების ნეიტრალიზებას ვერ უმკლავდება. ამიტომაც კანის პროფესიული მოვლა ერთერთი აუცილებელი პროცედურაა მათთვის, ვისაც სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნება სურთ.

პროფესიული მოვლა სალონში ან კოსმეტოლოგიურ კაბინეტში

მოვლის პროცედურების ჩატარება რეკომენდირებულია სპეციალისტთან კოსმეტოლოგთან ან დერმატო-კოსმეტოლოგთან, რომელსაც სახის კანის და გამოყენებული ნივთიერებების მოქმედების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გააჩნია.

კანის მოვლა პროცედურების ფართო სპექტრს მოიცავს. ყოველივე მათგანი რაიმე კოსმეტოლოგიური პრობლემის მოგვარებაზე არის მიმართული:

  • აკნეს მკურნალობა
  • ნაწიბურებისა დa სტრიების კორექცია
  • კანის კვება და გაჯანსაღება
  • დაბერების პროფილაქტიკა
  • აქტიური გაახალგაზრდავება და ა.შ.

სწორი მოვლის პროგრამის შერჩევა კანის ინდივიდუალური მახასიათებლების გაTვალისწინებით, მხოლოდ პროფესიონალ კოსმეტოლოგს შეუძლია.

პროფესიონალური კოსმეტიკა

სწორი პროდუქტები – ეფექტური მოვლის ერთერთი უმთავრესი პირობაა. ასეთი პროდუქტების შეძენა მხოლოდ პროფესიულ სალონებში ან სპეციალიზებულ მაღაზიებში არის შესაძლებელი. მათი შემადგენლობა სააფთიაქო პროდუქტებისგან შემადგენელი ნივთიერებების, მიკროელემენტების უფრო მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. პროფესიონალური მოვლის პროდუქტების გამოყენება სახლის პირობებში – ბოლო წლების ტრენდია, მაგრამ მაღალი კონცენტრაციის პროდუქტის არასწორად შერჩევის შემთხვევაში, კანის დაზიანების უფრო მეტი შანსია, ვიდრე პრობლემის მოგვარების. ასეთი პროდუქცია, ისევე უნდა ინიშნებოდეს სპეციალისტის მიერ, როგორც მედიკამენტები ინიშნება.

კლინიკა „ტოტალ შარმში“ სპეციალისტი დერმატო-კოსმეტოლოგი შემოგთავაზებთ სხვადასხვა მოვლის პროგრამებს თქვენი კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად თანამედროვე პროფესიული პროდუქციის გამოყენებით. ასევე ექიმი დაგეხმარებათ სახლის პირობებში მოვლის რუტინის და სწორი პროდუქტების შერჩევაში პროფესიული მოვლის ეფექტის შენარჩუნებისთვის.

 

პროცედურაზე ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback