დღეს ვისაუბროთ ისეთ ქალურ, დელიკატურ და ბედნიერებით აღსავსე თემაზე, როგორიცაა ორსულობა. უფრო სწორად ორსულობა და კანის მოვლა.
ჩვენ ხშირად ვღებულობთ კითხვებს:
ორსულობა შესანიშნავი მდგომარეობა, რომელიც ხშირად ქალის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობაში მეტამორფოზებს ახდენს. ზოგს კანის და თმის მდგომარეობა უუმჯობესდება. ზოგს, პირიქით, მოულოდნელი ანთებითი ელემენტები და პიგმენტაცია უჩნდება. მაგრამ კანის მოვლა აბსოლუტურად ყველას ესაჭიროება!
ორსულობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, კანს სჭირდება მოვლის საბაზისო პროდუქტები: დასაბანი საშუალება, ტონიკი, ქუთუთოების და სახის კრემი! სასურველია მოვლაში შრატის დამატება და ასევე არ დაგავიწყდეთ კანი ნიღბებით და მსუბუქი პილინგებით გაანებივროდ.
თქვენს ორგანიზმს მხარდაჭერა სჭირდება! არაფერი დაშავდება თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, გაწუხებთ ტოქსიკოზი და გამოტოვეთ თქვენი ჩვეულებრივი მოვლის „რიტუალები“. მითუმეტეს, რომ ორსულობის პერიოდში თითოეული თქვენი ქმედება სიამოვნებას და ბედნიერებას უნდა განიჭებდეთ!
სხვა მხრივ ორსულობის პერიოდში მოვლის ძირითადი წესები არ იცვლება. მოვლის 9 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომის შესახებ წაიკითხეთ აქ!
სხვადასხვა მოვლის პროცედურების ჩატარება კომსეტოლოგიურ კაბინეტშიც შეგიძლიათ. მთავარია ექიმს აუცილებლად მოახსენეთ ორსულობის შესახებ და სპეციალისტი გამორიცხავს იმ პროდუქტების გამოყენებას, რომლის შემადგენლობა შეიძლება გამაღიზიანებელი ან მავნებელი იყოს თქვენ მდგომარეობაში.
სამწუხაროდ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უარი უნდა თქვათ ინექციურ პროცედურებზე. ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში? პასუხი ერთია:
მსოფლიო მედიცინის პრაქტიკაში ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე არ ჩატარებულა არანაირი ოფიციალური და შესაბამისად სანდო კვლევა ორსულ ქალბატონებზე ბოტულინოტოქსინის ან სხვა ინექციების გამოყენებით. ესე იგი დადასტურებული არ არის, თუმცა საინექციო ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობის და მოქმედების მექანიზმის ცოდნის საფუძველზე დასაშვებია, რომ ასეთი ჩარევები ნაყოფისთვის მავნებელი შეიძლება აღმოჩნდეს. დარწმუნებული ვართ, თქვენ თავზე და ბავშვზე ასეთი ცდის ჩატარება არ გსურთ.
და დაპირებული პასუხი ბონუს კითხვაზე, რომელიც იმპლანტების დაყენების შემდეგ ძუძუთი კვებას ეხება.
მსოფლიო პრაქტიკა და არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ იმპლანტებით მკერდის მოცულობის გაზრდა ხელს არ უშლის ძუძუთი კვებას. თუ თქვენ ბავშვის გაჩენას აპირებთ, უბრალოდ ამაზე ექიმის ყურადღება გაამახვილეთ და ქირურგი განაკვეთს ძუძუს ქვემოთ ან იღლიის მხრიდან გააკეთებს, რაც – არეოლას გარშემო განაკვეთიდან იმპლანტის შეყვანისგან განსხვავებით – მექანიკურად არ აზიანებს სარძევე ჯირკვლებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ