სერვისები
სისხლძარღვთა ქირურგია
პლასტიკური ქირურგია
ესთეტიკური გინეკოლოგია
დერმატო-კოსმეტოლოგია
აპარატული კოსმეტოლოგია
APTOS ძაფები
ინექციური სკლეროთერაპია

ვარიკოზული ვენები წარმოადგენენ ზომაში გაზრდილ, რელიეფურ, დაგრეხილ სისხლძარღვებს, როგორც წესი ქვედა კიდურებზე, რაც იწვევს ტკივილს, ქავილს, სიმძიმეს და შეშუპებას ფეხებში და სხვა ტიპის დისკომფორტს. ასევე ვარიკოზული ვენები ესთეტიკურ პრობლემასაც წარმოადგენს. სწორედ ამ შემთხვევებში შეგიძლიათ მიმართოთ ინექციურ სკლეროთერაპიას.

სკლეროთერაპია – არის სხვადასხვა ფორმის ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, დაზიანებულ სისხლძარღვში შეყავთ სპეციალური გამაღიზიანებელი ნივთიერება-სკლეროზანტი, რაც გარკვეული პირობების დაცვის შემდეგ ხელს უწყობს ვენის სრულად გაქრობას. შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა, ინექციის ადგილი გადაიხვევა ელასტიური სახვევით. პროცედურის შემდეგ შეიძლება შეინიშნებოდეს პიგმენტაცია, რომელიც სრულად ალაგდება 2 კვირამდე ვადაში.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • მცირე ზომის ზედაპირული სისხლძარვები
  • გაფართოებული კაპილარები სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე
  • ვენური კვანძები
  • მცირე დიამეტრის კანქვეშა ვენები

პროცედურის შესრულებისთვის გამოიყენება მცირე დიამეტრის ნემსი ან მინიკათეტერი. თანამედროვე სკლეროზანტები სრულიად უსაფრთხოა. სკლეროთერაპია შესანიშნავ სამკურნალო და კოსმეთიკურ შედეგს იძლევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან რიგ შემთხვევაში სამუდამოდ.

ვრცლად
ჩაწერა
ვენის ლაზერული აბლაცია

ვენის ლაზერული აბლაცია – არის ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდი. კანზე მცირე ნაჩხლეტის წერტილიდან ულტრაბგერითი აპარატის კონტროლის ქვეშ სპეციალისტ დაზიანებულ ვენაში შეყავს ლაზერული მანიპულა. ლაზერის მიერ გენერირებული ენერგიის ზემოქმედების შემდეგ ვენის “შეწებება” ხდება. დროთა განმავლობაში განადგურებული ვენა იწოვება და კანის ზედაპიზე მისი კვალი არ რჩება. რამოდენიმე წუთიანი უმტკივნეულო მანიპულაციის შემდეგ საჭიროა სპეციალური კომპრესიული სახვევის გამოყენება.

პროცედურის ჩატარების ჩვენებები:

  • სხვადასხვა სტადიის ვარიკოზული დაავადებები
  • მცირე და ფართო დიამეტრის ვენების მოცილება
  • წვის, ქაჩვის, დაღლილობის შეგრძნება

პროცედურა ტარდება საოპერაციოში სისხლძარღვთა ქირურგის მიერ გერმანული წარმოების აპარატით Leonardo® (Bioletic). ხანგრძლივობა 20-40 წუთი. არ საჭროებს განაკვეთებს, ზოგად ნარკოზს და ჰოსპიტალიზაციას.

ვრცლად
ჩაწერა
მინიფლებექტომია

მინიფლებექტომია – ვარიკოზის მკურნალობის ერთერთი ყველაზე ეფექტური და მარტივი პროცედურაა. ვარიკოზული ვენების რთული და ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები თანამედროვე მკურნალობის მეთოდების განვითარების დამსახურებით მცირეინვაზიურ პროცედურებმა ჩაანაცვლა. რაც ნიშნავს, რომ მანიპულაცია არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და ხანგრძლივ რეაბილიტაციას, მნიშვნელოვნად მცირეა გვერდითი მოვლენების განვითარების შანსი.

მანიპულაცია ტარდება საოპერაციოში სისხლძარღვთა ქირურგის მიერ. ხანგრძლივობა 20-40 წუთი. არ საჭროებს განაკვეთებს, ზოგად ნარკოზს და ჰოსპიტალიზაციას. შესაძლოა ინექციურ სკლეროთერაპიასთან ან ვენის ლაზერულ აბლაციასთან კომბინირება.

ვრცლად
ჩაწერა
ინექციური სკლეროთერაპია

ვარიკოზული ვენები წარმოადგენენ ზომაში გაზრდილ, რელიეფურ, დაგრეხილ სისხლძარღვებს, როგორც წესი ქვედა კიდურებზე, რაც იწვევს ტკივილს, ქავილს, სიმძიმეს და შეშუპებას ფეხებში და სხვა ტიპის დისკომფორტს. ასევე ვარიკოზული ვენები ესთეტიკურ პრობლემასაც წარმოადგენს. სწორედ ამ შემთხვევებში შეგიძლიათ მიმართოთ ინექციურ სკლეროთერაპიას.

სკლეროთერაპია – არის სხვადასხვა ფორმის ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, დაზიანებულ სისხლძარღვში შეყავთ სპეციალური გამაღიზიანებელი ნივთიერება-სკლეროზანტი, რაც გარკვეული პირობების დაცვის შემდეგ ხელს უწყობს ვენის სრულად გაქრობას. შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა, ინექციის ადგილი გადაიხვევა ელასტიური სახვევით. პროცედურის შემდეგ შეიძლება შეინიშნებოდეს პიგმენტაცია, რომელიც სრულად ალაგდება 2 კვირამდე ვადაში.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • მცირე ზომის ზედაპირული სისხლძარვები
  • გაფართოებული კაპილარები სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე
  • ვენური კვანძები
  • მცირე დიამეტრის კანქვეშა ვენები

პროცედურის შესრულებისთვის გამოიყენება მცირე დიამეტრის ნემსი ან მინიკათეტერი. თანამედროვე სკლეროზანტები სრულიად უსაფრთხოა. სკლეროთერაპია შესანიშნავ სამკურნალო და კოსმეთიკურ შედეგს იძლევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან რიგ შემთხვევაში სამუდამოდ.

ვრცლად
ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ცხვირის პლასტიკა (რინოპლატიკა)

რინოპლასტიკა- პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც ტარდება ცხვირის გარეგანი და ესთეტიკური დეფორმაციების დროს.
„ტოტალ შარმის“ ექიმები 20 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენებენ თავისივე შემუშავებულ რინოპლასტიკის ორიგინალურ მეთოდებს, რაც გულისხმობს ოპერაციამდე ცხვირის ფორმის მოდელირებას თაბაშირითა და კომპიუტერის მეშვეობით. ჩვენი ქირურგები სარგებლობენ როგორც ღია, ასევე დახურული რინოპლასტიკის ტექნიკით და მოცემულობის მიხედვით გამოიყენებენ კონკრეტულ მეთოდს.

ოპერაცია ტარდება ზოგადი გაუტკივარებით. პოსტოპერაციულად პაციენტი იმყოფება სტაციონარში პროფესიონალი პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და 2 დღის შემდეგ ეწერება ამბულატორიული მკურნალობის რეჟიმით. დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ შეშუპებები და დალურჯება შეუმჩნეველი ხდება და თაბაშირის სახვევებიც იხსნება. ცხვირის საბოლოო ფორმის შეფასება ხდება ოპერაციიდან 6-10 თვის შემდეგ.

ვრცლად
ჩაწერა
ყურის პლასტიკა (ოტოპლასტიკა)

ყურის ნიჟარების პლასტიკა: ყურის ნიჟარის „დგომის“ გასწორება, ნიჟარის შემცირება, ბიბილოს კორექცია. ყურის ნიჟარის ოპერაციები ჩვენთან წარმოებს კლასიკური მეთოდოლოგიით, რომელიც გამოცდილია მრავალწლიანი პრაქტიკით. ჩვენს კლინიკაში ასევე დანერგილია ამ ოპერაციის მცირეინვაზიური წესით წარმოება, როცა ყურის ნიჟარის ფორმა და დგომა სწორდება განაკვეთის გარეშე, ძაფების მეშვეობით.
ოტოპლასტიკა ტარდება ინფილტრაციული გაუტკივარებით. პოსტოპერაციულად შედეგი ფიქსირდება სპეციალური ელასტიური სახვევით 10-14 დღით. შედეგი ნარჩუნდება სამუდამოდ.

ვრცლად
ჩაწერა
ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა)

ბლეფაროპლასტიკა არის ოპერაცია თვალის ქუთუთოს ფორმის კორექციისთვის. ამ ტიპის ჩარევა ზედმეტი კანის და ცხიმის ამოკვეთას გულისხმობს.

ჩვენებები ოპერაციის ჩატარებისთვის:

  • მოშვებული ზედა ან ქვედა ქუთუთოები
  • თვალის კუთხის ჩამოშვება
  • თვალის ჭრილის ან ფორმის ცვლილება

განაკვეთი თვალის გარშემო ბუნებრივ ნაკეცში კეთდება ან თვალის ლორწოვანის მხრიდან (ტრანსკონიუქტივალური მეთოდი). ოპერაცია სტაციონარულ პირობებში ტარდება ზოგადი ნარკოზის ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. ხანგრძლივობა – 1-1,5 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 10-14 დღე.

სტატიები ბლოგში:
ნუშისებრი თვალის ფორმა Aptos ძაფებით

 

 

ვრცლად
ჩაწერა
რიტიდოპლასტიკა (სახის და კისრის ლიფტინგი)

რიტიდოპლასტიკა არის გამაახალგაზრდავებელი ოპერაცია გამოხატული ასაკობრივი ცვლილებების კორექციისთვის როგორც სახის ცალკეულ მონაკვეთებზე, ასევე მთლიანი სახის და კისრის მიდამოებში. კანის ინდივიდუალური თავისებურებების კორექციისთვის ოპერაცია ტარდება ახალგაზრდა ასაკში, ასაკობრივი ცვლილებების კორექციისთვის – 40-45 წლის შემდეგ.

ჩვენებები ოპერაციის ჩატარებისთვის:

  • რბილი ქსოვილების მეტ-ნაკლებად გამოხატული ფტოზი
  • მოშვებული კანი შუბლის მიდამოში და წარბებს შორის ნაოჭები
  • ჩამოწეული წარბის კუთხეები
  • ღრმა ნაკეცები და ნაოჭები სახის შუა მესამედზე
  • კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების დაკარგვა და ჩამოშვება
  • სახის ოვალის კონტურის დარღვევა
  • მოშვებული კანი კისრის არეში

განაკვეთები კეთდება შეუმჩნეველ ზონებში (ყურის უკან, თმიზ ზრდის ხაზის ზემოთ). ოპერაცია სტაციონარულ პირობებში ტარდება ზოგადი ნარკოზის ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. მოითხოვს სტაციონარულ მეთვალყურეობას 1-2 დღის განმავლობაში. ხანგრძლივობა – 1,5 საათიდან. რეაბილიტაციის პერიოდი 10-14 დღე.

სტატიები ბლოგში:
▶ 
ყველაფერი, რაც გაინტერესებთ Aptos ძაფების შესახებ

 

ვრცლად
ჩაწერა
სახის კორექცია იმპლანტებით

სახის მოცულობითი კორექციისთვის და ჰარმონიული პროპორციების აღდგენისთვის ხშირად მცირეინვაზიური ჩარევები არ არის საკმარისი. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება სხვადასხვა ფორმის და ზომის იმპლანტები, რომლის შეყვანა კანქვეშ ქირურგიული მეთოდით ხდება.

ჩვენებები ოპერაციის ჩატარებისთვის:

  • მნიშვნელოვანი თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციები
  • ქსოვილების მოცულობის ნაკლებობა და დაკარგვა
  • ასიმეტრია

განაკვეთები კეთდება შეუმჩნეველ ზონებში (ნიკაპის ქვედა მხარეს ან ქვედა ტუჩის შიდა მხრიდან – ნიკაპის კორექციისთვის;ქუთუთოების ან პირის ღრუს მხრიდან – ყვრიმალების კორექციისთვის). ოპერაცია სტაციონარულ პირობებში ტარდება ზოგადი ნარკოზის ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. მოითხოვს სტაციონარულ მეთვალყურეობას 1-2 დღის განმავლობაში. ხანგრძლივობა –1-1,5 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 10-14 დღე.

სტატიები ბლოგში:
კონტურული პლასტიკა

ვრცლად
ჩაწერა
აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა)

ოპერაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება მუცლის წინა კედლის ე.წ. „ცხიმოვანი წინსაფარი“ ან ამოზნექილი მუცელი.  მუცლის მიდამოს ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბისას კი ძალიან ეფექტურია ლიპოსაქცია.
სტაციონარულად მკურნალობა 3-5 დღე გრძელდება, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი 3-4 კვირას მოიცავს. ზოგჯერ საჭიროა გვერდითი მხარეების დამატებითი ლიპოსაქცია, როდესაც აღინიშნება მცირე „წინსაფარი“ ან მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე.
კლინიკა „ტოტალ შარმი“ პაციენტს სთავაზობს სიმულტანურ ოპერაციას, მინიაბდომინოპლასტიკას ლიპოსაქციით. ამ დროს ჭრილობაც უფრო მცირეა (საკეისრო კვეთასთან შედარებით) და სარეაბილიტაციო პერიოდიც 2-ჯერ უფრო მცირეა.

 

კლასიკური – 5500-9000 ლარი

მინიაბდომინოპლასტიკა – 4500-8000 ლარი

ვრცლად
ჩაწერა
მამოპლასტიკა

მამოპლასტიკის ოპერაციის აუცილებლობის გამომწვევი შეიძლება იყოს მკერდის ესთეტიკური ხარვეზები ან სამედიცინო მაჩვენებლები.

ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • პატარა მკერდის ზომა – იმპლანტებით კორექცია საუკეთესო ვარიანტია მკერდის მოცულობის გასაზრდელად
  • ატროფია – სარძევე ჯირკვლების, დეფორმაცია პოსტალაქტაციის პერიოდში –  ასეთ შემთხვევებში, მეტწილად, მკერდის კორექციის ქირუქგიული ჩარევის გარეშე სასურველი შედეგის მიღება  შეუძლებელია.
  • მკერდის რეკონსტრუქცია – ეს მეთოდი გამოიყენება მკერდის ავთვისებიანი დაავედებების შემთხვევაში . რეკონსტრუქციული მამოპლასტიკა მნიშვნელოვნად ეხმარება ქალებს რადიკალური ოპერაციების შემდეგ რეაბილიტირებაში.
  • მშობიარობის შემდგომი ოპერაცია – მშობიარობისას, იცვლება  სარძევე ჯირკვლების ფორმა, ხოლო მკერდის  იმპლანტაციით და დამატებითი ჯირკვლოვანი ქსოვილების გადაადგილებით შესაძლებელია პირვანდელი სახის აღდგენა.
  • გინეკომასტია (მამაკაცის სარძევე ჯირკვლის ზომაში ზრდა)- ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზებმა. ოპერაცია ხორციელდება ზედმეტად განვითარებული ჯირკვლის მოცილების გზით, ნიღბის ქვეშ გაკეთებული ჭრილობის საშუალებით.

სტატიები ბლოგში:
▶ 
მამოპლასტიკა. ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

ვრცლად
ჩაწერა
ლიპოსაქცია

ლიპოსაქციისას ხდება შემდეგი მიდამოების კორექცია: სახე, კისერი, მხრები, მკერდი, ზურგის „ქეჩო“, მუცლის წინა კედელი, გვერდები, წელი, ბარძაყები, დუნდულოები, მუხლები და წვივები.
ჩვენთან ლიპოსაქცია კეთდება ნოვატორული ტექნოლოგიებით, ბელგიური აპარატით Lipomatic (ლიპოსაქცია ვიბრაციული წესით) და ამერიკული Stars-ით (ლიპოსაქცია როტაციული წესით). მსოფლიოში აღიარებული აპარატურა საშუალებას იძლევა , მოვაცილოთ უფრო მეტი ცხიმოვანი სუსპენზია, მცირე რაოდენობით სისხლის კომპონენტების მინარევით. სხვა მეთოდებთან შედარებით, შედეგები ბევრად უკეთესია, რეაბილიტაცია კი ხანმოკლე.

ვრცლად
ჩაწერა
ტუჩის კორექცია - ბულჰორნი

ოპერაცია “ბულჰორნი” გამოიყენება ზედა ტუჩის კორექციისათვის, რომლის დროსაც ხდება ცხვირის წვეტიდან ზედა ტუჩამდე მანძილის შემცირება. პროცედურა ტუჩების კორექციის ოპერაციების ჯგუფს განეკუთვნება, რომლის ზოგადი სახელწოდება ჰეილოპლასტიკაა.

ოპერაციის დროს, იკვეთება კანის მცირე ნაწილი და ხდება რბილი ქსოვილების ძვლის საზარდულზე დაფიქსირება. პროცედურისას ხდება ზედა ტუჩის ზედაპირის შემცირება.

პროცედურა რეკომენდებულია შემდეგ ჩვენებების დროს:
თხელი ზედა ტუჩი;
ასაკობრივი ცვლილებები
ზედა ტუჩის მოგრძო კანის ნაწილი;
ტრავმა სახეზე;
ასიმეტრია;
პტოზი(კანის მოდუნება);
ზედა ტუჩის არასაკმარისი მოცულობა.

ვრცლად
ჩაწერა
ბიშექტომია (ბიშას ბურთულების ამოკვეთა)

ბიშას ბურთულები – არის ინკაფსულირებული ცხიმოვანი წარმონაქმნები, რომლებიც სახის ორივე მხარეს ლოყის კუნთსა და სახის ზედაპირულ კუნთებს შორის ღრმად კანის ქვეშ მდებარეობს, მაგრამ არ არის კანთან დაკავშირებული. ამ წარმონაქმნებს სახელი მათი აღმომჩენის – ფრანგი ანატომის და ფიზიოლოგის მარი ფრანსუა ქსავიე ბიშას – საპატიოდ დაერქვა.

ბიშექტომია არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროს ლოყის ცხიმოვანი წარმონაქმნები ნაწილობრივად ან სრულად ამოიკვეთება.

ჩვენებები ოპერაციის ჩატარებისთვის:

  • სახის არასასურველი სიმრგვალის კორექცია
  • ყვრიმალების გამოკვეთა
  • სახის შუა მესამედის რემოდელირება

განაკვეთი პირის ღრუს მხრიდან კეთდება. ოპერაცია სტაციონარულ პირობებში ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. ხანგრძლივობა – 1-1,5 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 3-5 დღე.
ეფექტი ჩარევის შემდეგ დაუყოვნებლივ თვალსაჩინო და სამუდამოა, საბოლოო შედეგი 2-3 თვეში ფასდება.⠀

სტატიები ბლოგში:
ბიშექტომია – დადებითი და უარყოფითი არგუმენტები

 

ვრცლად
ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
საშოს კედლების და შორისის აღდგენა 

ინტიმური პლასტიკა თანდაყოლილი ან ტრავმის და ორსულობის შემდეგ გაჩენილი ფიზიოლოგიური, სექსუალური და მორალური პრობლემების მოგვარებაა ქირურგიული მეთოდით.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • მოდუნებული საშოს კუნთოვანი აპარატი
  • 1-2 ხარისხის საშოს კედლების დაწევა
  • საშოს კარიბჭის ღიაობა
  • მსუბუქი ფორმის შარდის სტრესული შეუკავებლობა
  • საშოს და შორისის მშობიარობის შემდგომი პოსტტრავმული დეფორმაცია
  • სასირცხვო ბაგეების ფორმასთან დაკავშირებით სხვა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დისკომფორტი

ოპერაციის ჩატარება რეკომენდირებულია სპინალური ანესთეზიით. ხანგრძლივობა – დაახლოებით 1-2 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 1 თვემდე.

სტატიები ბლოგში:
▶ 
მცირეინვაზიური ინტიმური პლასტიკა Aptos ძაფებით

ვრცლად
ჩაწერა
ინტიმური ზონის პილინგი

პილინგი ინტიმურ ზონაში მუქი ფერის კანის გაღიავებისთვის გამოიყენება და ჰიპერპიგმენტაციასთან დაკავშირებულ ესთეტიკური დისკომფორტის აღმოფხვრაზე არის მიმართული. ინტიმური ზონის პილინგი  ქალბატონების სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველჰყოფს, თავდაჯერებულობას და მიმზიდველობას ზრდის.

ინტიმური ზონის პილინგის ძირითადი ამოცანები:

  • კანის გაწმენდა და გაღიავება
  • ნივთიერებათა ცვლის აღდგენა
  • ქსოვილებში მიკროცირკულაციის გააქტიურებ

ინტიმური ზონის ჰიპერპიგმენტაციის მიზეზები:

  • ორსულობა
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ანემია და სხვა

პროცედურა არ მოითხოვ გაყუჩებას. ხანგრძლივობა – დაახლოებით 30 წუთი. მკვეთრი ეფექტისთვის საჭიროა თერაპიის კურსის ჩატარება 10-დღიანი ინტერვალებით.

ვრცლად
ჩაწერა
ინტიმური ზონის პლაზმალიფტინგი

პლაზმალიფტინგი არის ინექციური პროცედურა, რომლის დროს საშოს ზონაში საკუთარი სისხლიდან მიღებული ტრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა ხდება. საკუთარი პლაზმით თერაპია:

  • ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ტენიანობას
  • აუმჯობესებს ქსოვილების ხარისხს
  • აღადგენს საშოს მგრძნობელობას

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • სიმშრალე საშოს ლორწოვანის ატროფიის დროს
  • წვის შეგრძნება
  • დისპარეუნია – ტკივილი და დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს
  • შარდის სტრესული შეუკავებლობა
  • ასაკობრივი და ჰორმონალური ცვლილებები

პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია ადგილობრივი ანესთეზიით. ხანგრძლივობა – დაახლოებით 30-40 წუთი. თერაპიული ეფექტისთვის საჭიროა პროცედურების კურსის ჩატარება, პროცედურების რაოდენობა და ინტერვალები ინდივიდუალურია.

ვრცლად
ჩაწერა
ლაბიოპლასტიკა

ლაბიოპლასტიკა არის პლასტიკური ოპერაცია სასირცხვო ბაგეების ფორმის და ზომის კორექციისთვის ქალბატონების სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის და თვითკმაყოფილების აღდგენის მიზნით.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • თანდაყოლილი თავისებურებები ან პათოლოგიები
  • ჰიპერტროფირებულად გადიდებული მცირე სასირცხვო ბაგეები
  • ბაგეების ასიმეტრია და დეფორმაცია
  • მშობიარობის შემდგომი ტრავმები
  • ასაკობრივი ცვლილებები
  • სასირცხვო ბაგეების ფორმასთან დაკავშირებით სხვა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დისკომფორტი

 

ოპერაციის ჩატარება რეკომენდირებულია სპინალური ანესთეზიით. ხანგრძლივობა – დაახლოებით 1-2 საათი. რეაბილიტაციის პერიოდი 2 კვირამდე.

სტატიები ბლოგში:
▶ 
მცირეინვაზიური ინტიმური პლასტიკა Aptos ძაფებით

მცირე სასირცხვო ბაგეების ჰიპერტროფია

ვრცლად
ჩაწერა
G წერტილის აუგმენტაცია

ჰიალურონის მჟავის საფუძველზე დამზადებული გელის შეყვანა G წერტილის საპროექციო არეში არა მხოლოდ ზრდის G წერტილის ზონას, არამედ ამცირებს საშოს მოცულობას და ხელს უწყობს მგრძნობელობის მომატებას.

გელის შეყვანა G წერტილის ზონაში ასევე საშუალებას იძლევა, შემცირდეს ურეთრის ჰიპერმოძრაობა – შარდის შეუკავებლობის ძირითადი მიზეზი, რაც თავს იჩენს ქსოვილთა ინვოლუციური ცვლილებების გამო. ამრიგად, G წერტილის აუგმენტაციის პროცედურა ერთდროულად რამდენიმე სერიოზული პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა.

პროცედურამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან

ვრცლად
ჩაწერა
ინტიმური კონტურული პლასტიკა

ინტიმური კონტურული პლასტიკა არის ასაკობრივ ცვლილებებთან თუ ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ესთეტიკური და ფუნქციური ნაკლოვანებების კორექცია ჰიალურონის მჟავის საფუძველზე დერმალური ფილერების ინექციის გზით. იზრდება ქალის სექსუალური მიმზიდველობა და ფსიქოლოგიური კომფორტი.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • ქსოვილების მოცულობის დეფიციტი
  • ზედა სასირცხვო ბაგეების ატროფია
  • კლიტორალურ არეში მგრძნობელობის დაკარგვა
  • ლორწოვანის სიმშრალე
  • G-წერტილის აუგმენტაცია

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. ხანგრძლივობა 20-30 წუთი. შედეგი 10-12 თვემდე ნარჩუნდება.

სტატიები ბლოგში:
▶ 
G-წერტილის აუგმენტაცია

▶ ინტიმური პლასტიკა ლიპოფილინგის მეთოდით

ვრცლად
ჩაწერა
მცირეინვაზიური ინტიმური პლასტიკა Aptos ძაფებით

მცირეინვაზიური ინტიმური პლასტიკა Aptos ძაფების გამოყებებით არის ქირურგიული ჩარევის ღირსეული ალტერნატივა სასირცხვო ბაგეების ფორმის და ზომის კორექციისთვის ქალბატონების სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის და თვითკმაყოფილების აღდგენის მიზნით.

მეთოდის უპირატესობები ქირურგიულ ვაგინოპლასტიკასთან შედარებით:
• პროცედურა ნაკლებად ტრავმულია
• მანიპულაცია განაკვეთის გარეშე ტარდება
• არ ვითარდება ნაწიბური
• არ არის სისხლდენის საშიშროება
• უმტკივნეულოა
• რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი
• ხანგრძლივი ეფექტი
• სრულდება ნებისმიერ ასაკში
• წარმატებით გამოიყენება როგორც ნამშობიარებ, ისე არანამშობიარებ ქალებში
• რეპროდუქციულ სისტემაზე უარყოპითათ არ მოქმედებს
• არ საჭიროებს ანტიბიოტიკებით თერაპიას პროცედურის შემდეგ

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. ხანგრძლივობა – დაახლოებით 30-40 წუთი. რეაბილიტაციის პერიოდი 1-2 კვირამდე.

ვრცლად
ჩაწერა
ინტიმური პლასტიკა ლიპოფილინგის მეთოდით

ინტიმური პლასტიკა ლიპოფილინგის მეთოდით არის ასაკობრივ ცვლილებებთან თუ ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ესთეტიკური და ფუნქციური ნაკლოვანებების კორექცია სპეციალურად დამუშავებული საკუთარი სციმის ინექციის საშუალებით.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • ქსოვილების მოცულობის დეფიციტი
  • ზედა სასირცხვო ბაგეების ატროფია
  • კლიტორალურ არეში მგრძნობელობის დაკარგვა
  • ლორწოვანის სიმშრალე
  • ეპიზიოტომიის ან სხვა ტრავმის შემდეგ დარჩენილი ნაწიბურები

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. ხანგრძლივობა 20-30 წუთი. შედეგი 10-12 თვემდე ნარჩუნდება.

ვრცლად
ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
კონტურული პლასტიკა

კონტურული პლასტიკა არის სახის და სხეულის ასაკობრივი და პოსტრავმატული დეფექტების კორექცია დერმალური ფილერების ინექციის გზით. პროცედურისთვის გამოიყენება სხვადასხვა მახასიათებლების და შემადგენლობის ფილერები (გელები) კანის ზედაპირის გასწორებისთვის, მოცულობის აღდგენისთვის და მომატებისთვის.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • ზედაპირული და ღრმა ნაოჭები/ნაკეცები
  • პოსტრავმატული ნაწიბურების კორექცია
  • ქსოვილების მოცულობის დეფიციტი
  • ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის, ცხვირის ესთეტიკური კორექცია
  • თვალის ქვემოთ უპეები
  • ტუჩების გარშემო წვრილი ნაოჭები
  • სხეულის ნებისმიერი მონაკვეთის მცირე დეფექტები

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 15-40 წუთი. შედეგი 10-12 თვემდე ნარჩუნდება.

ვრცლად
ჩაწერა
ბოტულინოტოქსინის ინექციები

ბოტულინოტოქსინის ინექციები ყველაზე ეფექტური საშუალებაა მიმიკური ნაოჭების კორექციისთვის. ბოტულინოტოქსინი ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გატარებას დროებით არღვევს, რითაც ფაქტობრივად აჩერებს კუნთის შეკუმშვას და ხელს უშლის ნაოჭის წარმოქმნას. პრეპარატი პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს კუნთოვან ქსოვილზე და მის სტრუქტურაზე, პრეპარატის მოქმედების გასვლის შემდეგ ნერვის სიგნალის მიწოდება აღდგება და კუნთი ისევ აქტიური ხდება. ინექციის მიკროდოზები ტარდება უშუალოდ კორექციის არეში. პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • შუბლის ჰორიზონტალური ხაზები
  • წარბებს შორის ნაკეცები
  • თვალის კუთხეებში ნაოჭები
  • ცხვირის წვერის კორექცია
  • კისრის ნაოჭები

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, არ საჭიროებს გამაყუჩებელი კრემის გამოყენებას. ხანგრძლივობა 10-15 წუთი. შედეგი 4-6 თვემდე ნარჩუნდება.

სტატიები ბლოგში:
ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) მკურნალობა

ვრცლად
ჩაწერა
ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია არის მეზოთერაპიის ერთერთი სახეობა და კანში ჰიალურონის მჟავის პრეპარატების შეყვანას გულისხმობს. კანის ღრმა დატენიანებისთვის, სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და გაახალგაზრდავებისთვის პროცედურა ნებისმიერ უბანზე ტარდება. ძირითადად ეს უბნებია რომლებსაც ყველაზე ხშირად აქვთ ულტრაიისფერ სხივებთან და გარემოს სხვა დამაზიანებელ ფაქტორებთან შეხება: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევნები.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • გამოფიტული და გამომშრალი კანი
  • ელასტიურობის და ტონუსის დაკარგვა
  • მსუბუქი ფტოზი
  • ზედაპირული ნაოჭები
  • დაბერების ნიშნების პროფილაქტიკა

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 20-30 წუთი. მოითხოვ მკურნალობის კურსის ჩატარებას: 3-5 პროცედურას 1-2 კვირიანი ინტერვალებით.

სტატიები ბლოგში:
▶ 
როგორ გადავარჩინოთ კანი ზაფხულის შემდეგ?

ვრცლად
ჩაწერა
მეზოთერაპია

მეზოთერაპია – არის მცირე დოზის მედიკამენტების შეყვანა უშუალოდ კანქვეშ. მეზოთერაპიის ეფექტი მიიღწევა როგორც პრეპარატის სამკურანალო თვისებების დამსახურებით, ასევე კანზე მდებარე ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულაციით. მეზოთერაპია ძალიან სასარგებლო, პროფილაქტიური და სამკურნალო პროცედურაა.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • კანის დაბერების პროცესის პროფილაქტიკა და შენელება
  • სხვადასხვა ტიპის ნაწიბურები (ატროფიული, კელოიდური, ჰიპერტროფიული)
  • აკნე
  • ალოპეცია
  • წინასაოპერაციო მომზადება
  • პოსტოპერაციული რეაბილიტაცია
  • აგრესიული კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდგომი რეაბილიტაცია
  • ნაოჭები
  • პიგმენტაცია
  • კანის ტონუსის აღდგენა
  • ღაბაბის მოცილება
  • ოვალის მკვეთრი კონტურის აღდგენა
  • თვალის ქვემოთ სიმუქის და შეშუპების მკურნალობა
  • კანის ფერის და ტექსტურის გათანაბრება
  • კანის დატენიანება და გამკვრივება

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 20-30 წუთი. მოითხოვს მკურნალობის კურსის ჩატარებას: 3-5 პროცედურას 1-2 კვირიანი ინტერვალებით.

სტატიები ბლოგში:
მეზოთერაპიის ჩვენებები

▶ 10 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ

▶ გამონაყარისა და აკნეს მკურნალობა

ვრცლად
ჩაწერა
პლაზმალიფტინგი

პლაზმალიფტინგი რევიტალიზაციის ინოვაციური ინექციური პროცედურაა, რომელიც ბიძგს აძლევს კანის ბუნებრივ გაახალგაზრდავებას და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასევე ეს არის მეზოთერაპიის ერთერთი სახეობა და კანში პაციენტი სისხლისგან მიღებული თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის პრეპარატის შეყვანას გულისხმობს, რომელიც არის ბუნებრივი „ახალგაზრდობის ელიქსირი” და მაღალი კონცენტრირებით ზრდის ფაქტორებს, ჰორმონებს, ცილებს და ვიტამინების ბუნებრივ კომბინაციას შეიცავს. კანის ღრმა დატენიანებისთვის, სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და გაახალგაზრდავებისთვის პროცედურა ნებისმიერ უბანზე ტარდება. ძირითადად ეს უბნებია რომლებსაც ყველაზე ხშირად აქვთ ულტრაიისფერ სხივებთან და გარემოს სხვა დამაზიანებელ ფაქტორებთან შეხება: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევნები.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • ზოგადად კანის და სახის ოვალის ასაკობრივი ცვლილებები
  • აკნეს და პოსტაკნეს ნაწიბურების კომპლექსური მკურნალობა
  • ფოტოდაბერების ნიშნები, პიგმენტაცია, ცელულიტი
  • ფკჯპეციისა და სებორეული დერმატიტის კომპლექსური მკურნალობა
  • კანის არათანაბარი ფერი და რელიეფი

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 30-40 წუთი. მოითხოვ მკურნალობის კურსის ჩატარებას: 3-5 პროცედურას მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული ინტერვალებით.

სტატიები ბლოგში:
▶ 
PRP თერაპია თანამედროვე კოსმეტოლოგიაში

ვრცლად
ჩაწერა
ქიმიური პილინგი

ქიმიური პილინგი გაახალგაზრდავების კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომლის დროსაც კანის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებით ზემოქმედებენ. ყველაზე ხშირად ქიმიური პილინგისათვის გამოიყენება, ორგანული მჟავები. სწორად ჩატარებული პროცედურა ახდენს კანის მკვდარი უჯრედების თანაბარ აქერცვლას. პილინგის პროცედურა ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და გაახალგაზრდავებას.

ქიმიური პილინგი სხვა უოპერაციო პროცედურებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება. იგი გამოირჩევა მაღალეფექტურობით და საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მიღებულ იქნას გაახალგაზრდავების სასურველი შედეგი, მცირე სარეაბილიტაციო პერიოდით.

ქიმიური პილინგის პროცედურა აგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა:

  • კანის ჰიპერპიგმენტაცია
  • ნაოჭები
  • ელასტიურობის დაკარგვა
  • აკნეს და ნაწიბურების მკურნალობა
  • დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები და სხვა
ვრცლად
ჩაწერა
ჰიპერჰიდროზის მკურნალობა

ბოტულინოტოქსინის ინექციები ჭარბოფლიანობის მკურნალობის ერთერთი მეთოდია. ბოტულინოტოქსინი ნერვის იმპულსების გატარებას დროებით არღვევს, რითაც აფერხებს საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის გამოყოფას. პრეპარატი პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს საოფლე ჯირკვლებზე და მათ სტრუქტურაზე, პრეპარატის მოქმედების გასვლის შემდეგ ნერვის სიგნალის მიწოდება აღდგება და ჯირკვლები ისევ აქტიური ხდებიან. ინექციის მიკროდოზები ტარდება უშუალოდ კორექციის არეში. პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

ჭარბოფლიანობა…

  • იღლიების მიმადოში
  • ფეხის ან ხლის გულებზე
  • შუბლის არეში

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, არ საჭიროებს გამაყუჩებელი კრემის გამოყენებას. ხანგრძლივობა 30 წუთი. შედეგი სახეზე 4-6 თვემდე ნარჩუნდება, სხეულზე 1 წლამდე.

სტატიები ბლოგში:
▶ 
ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) მკურნალობა

ვრცლად
ჩაწერა
თმის ცვენის მკურნალობა

ალოპეციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური ფაქტორი, გადატანილი დაავადებები, მედიკამენტების მიღება, რკინის, თუთიის, მანგანუმის ან სელენის ნაკლებობა, სტრესი და სიცივეც კი. მაგრამ თმის ცვენასთან ბრძოლის ნამდვილად ეფექტური მეთოდები არც თუ ისე ბევრია. ერთერთი მათგანი არის მეზოთერაპია.

მეზოთერაპია არის თანამედროვე კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც მიკროცირკულაციის გაუმჯობესებასა და თმის ფოლიკულურ ნივთიერებებთან ერთად ნუტრიენტებით გამდიდრებას უწყობს ხელს. პროცედურა მოიცავს სპეციალური მედიკამენტების ინექციას, რომელიც ხელს უწყობს თავის თმიანი საფარის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას. გარდა ამისა, პროცედურა არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ასუფთავებს სკალპს და ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას.

როგორც მეზოთერაპიის ერთერთი სახეობა ასევე გამოიყოფა პლაზმალიფტინგი, რომლის დროს სხვადასხვა ვიტამინების და მიკქროელემენტების შემცველი მეზოკოქტეილის ნაცვლად კანში პაციენტის სისხლისდან მიღებული თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა გამოიყენება.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • თმის სეზონური დასუსტება და ცვენა, რომელიც სასარგებლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობით არის გამოწვეული
  • სებორიული დერმატიტის მიერ გამოწვეული კანის პრობლემები
  • თმის ცვენა რეგულარული სტრესის ან დეპრესიის შედეგად
  • ჰორმონალური დარღვევების პროვოცირება ენდოკრინული ჯირკვლების შეფერხება
  • ავიტამინოზით გამოწვეული თმის ცვენა
  • ინტენსიური თმის ცვენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში

პროცედურა ტარდება დერმატოლოგიურ კაბინეტში წინასწარი კონსულტაციის და თმის ცვენის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ. მეზოთერაპია ან პლაზმალიფტინგი შეიძლება დაინიშნოს როგორც თმის ცვენის მკურნალობის ერთ-ერთი თერაპიული საშუალება კომპლექსური მკურნალობის დროს. მკურნალობაში შეიძლება ჩართული იყოს ექიმი ტრიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და სხვა. შესაბამისად თერაპიაც ინიშნება კოსმეტოლოგიური, მედიკამენტური და კვების, სტრესის და სხვა ფაქტორების მინიმიზირებისთვის არის გამიზნული. პროცედურა არ მოითხოვს ანესთეზიას, 15-30 წუთი გრძელდება. მკურნალობის ხანგრძლივობა, პროცედურების რაოდენობა და ინტერვალები ინდივიდუალურია.

სტატიები ბლოგში:
თმის ცვენის მკურნალობა

ვრცლად
ჩაწერა
კანის პროფესიონალური წმენდა

კანის პროფესიონალური წმენდა – საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი და ლამაზი კანის შენარჩუნებასა და მცირე ნაკლოვანებების კორექციისთვის. წმენდა, შეიძლება როგორც დამოუკიდებელ პროცედურად, ასევე სხვა პროცედურების მოსამზადებელ ეტაპად, ჩატარდეს.

სახის კანის სახუძვლიანი წმენდა მას თანაბარ ფერს, სიგლუვეს სძენს, ფორების შევიწროვებას ხელს უწყობს, კანის ტურგორს და დერმის ელასტიურობას ზრდის. ასევე კანი შავი წერტილების, გამონაყარისგან და სხვა მცირე დეფექტებისგან თავისუფლდება. წმენდის სრული პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • სპეციალისტის კონსულტაცია. კოსმეტოლოგი კანის ვიზუალურ დათვალიერებას ახდენს, კრეფს ანამნეზს, შესაძლოა კანის დერმატოლოგიური პრობლემები გამოვლინდეს. ასევე წმენდისა და თერაპიის ოპტიმალურ მეთოდს არჩევს
  • გასუფთავება და დემაკიაჟი.
  • სკრაბი ან/და ალმასური დერმაბრაზია. ამ ეტაპზე ეპიდერმისის რქოვანა შრის ჩამოფცქვნა ხდება.
  • ფორების დარბილება სპეციალური ნიღბის საშუალებით, წმენდის მომდევნო ეტაპების ეფექტურობას ზრდის.
  • უშუალოდ წმენდა. ექიმის დანიშნულების მიხედვით მექანიკური, ვაკუუმური, ქიმიური, ლაზერული, ულტრაბგერითი ან კომბინირებული წმენდის მეთოდი შეირჩევა. ამ დროს ზედმეტი ცხიმის, ღია და დახურული კომედონების, მილიუმის კვანძების მოცილება ხდება.
  • დამატებითი აპარატული მოვლა. ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარსონვალიზაცია, მიოსტიმულაცია, მიკრომასაჟი დაინიშნოს, რაც სისხლის მიმოქცევისთვის, ლიმფოდრენაჟისთვის და კანის რეზისტენტული თვისებების გაუმჯობესებისთვის არის სასარგებლო.
  • დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. ნიღაბი, კრემი, ბალზამი, შრატი კანის ტიპის მიხედვით შეირჩევა.

აღნიშნული მანიპულაციების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია კანზე სიწითლე აღინიშნებოდეს, რაც უახლოესი საათის განმავლობაში გაივლის.

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური წმენდა სახლის პირობებში წმენდასთან შედარებით მისი კვალიფიციური მეთოდიკით და ეფექტურობით გამოირჩევა, ასევე მნიშვნელოვანი ჰიგიენური ასპექტითაც. დამატებითი ინფექციის შეტანის რისკი ასეპტიკის და ანტისეპტიკის ყველა წესის დაცვის პირობებში მცირდება. გამოყენებული იარაღები სპეციალურ დეზინფექციას ექვემდებარება, უმეტესი წილი კი ერთჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

პროცედურა 20 წუთიდან 1,5 საათამდე გრძელდება. წმენდის ჩატარება ჩვენების მიხედვით არის რეკომენდირებული, პრობემური ან ცხიმიანი კანის შემთხვევაში პროფილაქტიკური მიზნებისთვის წელიწადში 1-2ჯერ ან მეტჯერ.

ვრცლად
ჩაწერა
კანის პროფესიონალური მოვლა

კანის პროფესიონალური მოვლა კოსმეტოლოგის კაბინეტში, თანამედროვე ქალის სილამაზის და ახალგაზრდული იერსახის შენარჩუნებას ემსახურება.

სახის კანის პროფესიული მოვლა – რისთვის არის საჭირო?

ყველასთვის ცნობილია ისეთი მოვლის საშუალებები, როგორიცაა კრემები, ნიღბები და ტონიკები. დღესდღეობით მომხმარებლისთვის სხვადასხვა ფასის და შემადგენლობის ათასობით დასახელების პროდუქტი არის ხელმისაწვდომი. მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ სახლის პირობებში მოვლა ხშირად საკმარისი არ არის. არასწორად შერჩეული ან გამოყენებული პროდუქტი კანისთვის ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. დეკორატიული კოსმეტიკა ხანმოკლე მაკორექტირებელ ეფექტს იძლევა და ხშირად ნეგატიურად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

ცხადია, რომ ადრე ქალბატონებისთვის მხოლოდ სახლის პირობებში მოვლა საკმარისი იყო, მაგრამ თანამედროვე კოსმეტოლოგიის აღმოჩენებმა და მიღწევებმა ყოველდღიური მოვლის რუტინა საგრძნობლად შეცვალა. გარდა ამისა ეკოლოგიური მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესებულია, რაც კანის ჯანმრთელობაზეც აისახება. არასასურველი გარემოს ფაქტორებს ცხოვრების სწრაფი რითმი, სტრესი და არასწორი კვება ემატება.

სახლის პირობებში მოვლა ამ ფაქტორების მოქმედების ნეიტრალიზებას ვერ უმკლავდება. ამიტომაც კანის პროფესიული მოვლა ერთერთი აუცილებელი პროცედურაა მათთვის, ვისაც სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნება სურთ.

პროფესიული მოვლა სალონში ან კოსმეტოლოგიურ კაბინეტში

მოვლის პროცედურების ჩატარება რეკომენდირებულია სპეციალისტთან კოსმეტოლოგთან ან დერმატო-კოსმეტოლოგთან, რომელსაც სახის კანის და გამოყენებული ნივთიერებების მოქმედების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გააჩნია.

კანის მოვლა პროცედურების ფართო სპექტრს მოიცავს. ყოველივე მათგანი რაიმე კოსმეტოლოგიური პრობლემის მოგვარებაზე არის მიმართული:

  • აკნეს მკურნალობა
  • ნაწიბურებისა დa სტრიების კორექცია
  • კანის კვება და გაჯანსაღება
  • დაბერების პროფილაქტიკა
  • აქტიური გაახალგაზრდავება და ა.შ.

სწორი მოვლის პროგრამის შერჩევა კანის ინდივიდუალური მახასიათებლების გაTვალისწინებით, მხოლოდ პროფესიონალ კოსმეტოლოგს შეუძლია.

პროფესიონალური კოსმეტიკა

სწორი პროდუქტები – ეფექტური მოვლის ერთერთი უმთავრესი პირობაა. ასეთი პროდუქტების შეძენა მხოლოდ პროფესიულ სალონებში ან სპეციალიზებულ მაღაზიებში არის შესაძლებელი. მათი შემადგენლობა სააფთიაქო პროდუქტებისგან შემადგენელი ნივთიერებების, მიკროელემენტების უფრო მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. პროფესიონალური მოვლის პროდუქტების გამოყენება სახლის პირობებში – ბოლო წლების ტრენდია, მაგრამ მაღალი კონცენტრაციის პროდუქტის არასწორად შერჩევის შემთხვევაში, კანის დაზიანების უფრო მეტი შანსია, ვიდრე პრობლემის მოგვარების. ასეთი პროდუქცია, ისევე უნდა ინიშნებოდეს სპეციალისტის მიერ, როგორც მედიკამენტები ინიშნება.

კლინიკა „ტოტალ შარმში“ სპეციალისტი დერმატო-კოსმეტოლოგი შემოგთავაზებთ სხვადასხვა მოვლის პროგრამებს თქვენი კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად თანამედროვე პროფესიული პროდუქციის გამოყენებით. ასევე ექიმი დაგეხმარებათ სახლის პირობებში მოვლის რუტინის და სწორი პროდუქტების შერჩევაში პროფესიული მოვლის ეფექტის შენარჩუნებისთვის.

 

ვრცლად
ჩაწერა
თვალის ირგვლივ კანის მოვლა

თანამედროვე კოსმეტოლოგია მუდმივად ვითარდება. ახალი პროცედურები და კანის მოვლის პროდუქტები ჩნდება. თვალის გარშემო მიდამო განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ყველა პროცედურა და საშუალება ამ მონაკვეთისთვის უსაფრთხო და ეფექტური არ არის. კონკრეტულ შემთხვევაში ასაკის, კანის ტიპის და პრობლემის მიხედვით კორექციის მეთოდს სპეციალისტი ინდივიდუალურად არჩევს.

თვალების გარშემო მიდამოში ყველაზე გავრცელებული პრობლემები:

  • სიმუქე თვალის ქვემოთ არეში
  • კანის ზედმეტი სიმშრალე
  • მიმიკური ნაოჭები თვალის კუთხეში
  • ჩამოწეული ქუთუთო
  • შეშუპება
  • გამოხატული პიგმენტაცია
  • ზედაპირული კაპილარული ბადე
  • დაღლილი თვალების ეფექტი
  • თვალის ქვემოთ ჩაღრმავებული უპეები

თვალების ირგვლივ კანის დაბერების პირველი ნიშნები შესაძლოა 25 წლის ასაკისთვის შესამჩნევი გახდეს. კოსმეტოლოგის მიზანია არა მხოლოდ ოპტიმალური და ეფექტური პროცედურების, არამედ სახლის პირობებში გამოყენებისთვის კოსმეტიკური საშუალებების შერჩევაა.

პროცედურების ნაირსახეობა:

  • ფრაქციული გაახალგაზრდავება/პილინგი
  • ფოტოგაახალგაზრდავება
  • ქიმიური პილინგი
  • მეზოთერაპია
  • ბიორევიტალიზაცია
  • კონტურული პლასტიკა
  • ბოტულინოთერაპია

სტატიები ბლოგში:
მუქი წრეები თვალების ირგვლივ

▶ შეინარჩუნეთ თვალის გარშემო კანის ახალგაზრდობა

 

ვრცლად
ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
კარბოქსითერაპია

კარბოქსითერაპია კანის გაახალგაზრდავებისა და ტრავმის შემდგომი და პოსტაკნე ნაწიბურების კორექციის ერთერთ ყველაზე ნაკლებად აგრესიულ და მაქსიმალურად კომფორტულ მეთოდად მიიჩნევა.

კარბოქსითერაპია – არის მოლეკულური CO2-ის კანქვეშ შეყვანა, უჯრედები ნახშიროჟანგით გარეჯების შემდეგ გაძლიერებულად იზიდავს ჟანგბადს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს სისხლის ჟანგბადით გამდიდრებას და უჯრედულ მეტაბოლიზმს. შედეგად კანი თავისუფლდება ტოქსინებისგან, იწყება უჯრედულ დონეზე აღდგენა და კოლაგენის გამომუშავება. ფაქტიურად ეპიდერმისის რეგენერაცია, ლიფტინგი, პიგმენტაციის გაქრობა და ზოგადი გაჯანსაღება ხდება.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • მიმიკური და ღრმა ასაკობრივი ნაოჭები
  • „ფორთოხლის კანი“ თეძოებზე და დუნდულებზე
  • ღაბაბი
  • პიგმენტური ლაქები (ასაკობრივი, ბუნებრივი, პოსტაკნე)
  • თვალის ქვემოთ სიმუქე და შეშუპება
  • მოშვებული კანი
  • რელიეფის ცვლილება
  • ნაწიბურები და სტრიები

ასევე კარბოქსითერაპია ეფექტურია როგორც სარებილიტაციო მეთოდი აგრესიული კოსმეტიკური პროცედურების ან ტრავმის/დამწვრობის შემდეგ.

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, სურვილის მიხედვით ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 20-30 წუთი მცირე ზონებზე. მოითხოვს მკურნალობის კურსის ჩატარებას: მინიმუმ 3-5 პროცედურას 1-2 კვირიანი ინტერვალებით.

სტატიები ბლოგში:

რა არის კარბოქსითერაპია?

 

ვრცლად
ჩაწერა
ალმასური დერმაბრაზია

ალმასური დერმაბრაზია კანის გაახალგაზრდავების და მოვლის არაინვაზიური მეთოდია.

აპარატის ალმასური თავაკი ასუფთავებს ფორებს ზედმეტი ცხიმისგან, დაბინძურებისგან და ანთავისუფლებს მკვდარი უჯრედებისგან, რაც ხელს უწყოებს ახალი ჯანმრთელი უჯრედების გამოჩენას და კანს გლუვ, უფრო მბრწყინავ და უზადო ფერს ანიჭებს.

ალმასურ დერმაბრაზიის ჩვენებები:

  • “მცირე ხაზები” და ნაოჭები
  • აკნეს და ტრავმის შემდგომი ნაწიბურები
  • ფორების გაფართოება
  • თეთრი და შავი კომედონები
  • ჰიპერპიგმენტაცია
  • კანის არათანაბარი სტრუქტურა და ფერი

დერმაბრაზია ტარდება სახესა და სხეულზე დამოუკიდებელ პროცედურად ან კურსებად, როგორც ღრმა კომპლექსური წმენდის ერთერთი ეტაპი ან სხვა პროცედურებისთვის კანის მოსამზადებლად. პროცედურას გააცნია უკუჩვენებები, ჩატარებამდე გაესაუბრეთ დერმატოლოგს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე და პროცედურის დანიშნულებაზე. მთლიანი სახის დამუშავება საშუალოდ 10-15 წუთი გრძელდება.

გამოიყენება აპარატი:

ვრცლად
ჩაწერა
კრიოთერაპია

კრიოთერაპია – არის ფიზიოთერაპიული პროცედურა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიურ სფეროში, როგორც ხალების, ნევუსების და პაპილომების მოშორების მარტივი და უსაფრთხო მეთოდი.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • დერმალური ნევუსები (მეჭეჭი, ხალი, პაპილომა)
  • დერმატოფიბრომა
  • ქსანტელაზმა
  • ნევუსების ფერის, ფორმის ან სტრუქტურის ცვლილებები
  • დისკომფორტი ან ტკივილი ნევუსსზე შეხების ან დაჭერის დროს

მისი მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ხანმოკლე დაბალი ტემპერატურების ზემოქმედებაზე, რომელიც უჯრედებში და მათ შორის წყლის ქრისტალიზებას და სრულ გაუწყლოვანებას ახდენს. დეჰიდრატაცია და ასეთი ძლიერი მოყინვის შემდგომ ორგანიზმში გააქტიურებული პროცესები კანზე არასასურველი წარმონაქმნების ქსოვილების სიკვდილს იწვევს. პროცედურა ხელმისაწვდომი და მარტივია, რაც მთავარია სიცივით ზემოქმედება გამორიცხავს ინფექციის განვითარების რისკს.

საეჭვო წარმონაქმნების შემთხვევაში საჭიროა მისი გამოკვლევა პროცედურამდე. პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში, ხანგრძლივობა 15-20 წუთი. პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი მოითხოვს ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას. რეაბილიტაციის პერიოდი 3-6 კვირა გრძელდება და ნევუსის ადგილას სრულყოფილი კანის საფარის ფორმირებით სრულდება.

 

ვრცლად
ჩაწერა
ლაზერული თერაპია

ასაკთან ერთად, კანი განიცდის კოლაგენისა და ელასტინის დანაკლისს, ორგანიზმში მათი სინთეზის შემცირების გამო. ლაზერული გაახალგაზრდავების მეშვეობით, ხდება კანის აღდგენა კოლაგენის გამომუშავების მეთოდით, რაც უმჯობესებს კანის ვიზუალური მდგომარეობას.

ლაზერული კოსმეტოლოგია – არის თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ეფექტური სფერო. სახის და სხეულის კანის გაახალგაზრდავების ლაზერული მეთოდების შედეგები მსგავსია პლასტიკური ოპერაციის გზით მიღებული შედეგებისა, იმ განსხვავებით, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი მკვეთრად მცირეა.

ფრაქციული ლაზერი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • კანის გაახალგაზრდავება
  • კანის სიმკვრივის გაუმჯობესება
  • სახის კანის კონტურის აღდგენა
  • ჰიპერპიგმენტაციის აღმოფხვრა
  • ნაოჭების კორექცია

სტატიები ბლოგში:
▶ 
სტრიების ლაზერული მკურნალობა

ვრცლად
ჩაწერა
Rf ლიფტინგი

Rf ლიფტინგი.

ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენური ბოჭკოები იფიტება, რის შედეგაც კანის ტონუსი დუნდება. რადიოტალღური ლიფტინგის მეშვეობით ხდება ბოჭკოების სტიმულაცია და კოლაგენის გამომუშავების აღდგენა.

პროცედურა საშუალებას გაძლევთ გაიახალგაზრდავოთ კანი უოპერაციო მეთოდით და ამასთანავე ხანგრძლივი ეფექტით.

კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით. რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზე, რის შედეგადაც ხდება კოლაგენის სინთეზის გააქტიურება და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვნად შემცირება. ასეთ დროს, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოები იჭიმება, რის შედეგადაც იმატებს კანის ტონუსი, რაც მას ხდის უფრო მკვრივს და ელასტიურს.

Rf ლიფტინგის პროცედურის ჩატარება მიზანშეწონილია შემდეგი ჩვენებების დროს:

სახე:

კანის მოდუნება
კანის ქსოვილების პტოზი
ნაოჭები თვალების ირგვლივ
ღრმა მიმიკური ნაოჭები

სხეული:

ცხიმის განლაგება პრობლემურ ზონებში
ცელულიტი
სტრიები
კანის ელასტიურობის დარღვევა.

ვრცლად
ჩაწერა
კარბონის პილინგი (Spectra Peel)

კარბონის ლაზერული პილინგი – არის თანამედროვე კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც კანზე ნეოდიმის ლაზერის და  სპეციალური ნანო-ლოსიონის ნახშიროჟანგის ნაწილაკებით ზემოქმედებას აერთიანებს.
Spectra Peel – ფორების გასუფთავების და კანის რეგულარული მოვლის დელიკატური და ეფექტური საშუალებაა. პროცედურა უნიკალური და მისი ჩატარება წლის ნებისმიერ სეზონზე არის შესაძლებელი.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • აკნე
  • მცირე სისხლძარღვების მკურნალობა
  • კანის სიწითლე
  • ერითემას მკურნალობა
  • პოსტ-აკნე თერაპია
  • მელაზმას მკურნალობა
  • სხვადასხვა ტიპის პიგმენტაცია, ჭორფლები
  • კანის გაახალგაზრდავება
  • სებორეა სახის ფორების გაფართოებით
  • ცხიმის გამოყოფის დისბალანსი
  • ტატუს და პერმანენტული მაკიაჟის მოშორება

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ლაზეროთერაპიის სპეცილიზაციის მქონე ექიმის მიერ. არ საჭიროებს გაყუჩებას, არ გააჩნია სარეაბილიტაციო პერიოდი. ხანგრძლივობა 30-40 წუთი. მოითხოვს მკურნალობის კურსის ჩატარებას: 3-5 პროცედურიდან 1-2 კვირიანი ინტერვალებით.

სტატიები ბლოგში:
▶ 
ტატუს და პერმანენტული მაკიაჟის მოშორება

▶  აკნეს მკურნალობა 

ვრცლად
ჩაწერა
კანის პროფესიონალური წმენდა

კანის პროფესიონალური წმენდა – საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი და ლამაზი კანის შენარჩუნებასა და მცირე ნაკლოვანებების კორექციისთვის. წმენდა, შეიძლება როგორც დამოუკიდებელ პროცედურად, ასევე სხვა პროცედურების მოსამზადებელ ეტაპად, ჩატარდეს.

სახის კანის სახუძვლიანი წმენდა მას თანაბარ ფერს, სიგლუვეს სძენს, ფორების შევიწროვებას ხელს უწყობს, კანის ტურგორს და დერმის ელასტიურობას ზრდის. ასევე კანი შავი წერტილების, გამონაყარისგან და სხვა მცირე დეფექტებისგან თავისუფლდება. წმენდის სრული პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • სპეციალისტის კონსულტაცია. კოსმეტოლოგი კანის ვიზუალურ დათვალიერებას ახდენს, კრეფს ანამნეზს, შესაძლოა კანის დერმატოლოგიური პრობლემები გამოვლინდეს. ასევე წმენდისა და თერაპიის ოპტიმალურ მეთოდს არჩევს
  • გასუფთავება და დემაკიაჟი.
  • სკრაბი ან/და ალმასური დერმაბრაზია. ამ ეტაპზე ეპიდერმისის რქოვანა შრის ჩამოფცქვნა ხდება.
  • ფორების დარბილება სპეციალური ნიღბის საშუალებით, წმენდის მომდევნო ეტაპების ეფექტურობას ზრდის.
  • უშუალოდ წმენდა. ექიმის დანიშნულების მიხედვით მექანიკური, ვაკუუმური, ქიმიური, ლაზერული, ულტრაბგერითი ან კომბინირებული წმენდის მეთოდი შეირჩევა. ამ დროს ზედმეტი ცხიმის, ღია და დახურული კომედონების, მილიუმის კვანძების მოცილება ხდება.
  • დამატებითი აპარატული მოვლა. ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარსონვალიზაცია, მიოსტიმულაცია, მიკრომასაჟი დაინიშნოს, რაც სისხლის მიმოქცევისთვის, ლიმფოდრენაჟისთვის და კანის რეზისტენტული თვისებების გაუმჯობესებისთვის არის სასარგებლო.
  • დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. ნიღაბი, კრემი, ბალზამი, შრატი კანის ტიპის მიხედვით შეირჩევა.

აღნიშნული მანიპულაციების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია კანზე სიწითლე აღინიშნებოდეს, რაც უახლოესი საათის განმავლობაში გაივლის.

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური წმენდა სახლის პირობებში წმენდასთან შედარებით მისი კვალიფიციური მეთოდიკით და ეფექტურობით გამოირჩევა, ასევე მნიშვნელოვანი ჰიგიენური ასპექტითაც. დამატებითი ინფექციის შეტანის რისკი ასეპტიკის და ანტისეპტიკის ყველა წესის დაცვის პირობებში მცირდება. გამოყენებული იარაღები სპეციალურ დეზინფექციას ექვემდებარება, უმეტესი წილი კი ერთჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

პროცედურა 20 წუთიდან 1,5 საათამდე გრძელდება. წმენდის ჩატარება ჩვენების მიხედვით არის რეკომენდირებული, პრობემური ან ცხიმიანი კანის შემთხვევაში პროფილაქტიკური მიზნებისთვის წელიწადში 1-2ჯერ ან მეტჯერ.

ვრცლად
ჩაწერა
კანის კომპლექსური აპარატული მოვლა (Hydrafacial)

Hydrafacial – კანის მოვლის უნიკალური პროცედურაა. სახის კანის წმენდა Hydrafacial – კანის გაახალგაზრდავების ნაზი, არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც თვალსაჩინო, ეფექტურ შედეგს იძლევა! სახის წმენდა აღარ არის დაკავშირებული ტკივილთან, დისკომფორტთან და კანის სიწითლესთან. Hydrafacial სარელქასაციო სპა პროცედურას გაქვს, რომლის შემდეგ კანი სუფთა, დატენიანებულია და ბზინვარეა – შესანიშნავი შედეგი, რომელიც უმჯობესდება ყოველი მომდევნო პროცედურის შემდეგ.

კლასიკური პროცედურა 3 ძირითადი ეტაპისგან შედგება:

  1. კანის განახლება, გაწმენდა და ექსფოლიაცია (კანის ზედაპირული გასუფთავება)
  2. ექსტრაქცია (კანის ღრმა გასუფთავება და ზედაპორული სებორეგულაცია)
  3. ანტიოქსიდანტური თერაპია და დატენიანება, კანის გაჯერება ჰიალურონის მჟავით – დეტოქსი, განახლება და გაახალგაზრდავება

შერჩეული პროცედურის და კონკრეტული პაციენტის ჩვენების მიხედვით, დამატებითად შესაძლოა გამოყენებული იქნას:

  • ლიმფური დრენაჟი
  • ალმასური ჰიდროდერმაბრაზია
  • ქომიური პილინგი
  • ანტიასაკობრივი შრატი
  • წითელი ან ცისფერი შუქით LED თერაპია

კლინიკური კვლევებით დადასტურებელი Hydrafacial  ტექნოლოგიის ეფექტურობა შემდეგი რობლემების მკურნალობისთვის:

  • აკნე (I-II ხარისხის)
  • პოსტაკნე
  • ცხიმიანი და გაფართოებული ფორებით კანი
  • მშრალი და გაუწყლოვანებული კანი
  • ჰიპერპიგმენტაცია
  • დისკერატოზი
  • სახის შეშუპება
  • სტრიები და ჩაბრუნებული თმის ღერები
  • კანის დაბერება
  • დაბინძურებული კანი

პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში. არ საჭიროებს გაყუჩებას, არ გააჩნია სარეაბილიტაციო პერიოდი. ხანგრძლივობა 30 წუთიდან დამატებითი ეტაპების მიხედვით. შესაძლოა ერთჯერადად ჩატარდეს როგორც ექსპრეს პროცედურა მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ, პროფილაქტიკის მიზნით ჩვენების მიხედვით ან პრობლემური კანის მკურნალობისთვის. უკანასკნელ შემთხვევაში თერაპოოს კურსი (6-8 პროცედურა გარკვეული ინტერვალებით) ექიმის მიერ ინიშნება.

სტატიები ბლოგში:
▶ 
Hydrafacial პროცედურის 5 უპირატესობა

ვრცლად
ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
Aptos გაახალგაზრდავება

სახის და სხეულის კანის დაჭიმვა Aptos ძაფებით არის კანის ასაკობრივი ცვლილებების და რბილი ქსოვილების ფტოზის ეფექტური პროფილაქტიკა და მკურნალობა. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახის და სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. პრაქტიკულად, ნებისმიერ მეთოდში შესაძლებელია როგორც გაუწოვადი, ასევე გამწოვი ძაფების გამოყენება. პროცედურის ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:

  • მოშვებული კანი სახესა და სხეულზე
  • ჩამოწეული წარბის კუთხეები
  • ღრმა ნაკეცები და ნაოჭები სახის შუა მესამედზე
  • სახის ოვალის კონტურის დარღვევა
  • გამოწეული ყურები
  • ცხვირის მცირეინვაზიური კორექცია
  • მოშვებული კანი კისრის არეში
  • კანის არმირება

პროცედურა სახის მიდამოში მოითხოვს მხოლოდ რამოდენიმე ჩხვლეტას და ადგილობრივი ანესთეზიას. სხეულზე კი დასაშვებია მცირე 0,5 სმ-მდე განაკვეთის გაკეთება ძაფების შეყვანისთვის და ფიქსირებისთვის, დიდი მონაკვეთების კორექცია ტარდება ზოგადი ნარკოზის გამოყენებით. ხანგრძლივობა – დაახლოებით 15 წუთი მცირე მონაკვეთების კორექციისთვის. რეაბილიტაციის პერიოდი 10-14 დღე.

სტატიები ბლოგში:
▶ 
ყველაფერი, რაც გაინტერესებთ Aptos ძაფების შესახებ

▶ სახის ოვალის კორექცია Aptos ძაფებით

▶ პაციენტის სამხსოვრო ბარათი

 

ვრცლად
ჩაწერა
ნუშისებრი თვალი აპტოსის ძაფებით

სხეულის კორექცია აპტოსის მეთოდებით უკვე 2 ათეულ წელზე მეტს ითვლის. ქართული ინოვაციური მიდგომა მსოფლიოს 50ზე მეტი ქვეყნის ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლინიკა “ტოტალ შარმის” როლი ამ გლობალური მასშტაბის მოვლენაში. ჩვენთან აპტოსის ძაფებით ლიფტინგს და კორექციას სწორედ მეთოდების ქართველი ავტორები ატარებენ.

თვალისა და წარბის კორექცია აპტოსის ძაფებით საკმაოდ პოპულარული პროცედურაა მსოფლიო მასშტაბით და მას ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

ჩვენთან ნუშისებრი თვალის ფორმის პროცედურას მეთოდის ავტორი ექიმი კონსტანტინე სულამანიძე ატარებს.

ვრცლად
ჩაწერა
სახის ასიმეტრიის კორექცია

Aptos მეთოდები სახის ნერვის დაზიანებით გამოწვეული ასიმეტრიის კორექციისთვის

გარდა ასაკობრივი ცვლილებების კორექციისა, კომპანია Aptos მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახის ნერვის დაზიანებით გამოწვეული ასიმეტრიის აღდგენას პაციენტებს სრულიად უფასოდ სთავაზობს!

სახის ნერვის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც დაავადებებით ან ტრავმებით, ასევე სხვადასხვა ქირურგიული ჩარევით (ნეიროქირურგიული, ყბა-სახის ან პლასტიკური ოპერაციები), რაც იწვევ კუნთების სისუსტეს ან სრულ პარალიზებას და სახის ასიმეტრიას.

Aptos ძაფების ლიფტინგის მეთოდები მოშვებული კანის აწევის და ფიქსირების საშუალებას იძლევა. მეთოდის შედეგი დაუყოვნებლივ თვალსაჩინოა და ხშირად უფრო მდგრადია ვიდრე პაციენტებისთვის ასაკობროვივი ცვლილებების კორექციის დროს, რადგან სახის დაზიანებულ მხარეს მიმიკური აქტივობა შემცირებულია ან სრულად შეწყვეტილია.

Aptos მეთოდების დახმარებით, უკვე 10 წელზე მეტია, ექიმებს საშუალება აქვთ უფასოდ დაეხმარონ სახის ნერვის დაზიანების შედეგად სახის ასიმეტრიის მქონე პაციენტებს მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

უფასო პროცედურების პროგრამაში მოსახვედრად საჭიროა:

  • ნევროლოგის დასკვნა დიაგნოზის დადასტურებით
  • ელექტრონეირომიოგრაფიის შედეგები
  • თანხმობა ფოტოგადაღებაზე სამეცნიერო გამოცემებში პუბლიკაციისთვის

პროცედურა სახის მიდამოში მოითხოვს მხოლოდ რამოდენიმე ჩხვლეტას და ადგილობრივი ანესთეზიას. ხანგრძლივობა – დაახლოებით 30-40 წუთი. რეაბილიტაციის პერიოდი 10-14 დღე.

ვრცლად
ჩაწერა
სახის ოვალის კორექცია

ღაბაბი ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდებს და მისი კორექციის რამდენიმე გზა არსებობს. სირთულე კონკრეტული პაციენტისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და შესაფერისი მეთოდის შერჩევაშია. აპტოსის მეთოდების დახმარებით არაერთი ესთეტიკური პრობლემის გადაწყვეტა და მაქსიმალური შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, თანაც მინიმალური დანახარჯითა და რისკებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე.

რა შედეგს ველოდოთ აპტოსის მეთოდებით კორექციისგან სუბმენტალურ არეში:

  • ღაბაბის მოშორება და სახის გამოკვეთილი ოვალის ფორმირება
  • ნიკაპის ხაზის და კისრის შორის კუთხის ვიზუალური გაზრდა
  • მცირე ნაოჭების კორექცია
  • კანის ტონუსის და ტურგორის გაუმჯობესება

როგორ მოქმედებს აპტოსის ძაფები?
აპტოსის ძაფები მაქსიმალური და ხანგრძლივი შედეგისთვისაა შექმნილი.
აპტოსის პროდუქტების ხაზში არსებობს ძაფების სერია კბილანებით, რომელიც იდეალურია შეეფერება სახის სუბმენტალური ზონის არსებული ნაკლოვანებების კორექციისთვის, მათ შორის ღაბაბის მოშორებისთვის.

კბილანების უნიკალურობა იმაშია, რომ სპეციალისტს ძაფის შეყვანა და საჭირო მდგომარეობაში დაფიქსირება მომავალში მისი წანაცვლების რისკის გარეშე შეუძლია.

აპტოსის გაწოვადი ძაფების სერია პოლირძემჟავას შეიცავს, რომელიც დამატებითი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამიტომ თვალსაჩინო ლიფტინგის ეფექტის გარდა, ასევე კანის მდგომარეობის და ტონუსის თვალსაჩინო გაუმჯობესება ხდება.

სტატიები ბლოგში:
ღაბაბის კორექცია სკალპელის გარეშე

▶ სახის ოვალის კორექცია აპტოსის ძაფებით

ვრცლად
ჩაწერა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა
0
ბათუმი
თბილისი
ბათუმი , პიაცა, ვ.გორგასლის ქუჩა #15
თბილისი , ვ.ორბელიანის ქუჩა #18
+995 32 2 18 18 14
reception@tcc.ge
0
Connecting
Please wait...
კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ

სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
Login now
სახელი
* ელ. ფოსტა
* შეტყობინება
We're online!
Feedback